x
მეტი
  • 02.12.2022
  • სტატია:124052
  • ვიდეო:355504
  • სურათი:496648
რომან სვისტუნოვის არაჩვეულებრივი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
image

საბჭოთა კავშირიდან გარბოდნენ, ყველა ხერხით რითაც შესაძლებელი იყო, მათ შორის აკრძალული მეთოდებით ან სრულიად მშვიდად და მარტივადაც, მაგალითად ტურისტული საგზურით ა.შ. ზოგს გამოსდიოდა, ზოგს არა, დღეს გაქცევის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელიც ზუსტად 35 წლის მოხდა.


1987 წლის 27 მაისს, დილით ადრე, ყოფილი მფრინავი რომან სვისტუნოვი ქალაქ ნიკოლევიდან(უკრაინა) შვედეთში გაიქცა An-2P სასოფლო-სამეურნეო თვითმფრინავით. რომანი, რომელიც იმ დროს 24 წლის იყო, ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ უკვე ოჯახიდან ცალკე ცხოვრობდა. წარსულში მსახურობდა ლეიტენანტად, მაგრამ გადაიყვანეს რეზერვში, რის შემდეგაც შეუერთდა სამოქალაქო ავიაციას, სადაც მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო თვითმფრინავების პილოტად; თვითმფრინავის გატაცებამდე რამდენიმე წლით ადრე მან დატოვა აეროფლოტი და კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა.



როგორც მოგვიანებით სვისტუნოვმა თქვა, რეზერვში გადაყვანის შემდე უკმაყოფლება და შიში დაეწყო საბჭოთა რეჟიმის მიმართ. სავარაუდოდ დედამისაც, რომელსაც საბჭოთა სისტემა არ უყვარდა, შეეძლო მასზე გავლენა მოეხდინა. ამიტომ, დაახლოებით 1984 წელს რომანს გაუჩნდა იდეა, გაქცეულიყო რკინის ფარდის მიღმა თვითმფრინავის გატაცებამდე რამდენიმე კვირით ადრე ის ლატვიაში ჩავიდა მეგობრის მოსანახულებლად, რომელიც ასევე პილოტად მუშაობდა.



ამ პერიოდში სვისტუნოვმა, რომელმაც მექანიკოსად გაასაღა თავი, მოახერხა აეროდრომის მუშაკებთან დამეგობრება.


26-27 მაისის ღამეს რომან სვისტუნოვმა მეგობართან, "დრუვას" კოლმეურნეობის აეროდრომის დარაჯთან ერთად დალია ალკოჰოლი. როდესაც დარაჯმა ჩათვლიმა, რომანი, იმ საბაბით, რომ თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურება სურდა, გაემართა აეროდრომისკენ, სადაც ავიდა ცარიელ სასოფლო-სამეურნეო An- ბორტზე და ჩართო ძრავა. ხმაურის გაგონებაზე დარაჯი გარეთ გამოვარდა და სვისტუნოვს დაუმიზნა, მაგრამ გამტაცებელმა არ შეაჩერა თავისი ქმედება, რადგან იცოდა, რომ დარაჯი მეგობარს არ ესროდა.



05:10 საათზე (სხვა წყაროების მიხედვით დილის 4 საათზე, რაც აიხსნება ლატვიისა და შვედეთის დროის ზონების სხვაობით) ბორტი ნომერი 70501 აფრინდა და ზღვისკენ გაემართა.


სვისტუნოვი არ იყო პირველი, ვინც გადაწყვიტა სსრკ-დან შვედეთში სასოფლო-სამეურნეო თვითმფრინავით გაქცევა: ზუსტად 4 წლით ადრე, 1983 წელს, ასევე 27 მაისს, რიგელმა მფრინავმა ვანაგსმა, ასევე გაიტაცა An-2 და გაფრინდა. ის გოტლანდამდე. შვედეთის ხელისუფლებამ თვითმფრინავი დააბრუნა, მაგრამ პილოტმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ქვეყნიდან გაქცევის მსგავსი მცდელობების თავიდან ასაცილებლად, სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საავიაციო ქიმიური სამუშაოებისთვის თვითმფრინავების საწვავის არასრულად შევსების შესახებ.

image

სვისტუნოვმა იცოდა ამის შესახებ და მიხვდა, რომ ბორტზე საწვავის არასაკმარისი მარაგი იყო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა. ფრენა ბალტიის ზღვაზე ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დროსაც "კუკურუზნიკმა" დაფარა 350 კმ-ი. კუნძულ Österngarnsholm-ის მიდამოში, საწვავის ამოწურვის გამო, ბორტ 70501-ის ძრავმა წყვეტილად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა, ამიტომ პილოტმა გადაწყვიტა წყალზე დაშვება. მანამდე შვედმა სამხედროებმა რადარის ეკრანზე შენიშნეს მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა შვედეთისკენ;


ორი თვითმფრინავი F 17 Kallinge გააგზავნეს.თუმცა როდესაც სამხედრო თვითმფრინავი მივიდა სასურველ ზონაში, An-2 უკვე ზღვის ზედაპირზე ტივტივებდა შვედეთის კუნძულ გოტლანდის აღმოსავლეთ სანაპირო დასახლება ოსტერგარნის მახლობლად და მალევე ჩაიძირა 13 ფუტის (4.0 მ) სიღრმის წყალში. გამტაცებელმა კაბინიდან გამოძრომა მოახერხა და დარჩენილი მანძილი ცურვით დაფარა, რის შემდეგაც ნაპირზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში შევიდა, სადაც მშრალი ტანსაცმელი მოიპარა.


