x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჩინეთმა რუსული Boeing-ისა და Airbus-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა

image
ჩინეთმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე ორ იურისდიქციაში რეგისტრირებული რუსული ავიაკომპანიების Boeing-ისა და Airbus-ისთვის.

როგორც ცნობილია რუსეთში "თვითმფრინავების კანიბალიზაცია დაიწყო“. არავის სურს, რომ მოძველებული, გაუმართავი თვითმფრინავი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რომელიმე დიდ ქალაქს დაეცეს. ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებამ, საერთაშორისო საავიაციო კანონმდებლობის დაცვით, უარი თქვა საფრთხის შემცველი თვითმფრინავებით ფრენაზე. რუსეთმა ვერ მიაწოდა ჩინეთს თვითმფრინავის მოთხოვნილი დოსიეები, რადგან უბრალოდ მოიპარა ისინი დსავლეთის ქვეყნებიდან და, რა თქმა უნდა, არ არსებობს ტექნიკური ხელშეკრულებები.

რუსები შეაკეთებენ თავიანთ თვითმფრინავებს უკვე მათ ხელში არსებული სათადარიგო ნაწილებით, რაც დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ასე რომ, რუსული ავიახაზები მომავალში ვერსად იფრენენ, ყოველ შემთხვევაში, ევროპული წარმოების თვითმფრინავებით. თქვენ იტყვით, რომ მათ აქვთ საბჭოთა წარმოების ანალოგები. დიახ, აქვთ. მაგრამ ისინი 80%-ით შედგებიან უცხოური წარმოების ნაწილებისაგან. ყველა ავიონიკა და ელექტრონიკა 100% უცხოურია და ანალოგური სისტემები დიდი ხანია არ იწარმოება რუსეთის ტერიტორიაზე. ეს ძალიან ძვირი ჯდება და არც ისე აქტუალურია.

1
230
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
230
  
2022, 28 მაისი, 16:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1