x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჰიროსიმას დაბომბვის შესახებ

image
ჰიროსიმას ატომური დაბომბვა ისტორიაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, უმეტესობამ თითქმის არაფერი იცის ამ მოვლენისა და ქალაქის შესახებ. მაშ, რის შესახებ არ მოუყოლიათ ჩვენთვის მასწავლებლებს? წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ქალაქისა და მოვლენის შესახებ.

1. ჰიროსიმა და ნაგასაკი გახლდათ იაპონიის ერთადერთი ქალაქები 1945 წელს, სადაც კათოლიკური ეპარქია არსებობდა.
image
2. ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ატომურმა ბომბმა გამოიყენა თავისი მასალის მხოლოდ 1, 7% და ითვლება უკიდურესად არაეფექტურად.
image
3. როდესაც ბომბი დაეცა ჰიროსიმას იქ დაახლოებით ოცი ან მეტი ამერიკელი ტყვე მფრინავი იყო. შტაბის სერჟანტი რალფ ჯ. ნილი და კიდევ ერთი მფრინავი, ნორმან ბრისეტი, გადაურჩნენ აფეთქებას წყალში გადახტომით, მაგრამ ცამეტი დღის შემდეგ გარდაიცვალენენ რადიაციული ავადმყოფობით.

image4. ჰიროსიმას განადგურება გამოიწვია მხოლოდ ნახევარი გრამი მატერიის ენერგიად გარდაქმნამ: პეპლის წონა.
image5. ქალაქი ჰიროსიმა გასცემს ატომურ დაბომბვას გადარჩენილი ხეების თესლს და ნერგებს, როგორც მშვიდობისა და გამძლეობის სიმბოლოს.
image6. ამერიკელთა უმეტესობამ ატომური ბომბის არსებობის შესახებ ჰიროსიმას დაბომბვიდან თექვსმეტი საათის შემდეგ შეიტყო.
image
7. ჰონოლულუ ჰიროსიმას ძმობილი ქალაქია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ იაპონელი ემიგრანტების პირველი ტალღა ჩავიდა ჰავაიში ჰიროსიმადან მე-XIX საუკუნის ბოლოს შაქრის ინდუსტრიაში სამუშაოდ.
image
8. აშშ-ს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვისთვის ესაჭიროებოდა ბრიტანეთის თანხმობა, , როგორც ეს გათვალისწინებული იყო 1943 წლის კვებეკის. შეთანხმებით.
image
9. 1945 წლის სექტემბერში ავსტრალიელმა ჟურნალისტმა ვილფრედ ბურშეტმა დაარღვია აშშ-ს შეზღუდვები და მატარებლით შეიპარა ჰიროსიმაში. ბურშეტმა პირველმა უამბო მსოფლიოს რადიაციის გავლენის შესახებ დაბომბვის მსხვერპლებზე, რასაც აშშ უარყოფდა როგორც მისი მონათხრობის გამოქვეყნებამდე, ასევე მის შემდეგ.

image
10. დაბომბვის სამიზნეების სიაში პირველი იყო კიოტო და არა ნაგასაკი ან ჰიროსიმა. ომის მინისტრმა ჰენრი სტიმსონმა ბრძანა უძველესი ქალაქი, ათასობით სასახლით, ტაძრით და სალოცავით სიიდან ამოეღოთ.

image
11. იაპონიის სარდლობამ ვერ გააცნობიერა, რომ ჰიროსიმა მთლიანად განადგურდა. იღებდნენ გაურკვეველ ცნობებს, რაღაც დიდი აფეთხების შესახებ. მაგრამ იაპონიის უმაღლესი სარდლობა თვლიდა, რომ ქალაქზე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმა არ მომხდარა.
image
12. მეორე მსოფლიო ომის დროს დოქტორი სიუზი ხატავდა ანტიიაპონურ კარიკატურებს. როდესაც ის ჰიროსიმაში გადარჩენილებს შეხვდა, მიხვდა რომ "ადამიანი მაინც ადამიანია რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს ის" მოგვიანებით მან დაწერა წიგნი Horton Hears Who! და როგორც მობოდიშება, მიუძღვნა მეგობარს იაპონიიდან.image







0
480
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0