x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
"რომ დაგეჯერებინათ, ასეთ შავ დღეში არ იქნებოდა არც ქვეყანა, არც სააკაშვილი და არც გვარამია"- თამარ ჩერგოლეიშვილი

image

თამარ ჩერგოლეიშვილი მის სოციალურ ქსელში ეხმაურება მისივე განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული ჰქონდა 2017 წელს და ამბობს, გარკვეული ფაქტების გაუთვალისიწინებლობის გამო, ქვეყანა ახლა ასეთ დღეშია და რომ ეს მდგომარეობა საზოგადოებამ მის თავს უნდა დააბრალოს.


"რომ დაგეჯერებინათ, ასეთ შავ დღეში არ იქნებოდა არც ქვეყანა, არც "ნაცმოძრაობა", არც მიშა, არც გვარამია …. საკუთარ თავს დააბრალეთ. ჩვენ ახალ რესპუბლიკას დავაფუძნებთ და იქ უპასუხისმგებლო მეგალომანიაკების ადგილი არ იქნება", - წერს იგი.


იხილეთ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადება:


"რაღაც "ჩამჭრელი" კითხვა მოუფიქრებიათ. მრავალათასიანი ყრილობა თუ სურდათ, მიშა რად მიატოვესო.



500 დელეგატი იყო ამ ყრილობაზე. დანარჩენი 10500 იყო დამსწრე. ენმ-ში დავა იყო იმაზე, რამდენი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას თავმჯდომარის საკითხის გადაწყვეტაში. დავა იყო დელეგატების რაოდენობაზე, მათზე - ვინც ყუთში ხმას აგდებს.


ევროპელებს სურდათ ცივილიზებული პროცესი და კომპრომისის სახით მიშას დაახ. 2000 დელეგატს სთავაზობდნენ (ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კონვენციას დაახლოებით მაგდენი დელეგატი ყავს).


მიშას უნდოდა "მრავალათასიანი" ხარახოზუმი, სადაც მიშა მიშას იყვირებდნენ, რასაც მიშა ჩასძახებდა, იმას ამოიძახებდნენ, არანაირი წესი არ იარსებებდა (წესების ეშინოდა, წესების პირობებში, რაც ბოლო დროს იყო დამკვიდრებული ენმ-ში, ხშირად აგებდა ხოლმე) - პარტია დარჩებოდა თავმჯდომარის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.


რეალურად, დავა იყო იმაზე, უნდა იყოს თუ არა ენმ-ი ცივილიზებული პარტია. ევროპელების ყრილობას ესწრებოდა 11 000 ზე მეტი ადამიანი, მაგრამ პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე, გენერალური მდივანი და თავმდჯომარე, აირჩია დაახ. 500 დელეგატმა (სიმბოლური ხასიათი ჰქონდა ცხადია, პარტია დაფუძნდა დღეს) სხვა კითხვა მოიფიქრეთ."- წერდა თამარ ჩერგოლეიშვილი.

0
405
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0