x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
დღეს მივდივარ მეფე ერეკლეს მოედანზე, არა მეფის, არამედ კახური ღირსებისათვის

image


არც დაბადებაში...

არც სიკვდილში....

და არც 300 წლის იუბილის დროს არ ჰქონია ბედი ერეკლე პაპას ... ერთსა და იგივე ოთახში მიიღო სიცოცხლეც და გარდაცვალებაც მეფემ...

40 დღე ვერ დაკრძალეს რადგან პანდემია მეფობა ქართლსა და კახეთში ... შავი ჭირის მგლისფერი ედო ცას ქუდად მაშინ...

ეჰჰ... 300 წლისთვის ისე ვემზადებოდით კახელები და განსაკუთრებით თელაველები... რა იდეები აღარ მოგვდიოდა თავში... მაგრამ არც მაგაში გაუმართლა ბედმა მეფეს... ისევ პამდემია... ისევ მგლისფერი ცა თელავის თავზე...

დიდებული კაცი იყო, ირაკლი...

ხელს როცა აწერდა ირაკლი იყო...

ისე კი ყველა ერეკლეს ეძახდა....

მოგიჟიანებული სიყვარულიც იცოდა როგორც კაცმა...

ცოლსაც ისე ტიროდა, როგორც ღირსეულ ქვრივს შეჰფეროდა...

დაცლილ და გაპარტახებულ კახეთს, სული ჩაჰბერა და მაგალითი მისცა რამდენად აუცილებელი იყო ერის გამრავლება...

16 შვილი ჰყავდა მაგრამ 100000 ქართველის მამა იყო...

სამხედრო სტრატეგიც იყო და ეკონომიიკის ექსპერტიც....

ბევრი ტკივილი ნახა ცხოვრებაში... ქვრივიც იყო და შვილ მკვდარი მამაც....

მაგრამ არც ერთხელ, სიზმარშიც კი, სამშობლოსთვის არ უღალატია!

იცოცხლა ქართლ კახეთისთვის.... და მოკვდა საქართველოსთვის...

300 წლის კი არა 3000 წლის მერეც უკვდავი მეფე იქნება პატარა კახი ????

დიდება მეფეს !

დღეს კი 12 სთ-ზე მივდივარ მეფე ერეკლეს მოედანზე, არა მეფის, არამედ კახური ღირსებისათვის !

#რუსეთიოკუპანტია!


