x
image
არჩილ ვერულიძე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლიკვიდირებულია თადარიგის პოლკოვნიკი ნიკოლაი მარკოვი

imageმედიის ცნობით, პილოტების დეფიციტის გამო, რუსები იძულებულნი არიან დაიქირაონ გადამდგარი ოფიცრები. ისინი იყენებენ იმ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც თითქოს კერძო სამხედრო კომპანიების საკუთრებაშია.

პენსიაში მყოფ პილოტებს ქირაობს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი", რომლის მფლობელობაში არის მოიერიშე თვითმფრინავი - სუ-25, რა თქმა უნდა, ისნი არაფრით განსხვავდებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებაში მყოფი მოიერიშეებისგან. კომპანია პუტინის "მზარეულს" ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. და მისი დამფუძნებელია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ყოფილი ოფიცერი დიმიტრი უტკინი.

და აი, კიდევ ერთი "პენსიონერი" გაუშვეს უკრაინელებმა ყველასთვის კარგად ცნობილი მიმართულებით. როგორც ჩანს, ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე გამართული დისკუსიებიდან, მარკოვის თვითმფრინავი პოპასნასთან ჩამოაგდეს, ლუგანსკის ოლქში. 17 მაისს ის უკვე დაკრძალეს ბელარუსის ქალაქ ლიდაში. აღსანიშნავია, რომ მარკოვი გენერალ-მაიორ კანამატ ბოტაშევის მეწყვილე იყო.


უკრაინაში ლიკვიდირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი

0
298
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0