x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
10 მოდური რამ, რომელიც მშვენივრად გამოიყურება პოდიუმზე, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გაგიფუჭოთ იდეალური ფიგურაც კი
რა თქმა უნდა, გარდერობში ყველა ადამიანს აქვს ნივთები, რომლებსაც წლების განმავლობაში ატარებს. და არ აქვს მნიშვნელობა ტრენდშია თუ არა, რადგან კარგაგად ზის სხეულზე და ამასთან კომფორტულია. ამავდროულად, არის მოდური ნივთებიც, რომლებიც მხოლოდ პოდიუმზე გამოიყურება კარგად, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისინი "მოღალატურად" ხაზს უსვამენ ნაკეცებს მუცელზე, ან თქვენ ფიგურას მატებენ რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს.
***
როდესაც ბიუსტჰალტერი ტანსაცმლის ქვემოდან მოჩანს.
imageმიუხედავად საყოველთაო აღშფოთებისა და უარყოფისა, ტანსაცმლის ქვემოდან გამოსულმა ბიუსტჰალტერის ნაწილმა მეორე სიცოცხლე მიიღო 2 წლის წინ; ეს მოდელი 2000-იანი წლებიდან დაუბრუნდა პოდიუმს და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გაბედული გოგონები ცდილობენ ახალი ტენდენციის მოთვინიერებას და "გაშინაურებას", ზოგიერთი ექსპერტი თავისი შეხედულებების ერთგული რჩება და ჯიუტად აცხადებს რომ შეუსაბამოა და უბრალოდ უხერხული საცვლების თუნდაც ნაწილი ტანისამოსის ქვემოდან მოჩანდეს.
***
თხელი ნაქსოვი ბლუზები.
imageმსუბუქი ელასტიური (წიმვადი) მაისური ნამდვილად კომფორტულია სატარებლად. მაგრამ სხეულზე მორგების უნარის გამო, იმეორებს რა მის ყველა ფორმას, ცოტა საფრთხილოა მოხმარებაში, თან მაშინ როდესაც მასალა შეუპოვარია ყველაზე დახვეწილი, აწყობილი ლამაზი და მოხდენილი ფიგურისთვისაც კი. თხელი ტექსტილის შესანიშნავი შემცვლელად გამოდგება: მკვრივი ან მსუბუქი ბამბის ქსოვილის ნაწარმი, რომელიც "უადგილო" ადგილებს არ გამოკვეთს თვენს სხეულზე და შესაბამისად შექმნის უფრო დახვეწილ სილუეტს, რითაც გაამარტივებს ამ "ამოცანას"
***
მბზინავი ატლასის ტანსაცმელი.
image

მბზინავი ქსოვილები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, ეჭვგარეშეა. მაგრამ ასეთ მასალებს აქვთ ერთი დიდი ნაკლი: ისინი წონას მატებენ ისეთ ქალბატონებსაც კი, რაც არ უნდა მინიატურულები იყვნენ და თუნდაც თოჯინასავით მოხდენილები იყვნენ. და თუ დამატებით ასეთი კოსტუმი მორთულია კიდევ რაიმე ნათელი აპლიკაციით, მაშინ ფიასკო გარდაუვალია.

თუ გსურთ თქვენი იერი ბრწყინავდეს, უმჯობესია აირჩიოთ უფრო ლაკონური მოდელები ყოველგვაარი ზედმეტი დეტალების გარეშე ან/და შედარებით უფრო "დამჯდარი", "მძიმე" ქსოვილებისაგან.

***
trench coat (ე.წ პლაში)
imagetrench coat (ე.წ პლაში), რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გადასულა მოდიდან, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ზომის ნივთი, ძალიან კომფორტულია და ძალიან კარგად მალავს ხარვეზებს, მაგრამ მართალია, ყოველთვის არა.


