x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ქალბატონის" დირიჟორობით საფლავებთან დაგლიჯეს ყველა სამთავრობო ყვავილების გვირგვინი, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ერეკებოდნენ იქ მოსულ მოქალაქეებს" - კოკო გამსახურდია

image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია მთაწმინდაზე, ამჯერად მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საფლავებთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს, რომელიც პრეზიდენტის ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხარდამჭერებმა მოაწყვეს.


"როგორც თბილისიდან შეგვატყობინეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანებმა, ძალზე აღელვებულებმა და შეშფოთებულებმა, მდგომარეობა მერაბ კოსტავას საფლავზე 26 მაისს უაღრესად დაძაბული იყო. შარშანდელ, ანუ 2021 წლის 4 აპრილის პოსტში უკვე დავწერე, რაც ხდებოდა ხოლმე პანთეონში ყოველ 9 აპრილს და 31 მარტს. ამჯერად, 26 მაისსაც განმეორდა იგივე - იქ კვლავ მძვინვარებდნენ მ. არჩვაძის აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები. "ქალბატონის" დირიჟორობით მათ გადაკეტილი ჰქონდათ მისასვლელი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას საფლავებთან, მათ დაგლიჯეს ყველა სამთავრობო ყვავილების გვირგვინი, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ერეკებოდნენ იქ მოსულ მოქალაქეებს, იყო ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებიც. ამ მართლაც ისტორიულ თარიღებზე, როდესაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები, რათა პატივი მიაგონ საქართველოს ეროვნული გმირების ხსოვნას, უკვე წლებია არ ეძლევათ ამის საშუალება "ქალბატონის" აგრესიული ჯოგის გამო, რომელთაც ოკუპირებული აქვთ იქაურება. ფიგურატიულად რომ ვთქვათ, მათი ხელით რუსეთის დამპყრობელი იმპერია, არ სურს რა უკრაინის და კავკასიის თავისუფლება, არ აძლევს ხალხს საშუალებას იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე თავისი გმირების საფლავებთან. ჩვენ შარშან ვწერდით და ისევ გავიმეორებთ (ეს ტექსტი ასევე გააზიარა გიორგიმ, ჩემმა ძმამ) - ასეთ დღეებში სამართალდამცავებმა უნდა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი."-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

0
404
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
404
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0