ავტორი: მოსიაშვილი მაკა

5
33
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
33
  
2022, 21 ივნისი, 10:58
რუსეთი ოკუპანტი იყო მაშინაც და ახლაც ეგრეა,მაგრამ ისტორიას ემოციები არ უყვარს,ფაქტებია მნიშვნელოვანი და ცივი გონებით შეაფსება. ერეკლე მართალი იყო მაშინდელი პრიობებში და კი ვთქვი,რომ სწორი გათვლა გააკეთა. სხვა საქმეა,რომ ქვეყნის მოყვარული ხალხის მკვლელები მოვიდნენ მთავრობაში 1918 წელს და ამას ვერ გათვლიდა ერეკლე. გიორგი მაზნიაშვილის დარი გერნერალი რო ყავდათ და გვერდზე გადააჩოჩეს,რადგან პარტიული არ იყო ვერც მაგას და ვერც იმას,რომ 1991 წელს ერთმანეთს დავერეოდით და ამოვხოცავდით ერთმანეთს. სირცხვილია,ასეთი კაცის აუგად ხსენება და ბერძენიშვილებს სამუდამო წითელი აქვთ კახეთში,თუ ჩამოვლენ მოხვდებათ და ყორღანაშვილივით დაგორდებიან გომბორზე.
2022, 21 ივნისი, 10:50
ეხლა რატომ იქნა არჩეული რუსეთის საფარი და რატომ სხვა არა. ცნობილი ფაქტია,რომ ერეკლემ ელჩები გაგზავნა ევროპაში უამრავჯერ და ტრადიციულად იქედან უარი მოვიდა. სამ ასეთუისე ძლიერი იმპერიის ინტერესები იკვეთებოდა საქართველოზე,დასავლეთ საქართველოს ოსმალები თავის ინტერესთა სფეროში განიხილავდა,აღმოსავლეთს ირანი,ხოლო რუსებს სურდათ კავკასიაში პოზიციონირება. ერეკლემდე გამოვლილი ქონდა ქვეყანას ოსმალობა და მერე ყიზილბაშობა,მეფეც კი არ იკურთხებოდა ჩვენი რელიგიით. ერეკლემ ირანში გაატარა თავისი ბავშობა და შეინარჩუნა სარწმუნოება,1744 წელს კი ჩვენი სარწმუნეობით ავიდა ტახტზე,როგორც მამამისი. ის ორი არ გამოდიოდა,რადგან გაგვჟუჟეს და აგვაოხრეს,ევროპამ დაგვიკიდა და დარჩა რუსეთი,სადაც სარწმუნოებას მაინც ინარჩუნებდი. თან აქედან თუ გადახედავს ადამიანი ობიექტურად,რუსეთთან კავშირმა გაგვაერთიანა,რასაც ვერ ვახერხებდით 1466 წლის მერე. არ სურთ აღიარება არავის,მარა ეგრეა ისტორიაში და მე რა ვქნა,ჯერ ქართლ-კახეთი მიიერთა,იმერეთი,გურია და სამეგრელო,რუსეთში გაერთიანდა იდეაში საქართელო,რაც 1918 წელს გამოვლინდა კიდეც. შენ ის თქვი,რომ ევროპამ კიდევ დაგვიკიდა და 1918-21 წლების რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთს შეატოვეს ხელში,თორემ გამოჩნდა რო სწორი გათვლა გააკეთა. ეხლა რატომ გააკეთა ეს გათვლა და რატომ იფიქრა ესე,როგორც წყაროები გვეუბნებიან,ერეკლე თავის მემკვიდრეთ ლევანს განიხილავდა და მისი სიკვდილის მერე შეცვალა ჩამავალი მემკვიდრეობის წესი და გახადა გვერდითი,ძმიდან ძმაზე უნდა გადასულიყო. ყველამ კარგად ვიცით,რომ ალექსანდრე ერეკლეს ძეც ძალიან მამაცი პიროვნება იყო,მაგრამ ვერ ანდო აშკარად ერეკლემ. არადა ამ ალექსანდრემ ბოლომდე იბრძოლა ქართლ-კახეთისთვის.
2022, 21 ივნისი, 10:38
მეორე საკითხი,ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" მოყავს არგუმენტად და ეს რანაირად გამოდგება არ ვიცი. დიდი პატივისცემა ბარათაშვილის შემოქმედებას,მაგრამ სუფთა ადამიანურად,კაცი რო ქალის გამო იტირებს მთელი სიცოცხლე,რანაირად უნდა განიკითხოს ერეკლე,თან მისი პაპა. ნათქვამია,რომ ისეთმა ფურმა უნდა გაგწიხლოს,შენზე მეტს რო იწველიდესო,ხოდა არის კი ბარათაშვილი იმ წონის პერსონა,ვინც უნდა წიხლავდეს ერეკლეს.
2022, 21 ივნისი, 10:34
რაც შეეხება იმ თემას რატომაც აბრალებენ ამ უმსგავსობას ეს უვიცები,წიგნეირი გაუნათლებლები არის ტრაქტატი. არსებობს ასეთი ცნობა,რომ ერეკლემ არ იცოდა კარგად რუსული,რადგან თავისი ბავშობა გაატარა ტყვეობაში ირანში ნადირხანთან,ხოლო გამეფების მერე ბრძოლაში. ბერძენიშვილივით არ ეცალა საკითხად და არ ქონდა მაგის ფუფუნება. მისი საგარეო-საქმეთა მრჩეველი იყო გარსევან ჭავჭავაძე,ვინც მოაგვარა ტრაქტატის ამბები. ჯერ ერთი არაფერი ეწერა იმ ტრაქტატში ისეთი,რაც მეფობის გაუქმებას და სახელმწიფოებრიობას უქმნიდა საფრთხეს. რუსეთი საგარეო მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო,როცა დასჭირდებოდა ერეკლეს.ეჭვს იწვევს საიდუმლო პუნქტები ტრაქტატში,რაც გასაიდუმლოებული იყო და სავარაუდოდ,გარსევანმა და ერეკლეს უნდა სცოდნოდათ ამაზე. რა და როგორ განუმარტა გარსევანმა ეგ გაუგებარია,მაგრამ თუ იქ რაიმე ისეთი ეწერა,რაც საფრთხის შემცველია,მაშინ ეგ გარსევანის ნაკისრი "გმირობაა". რატომ მგონია ეგრე,გარსევანის შვილი ალექსანდრე იყო იმპერატორ ეკატერინეს ნათლული,ხოდა ეგეთები უბრალოდ არ ხდება.
2022, 21 ივნისი, 10:26
ბერძენიშვილებმა რა უნდა დააკლონ ერეკლეს,მაშინდელი თავადობა ვერაფერს აკლებდა,რას აღარ უპირისპირებდნენ და სადაც დაიჭერდა იქ აკლავდა ბუზებივით. კაცი რო ჯარისკაცებისთვის ბრძოლის ასარიდებლად ერთიერთზე ბრძოლას თანხმდებოდა,რათა ჯარი უკან დაებრუნებინა,როგორ შეიძლება იყოს მოღლატე. 60+ წელი ხმლის ქნევაში გაატარა კაცმა და ბერძენიშვილმა მაგდენი წიგნის კითხვაში,თუმცა ვერაფერი გაიგო იმ წიგნებიდან. სანამ ერთი ქართველი,ქვეყნის მოყვარული ადამიანი იცოცხლებს დედამიწაზე ერეკლეს სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ზოგადად,ავტორიტეტები არ მყავს და არ ვაღიარებ მსგავს რაღაცას,მაგრამ ერეკლე არის ის ერთადერთი ავტორიტეტი,რომელსაც ვაღიარებ. ასეთი მეფე საქართველოს არ ყოლია,არც დავით აღმაშენებელი იყო მსგავსი ბრძოლის ჟინის პატრონი. დავითს რაღაცეები დაუჯდა კარგად და მარიფათი გამოიჩინა. რავი მელიქ ხანის ზეობის პერიოდში ვერაფერს მოუხერხებდა თურქებს ეგ უეჭველად ეგრეა,თან 3 წელი მოუწია მეფობა.
0 1 5