აქვე ის დააკავა ლარს ფლემსტრომმა, ვერტმფრენის პილოტმა, რომელიც აქ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მეთევზეებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა სანაპიროსთან.


რომანი ვერტმფრენით გადაიყვანეს ვისბის პოლიციის ოფისში დაკითხვაზე, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. პოლიციასთან საუბარში რომან სვისტუნოვმა თქვა, რომ დიდი ხანია გეგმავდა ქვეყნიდან გაქცევას, მან ასევე დასძინა, რომ მისი მეუღლე მარინა და ორი შვილი საბჭოთა კავშირში დარჩნენ: სამი წლის კრისტინა და რვა თვის დენისი; ამავდროულად, ახლობლებმა არ იცოდნენ რომანის გეგმების და გაქცევის შესახებ.


პოლიციაში განაცხადეს, რომ სვისტუნოვი გულმკერდის არეში ტკივილს უჩიოდა, მაგრამ ზოგადად კარგ ფორმაში იყო.


როდესაც სსრკ-მ შეიტყო მისი გაქცევის შესახებ, საბჭოთამ მხარემ, მეორე დღეს 28 მაისს შვედეთს მოსთხოვა გამტაცებლისა და თვითმფრინავის დაბრუნება; იმავე დღეს (28 მაისს) ТАСС, მა გამოაქვეყნა ინფორმაცია გამტაცებლის ბრალეულობის შესახებ, რომელიც მოითხოვდა მის საბჭოთა კავშირში ექსტრადიციას, მაგრამ გამოქვეყნების მომენტში შვედეთის საელჩოში სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო, ამიტომ მყისიერი რეაგირება არ ყოფილა. . ასევე, გაქცეულის სანახავად ვისბიში ჩავიდნენ საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი და სსრკ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს წარმომადგენელი (რომელიც თვითმფრინავის მფლობელი იყო), .

image


შვედეთმა რომან სვისტუნოვი საბჭოთა კავშირს არ გადასცა, მაგრამ შვედეთის სასამართლომ მას ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა; 4 სექტემბერს მან ბინადრობის ნებართვა მიიღო. რომანი ორი წელი მუშაობდა პიცერია-რესტორანში Söderports-ში რის შემდეგაც კიდევ ერთი წელი მუშაობდა სხვა პიცერიაში, ხოლო 1990 წელს გოტლანდი დატოვა და სხვა ქვეყნაში დაიწყო მუშაობა შეფ-მზარეულად . 1992 წელს სვისტუნოვი დაბრუნდა შვედეთში, მაგრამ უკვე იმ ოჯახთან ერთად, რომელიც ნიკოლაევში დატოვა (ცოლი და ორი შვილი)


An-2 რამდენიმე წლის შემდეგ წყლიდან ამოიღეს და გადასცეს გოტლანდს, რის შემდეგაც ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ნილს-ოკე სტინსტრომი, ტორ კარლსონი და ლარს ბოსტრომი, იგი ორიწლიანი მუშაობის შემდეგ აღადგინა.


image

2016 წლის 28 მაისს, გაქცევის 29 წლისთავზე, გოტლანდის თავდაცვის მუზეუმში (ვისბი) გაიხსნა საბჭოთა თემატიკისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც "კუკურუზნიკი" ბორტი ნომერი 70501 ერთ-ერთ მთავარ ექსპონატად იქცა.


გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთი სტუმარი, ყველასთვის მოულოდნელად, თავად რომან სვისტუნოვი იყო, რომელიც ხალხს გამოეყო და სტენსტრომს მოეხვია, ერთ-ერთ მათგანს, ვინც აღადგინა გატაცებული თვითმფრინავი. როდესაც ყოფილ გამტაცებელს ჰკითხეს, იფიქრებდა თუ არა ოდესმე, როდესაც ამ პატარა თვითმფრინავით დაფრინავდა ზღვაზე, რომ ეს ერთხელაც ის სამუზეუმო ექსპონატად გადაიქცეოდა, რომანმა უპასუხა: „არაფერზე არ მიფიქრია. მე მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი“ (შვედ. Jag trodde ingenting, jag ville bara överleva).

image



იხილეთ ამავე თემაზე:7 ყველაზე ცნობილი და არაჩვეულებრივი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

0
995
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
995
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0