x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ეს ხალხი რა პონტში აფანატებთ ერეკლეზე?" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ერეკლე მეფის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ის ტრაქტატი რატომ იყო და შეიძლებოდა თუ არა რომ არ ყოფილიყო, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ უდაო ფაქტია, რომ იმ კაცს არც ტრაქტატამდე და არც ტრაქტატის მერე ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია და ეს “ოღონდომიარგვინდა“ ხალხი რა პონტში აფანატებთ ერეკლეზე?" - ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მაისს, თელავში, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მოღვაწეობის მხარდამჭერთა შეკრება სახელწოდებით - "ღირსების აქცია" გაიმართა. ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარედ, შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მისი მოღვაწეობის პერიოდში წარმოებულ ომებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, ერეკლე მეორე, საქართველოს მეფეებს შორის ერთ- ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი და სტრატეგი იყო.


აქცია პოლიტიკოსისა და ფილოლოგის, ლევან ბერძენიშვილის საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებას მოჰყვა, როცა მან, რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის გამო, ერეკლე მეორეს მოღალატედ გამოცხადებაზე ისაუბრა.


ბერძენიშვილის მოსაზრებას სოციალურ ქსელში მყისიერად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თელავში კი, მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკოსის ფოტო საპირფარეშოს შესასვლელში დაკიდა.




0
357
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
357