x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"მშვიდად მძინავს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას ესენი იცავენ" - რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველა იმ ადამიანს ულოცავს, ვისაც მისივე თქმით, ამ დღის არსი რეალურად ესმის.


"მე მშვიდად მძინავს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას და ერის სიწმინდეს ესენი იცავენ.


გილოცავთ დღევანდელ დღეს, მხოლოდ მათ, ვისაც ესმის ამ დღის არსი."- წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერების - მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 საათზე თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. იყო ასევე საჰაერო ჩვენებაც სუ 25-ების, მი 24-ებისა და იროკეზების მონაწილეობით. თავისუფლების მოედანზე საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 104 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა.







0
694
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
694