იმისათვის, რომ trench coat (ე.წ პლაში)-მა ვიზუალურად რამდენიმე კილოგრამი არ მოგიმატოთ, ხაზი უნდა გაუსვათ თქვენი სხეულის პროპორციებს წელის ირგვლივ. ან აირჩიოთ მოდელი V- კისრით - რაც ამაღლებს კისერს და აგრძელებს სილუეტს.
***
კოსტიუმები მხრის ბალიშებით
imageმხრის ბალიშები შეუცვლელია ვიწრო მხრების "სწორი" ფორმის მისაცემად. მაგრამ ამის მიღმა, ყველა დროის ყველაზე საკამათო ტენდენციას შეუძლია კისრის რამდენიმე სანტიმეტრის დამოკლებაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შერწყმულია მაღალ კისერთან. ამიტომ, მხრებისთვის დამატებითი მოცულობის მინიჭების მცდელობისას, არახელსაყრელია კისრის დამალვა.
***
კაბა "ფრიალებით"
image

მოდური პოდიუმები რამდენიმე წლის წინ დაიპყრო რაფლებმა და ფრიალებმა და როგორც ჩანს, პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ამ დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ნივთები გამოიყურება ნათლად და შთამბეჭდავად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ზოგჯერ სრულიად არასაჭირო ადგილას მოცულობას მატებენ სილუეტს.

რაფლებით და ფრიალებით ძლიერ დატვირთული ტანსაცმლის არჩევისას მნიშვნელოვანია პროპორციების დაბალანსება - შექმენით მოცულობა ზედა ან ქვედა ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ფიგურა "დაიკარგოს" ქსოვილის ფენებში.
***
კაბები Babydoll
image"მოფლირტავე", ქალური ბავშვის კაბები შესანიშნავი არჩევანია ზაფხულისთვის. ქუსლებთან ერთად ასეთი მოდელები საოცრად გამოიყურება, მაგრამ აქსესუარების სიმრავლეს ვერ მოითმენს. ბავშვის კაბების არჩევისას კი უნდა მოერიდოთ მაქმანს, რომელსაც თქვენი "ეკიპირება" შეუძლია ღამის პერანგად აქციოს.
***
მასიური / მოქნილი პლატფორმის ფეხსაცმელი
image

უხეშ მასიურ პლატფორმაზე ფეხსაცმელი სწრაფად უბრუნდება პოდიუმებს, მაგრამ ასეთი მოდელების ყოველდღიურ გარდერობში მორგება არც ისე ადვილია. და ეს მხოლოდ კომფორტს არ ეხება. შთამბეჭდავი ძირი ამძიმებს ფეხებს, რაც გამოსახულებას გარკვეულწილად უხერხულ იერს ანიჭებს: ამ ბედს არც მდიდრული ევა ლონგორია გადაურჩა.

ზოგჯერ ღირს უფრო ელეგანტური პლატფორმის არჩევა. შესაძლოა ის არც ისე პოპულარულია, მაგრამ სხეულის პროპორციები დაბალანსებული იქნება.
***
სანდლები წინდებით
imageდიახ, მოსახერხებელია. დიახ, თბილი. მაგრამ საკითხის ესთეტიკური მხარე მაინც იწვევს ცხარე დისკუსიებს, თუმცა ტენდენცია უკვე წელიწადზე მეტია არსებობს.
***
მორგებული კაბები ელასტიურ ქსოვილებში
image

ვიწრო კაბები კარგია მხოლოდ პოდიუმზე და წითელ ხალიჩზე, მაგრამ არა ყოველდღიური სამოსისთვის. ერთი უხერხული მოძრაობა და მჭიდროდ მორგებული ქსოვილი ხაზს უსვამს ყველაზე შეუმჩნეველ ნაკლოვანებებსაც კი. ზოგჯერ არარსებულსაც კი "მოძებნის": განსაცვიფრებელი ჯენიფერ ლოპესი ამის ნათელი მაგალითია.

სხვათა შორის, იმისათვის, რომ არ მოხვდეთ ასეთ უხერხულ სიტუაციაში, შეგიძლიათ აიღოთ ჩვეულებრივზე ცოტა უფრო დიდი ზომის სამოსი.


პ.ს
და თქვენ მიჰყვებით მოდის ტენდენციებს? გიყიდიათ ოდესმე მოდური ნივთი, რომელიც შემდეგ დიდხანს აგროვებდა მტვერს კარადაში?













0
447
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0