სხვა მეცნიერებმა ტვინისთვის ყველაზე საშიში სპორტის სახეობა გამოავლინეს: ნახეთ, რითი არ უნდა დაკავდეთ? 2022, 26 მაისი, 18:54 ბავშვობიდან გვეუბნებიან რომ სპორტი - ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა ყველა სპორტის სახეობა როდი ეხმარება ადამიანს დიდი ხნით ფიზიკური და სულიერი მხნეობის შენარჩუნებაში. კარდიფის უნივერსიტეტის ბრიტანელმა მეცნიერებმა დიდი კვლევის "Caerphilly Heart Disease Study"-ის მონაცემები გაანალიზეს, რომელთა შედეგების მიხედვითაც აღმოჩნდა რომ სამოყვარულო კრივი ნერვულ სისტემას ძალიან დიდ რისკს უქმნის. პროფესიონალური კრივის ზიანზე კი უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მოკრივეები, რომლებსაც ეკრანზე ვხედავთ, ბრძოლისა და ვარჯიშის დროს ერთმანეთისთვის თავის არეში ტრავმის მიყენებით, ტვინს სერიოზულ ზიანს აყენებენ, ამიტომ 5 - 10 წლიანი პროფესიული კარიერაც კი, მათთვის საბოლოოდ, სავალალო შედეგით სრულდება, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკის ზრდაში გამოიხატება.მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასევე სამოყვარულო კრივიც ძალიან საშიშია. კარდიფის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილეობა 45-დან 59 წლამდე 2500-მდე მამაკაცმა მიიღო. ზოგიერთი მათგანი - კრივით მოყვარულის დონეზე რეგულარულად იყო დაკავებული. დაკვირვებები 35 წლის განმავლობაში ტარდებოდა და სუბიექტები ყოველ 5 წელიწადში სამედიცინო შემოწმებას გადიოდნენ.შედეგად: მოყვარულ - მოკრივეთა მესამედს ასაკთან ერთად კოგნიტური ფუნქციების - ყურადღების, მეხსიერების, მეტყველებისა და აღქმის დარღვევები შეექმნა, მაშინ როდესაც მათ, ვისაც რეგულარულად თავში არ ურტყამდნენ და ნოკაუტშიც არ აგდებდნენ მსგავსი პრობლემები იშვიათად აღენიშნათ, მათმა საერთო რაოდენობამ მხოლოდ 20%-ი შეადგინა. ასევე, მოყვარულ - მოკრივეებს სენილური დემენციაც ბევრად უფრო სწრაფად განუვითარდათ და ჭკუასუსტობის ნიშნები საშუალოდ 5 წლით ადრე გამოუვლინდათ.
|