x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გიგა ბოკერიას პატრიარქის ცემაში ამხელდა - უსაზიზღრესი შარლატანია" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის მიერ, ერეკლე მეორესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ბოლო პერიოდში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სრულიად დამსახურებულად და კანონზიმიერად მიიჩნევს:



"პრინციპის და სწორის და

არასწორის საკითხია, თორემ

პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება.


ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტიქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა - 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა - უსაზიზღრესი შარლატანია.

მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი - მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა, ხოლო თავად პოლიტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა:


"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?.."


"ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შეც­დო­მაა და ის გუ­ლის­წყრო­მაც, რაც მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში გაჩ­ნდა, მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.


"რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ისე­თი ძვირ­ფა­სი რა­მაა, მე­ფე­საც კი არ აქვს მისი ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი. ეს მე ვთქვი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და ეს თქვა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა და ვი­ღა­ცის­თვის არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, რომ “გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის” ასი წლის თავს ვინც აღ­ნიშ­ნავს, რაც იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიკ­ვდი­ლი.


მეფე ერეკ­ლე კი არა, ყვე­ლა ერ­თად, ვინც იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ დღეს არ უდ­რის. რა არის მეფე, ბო­ლოს და ბო­ლოს? არის კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. ქვე­ყა­ნას თუ ჩა­ა­ბა­რებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მე­ფო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ტრაქ­ტა­ტი ვინც წა­ი­კი­თხა, ხო ყვე­ლამ იცის, რომ არის კა­ტას­ტრო­ფა, სირ­ცხვი­ლი, თა­ვის მოჭ­რა. რა ძრო­ხე­ბი, რა ცხვა­რი, რა ყვე­ლი… შე­იძ­ლე­ბო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასე­თი ტექ­სტით შევ­ხვედ­რო­დით?" – განაცხადა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.


ცნობისთვის, თელავში მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკოსის ფოტო საპირფარეშოს შესასვლელშიც კი დაკიდა.





0
862
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
862