x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: „ვოიაჯერის“ კოსმოსურ ხომალდებს შეუძლია კაცობრიობა უკვდავებამდე მიიყვანოს
image
ჩვენი ცივილიზაციის უკვდავების გასაღები ინახება იმ აპარატებში, რომლებიც უკვე გავიდნენ ვარსკვლავთშორის სივრცეში.




კოსმოსური ხომალდები ვოიაჯერ-1 და ვოიაჯერ-2 ამჟამად ადამიანის მიერ შექმნილი დედამიწისგან ყველაზე შორს მყოფი ობიექტებია. მეცნიერთა აზრით, ისინი სადღაც ვარსკვლავთშორის სივრცეში არიან ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 24 მილიარდი კილომეტრის დაშორებით. თითოეული ეს მოწყობილობა კოსმოსში ატარებს კაცობრიობის ცივილიზაციის ნაწილს - ოქროს ჩანაწერებს ადამიანებისა და დედამიწის შესახებ ინფორმაციით. ჯეიმს ედვარდ ჰაჩინგსონი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, აშშ, თავის სტატიაში The Conversation განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ამ კოსმოსურ ხომალდს ჩვენი ცივილიზაციის უკვდავყოფა.


"ოქროს საინფორმაციო ფირფიტები, რომლებიც დაფრინავენ კოსმოსში "ვოიაჯერების" ბორტზე, შეიცავს ძირითად მონაცემებს კაცობრიობის, ხმების, სურათების, მუსიკის შესახებ და იქ არის ჩაწერილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯიმი კარტერის 1977 წლის მისალმება არამიწიერი წარმომადგენლებისთვის, როდესაც ეს მოწყობილობები კოსმოსში გაიგზავნა" - ამბობს ჰაჩინგსონი.


ეს ოქროს ფირფიტები შექმნილია იმისთვის, რომ თავდაპირველი სახით გადარჩენილიყო კოსმოსში 1 მილიარდი წლის განმავლობაში. მაგრამ ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმოსში მოგზაურობის ყველა საფრთხის მიუხედავად, ეს ჩანაწერები შეიძლება არსებობდეს აპარატებთან ერთად 1 ტრილიონი წლის განმავლობაში.



image


"ვოიაჯერის კოსმოსური ხომალდის ეს წარმოუდგენელი დღეგრძელობა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას უკვდავების იდეების შესასწავლად. ზოგიერთი ადამიანისთვის უკვდავება არის სულის მარადიული არსებობა სიკვდილის შემდეგ. ეს ასევე, შეიძლება ნიშნავს ადამიანის ხსოვნისა და მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ყოველი ვოიაჯერი, რომელიც ატარებს კაცობრიობის ნაწილს, შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ცივილიზაციის მეხსიერების და უკვდავების შენარჩუნების ტექნიკურ საშუალებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩენს უცხო ცივილიზაცია.“- ამბობს ჰაჩინგსონი.


ბევრი რელიგია ამბობს, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ უკვდავი ხდება. მაგრამ უკვდავება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდით. ის ასევე შეიძლება იყოს კოლექტიური, ანუ, მთელი კაცობრიობისთვის. - მიაჩნია მეცნიერს.



image



ამავდროულად, უკვდავი სულის იდეა არ არის შესაფერისი არარელიგიური ადამიანებისთვის. ასეთი ადამიანებისთვის უკვდავება შეიძლება ნიშნავს, რომ მათი სხეული გაიყინება მომავალში შესაძლო აღდგომით, ან, რომ მათი ცნობიერება აიტვირთება კომპიუტერში, რაც ასევე, შესაძლებელი გახდება.




"ადამიანებს, სწამთ თუ არა ღმერთის, სურთ, რომ ის ახსოვდნენ, ანუ მათი ხსოვნა იყოს უკვდავი. ვინაიდან ვოიაჯერები იფრენენ 1 ტრილიონი წლის განმავლობაში, ისინი ისეთივე უკვდავები არიან, როგორც ეს შესაძლებელია ადამიანის არტეფაქტებისთვის." ამბობს ჰაჩინგსონი.





ჩვენი მზე, მეცნიერთა აზრით, 5 მილიარდ წელიწადში ჩაქრება, რაც ნიშნავს, რომ დედამიწაზე მთელი სიცოცხლე გაქრება. მაგრამ შორეულ მომავალში, ორი კოსმოსური ხომალდი კვლავ იფრენს კოსმოსში უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრის მოლოდინში, რომლისთვისაც ოქროს ფირფიტებზე შეტყობინებები არის ჩაწერილი. თუ, რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელებთან შეხვედრა ადრე არ მოხდება, მაშინ ეს ჩანაწერები დედამიწისა და კაცობრიობის ერთადერთ მოგონებად დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გარკვეულწილად უკვდავს გახდის ჩვენს ცივილიზაციას, ასკვნის მეცნიერი.




0
243
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0