კიდევ ერთი საზარელი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ ბაჩო ახალაიაზე. გავრცელებული ინფორმაციით ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პატიმართა ცოლების გაუპატიურებას ავალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, როდესაც ჟურნალისტები გლდანის საპყრობილეში შევიდნენ ისინი წააწყდნენ ინფორმაციას, რომ ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პატიმართა ცოლების გაუპატიურებას ავალებდა. ამ ინფორმაციას კი ერთ-ერთი პატიმარი ადასტურებს. ამ პატიმარს ასევე სურს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ( ეს მემგონი უკვე ზედმეტია და ამდენი ქართველმა ხალხმა არ უნდა ვაპატიოთ. )
გლდანის N8 საპყრობილის "ე" კორპუსის პატიმრების განცხადებით, ციხეში იმყოფება ერთ-ერთი პატიმარი, რომელსაც ბაჩო ახალაიას "ამაზრზენ ქმედებებზე" კომპრომატები აქვს და მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა უნდა.
როგორც გლდანის ციხეში ჟურნალისტების ვიზიტისას "ინტერპრესნიუსს" ორმა პატიმარმა უთხრა, ეს ადამიანი ბაჩო ახალაიას ყოფილი თანამშრომელია და ახლა სასჯელს იხდის.
მათი თქმით, ამ პატიმარს აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ავალებდა ბაჩო ახალაია თანამშრომლებს პაემანზე მისულ პატიმართა მეუღლეების გაუპატიურებას.
პატიმრები ამ ადამიანის ვინაობის გამხელას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აპირებენ და ამბობენ, რომ უფრო ვრცლად არასამთავრობოებს გაესაუბრებიან.