კინო გარდაიცვალა "დიდებული ბიჭების" ვარსკვლავი 26 მაისი, 22:35 ![]() ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა დომინიკის რესპუბლიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება. ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი დომინიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა ფილმის "საშიში წყლების" გადასაღებად. ცნობილია, რომ ის ძილში გარდაიცვალა, თუმცა სხვა დეტალები მისი სიკვდილის შესახებ ჯერ არ სახელდება. აღსანიშნავია, რომ მარტინ სკორსეზეს ფილმის "დიდებული ბიჭების"(The Goodfellas) ვარსკვლავი ბოლო დროს ხშირად თამაშობდა ფილმებში . მისი ბოლო სურათებია " ნიუარკის მრავალი წმინდანი", "ქორწინების ისტორია" და "მკვეთრი მოძრაობების გარეშე". მას ასევ ეუნდა ეთამაშა ფილმში The Substance დემი მურისა და მარგარეტ კუელთან ერთად. ![]() ![]() ![]() 485 5-ს მოსწონს
|