x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ქართველი ფერმერების მხარდაჭერა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება: კარფურში  „ქართული დღეების“ ფარგლებში გამოფენა გაიმართება

imageეწვიეთ “კარფურს” და შეიძინეთ ქართული, ადგილობრივი პროდუქცია


"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმი" წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.


ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 23 მაისიდან - 29 მაისის ჩათვლით, კარფური გეგმავს ქართული პროდუქციის გამოფენის მომზადებას "ისთ ფოინთის", "თბილისი მოლის", ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში და "ჯითისის" სავაჭრო ცენტრში არსებულ სუპერმარკეტში. კამპანია - "ქართული დღეების" ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული წარმოების პროდუქტები - ხორცეული, ძეხვეული, რძის პროდუქტები, სხვადასხვა დელიკატესები, ქართული ტკბილეული, ღვინო, ლუდი და სხვა უამრავი პროდუქცია.


გარდა ამისა, ფერმერებს სპეციალური შეთავაზებები ექნებათ საკუთარ წარმოებაზე.


image

ადგილობრივი წარმოების გამოფენის გარდა, 26 მაისს, მაღაზიების დამთვალიერებლებს უამრავი სიურპრიზი და სახალისო აქტივობა დახვდებათ, როგორიცაა თემატური სტენდები და დეკორაციები, გასართობი თამაშები (თავსატეხები, ეკომეგობრული საღებავებით სახის მოხატვა და ა.შ.).


"კარფურის" გახსნის დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და ფერმერებს, იმისათვის რომ განავითარონ საკუთარი პროდუქცია და მოახდინონ მისი რეალიზაცია ქართულ ბაზარზე. ბრენდი დღემდე აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერასა და მომხმარებელებისთვის ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.


წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი საქმიანობით გააძლიერა და განავითარა ურთიერთობა უამრავ ქართველ მომწოდებელთან. ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ "კარფურმა" 800-ზე მეტ მომწოდებელთან ითანამშრომლა, დაეხმარა ადგილობრივ ფერმერებს ეკოლოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქციის რეალიზაციაში და წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის გაძლიერებას.


დღეს ბრენდი 70 მაღაზიითა და 3000-მდე ადგილობრივი თანამშრომელით არის წარმოდგენილი. "კარფური" აქტიურად აგრძელებს ქართველი ფერმერების მხარდაჭერას და მომხმარებელებისთვის ყოველდღიურად, ახალი, ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქციის პირდაპირ ფერმებიდან მიწოდებას.


R

0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0