x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით (ბურთით) კლავს ბოროტ მტერს" - რომან გოცირიძე
image
ეკონომისტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ფეხბურთი ფედერაციის მიერ დამტკიცებულ ახალ ლოგოს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს წერს:


"საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს.


წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით (ბურთით) კლავს ბოროტ მტერს (მოწინააღმდეგე გუნდს). ამ მაისურმორგებული ფეხბურთელი, სულაც რომ არ იყოს ნავარჯიშები, მოწინააღმდეგეს მაინც სძლევს.


ცხვრებს რომ კლავდნენ ეკლესიაში თამაშის წინ, ეს დრო გვახსოვს. მაშინ არ ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა. იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს.



ისე, ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ანაც სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით.


შტატიანი მღვდელიც რომ აიყვანოს ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება ურიგო. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარი ერიცხებათ ბიუჯეტიდან და ერთი მღვდლის შენახვა რა გახდა.


ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ. ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე.


ჰო, სტადიონის წინ, ისევე როგორც პარლამენტთან, ჯვრის დამონტაჟება არ დაავიწყდეთ.


საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ მოახლოებულ თამაშებში ლოგოთი თუ ლოგოს გარეშე. ატრიბუტიკაში ისინი არ ერევიან. ეს საფეხბურთო ჩინოვნიკების საქმეა."

image
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო 'შერატონში' ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი ბრენდის პრეზენტაცია გამართა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა-ახალი ლოგო და ახალი ფორმა შეიქმნა.
5
225
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
რაც არ უნდა იძახო,რომ ღმერთის გწამს,ეგ არაფერს შეცვლის და თუ გულში არ გწამს. დროშაზე ჯვარის დახატება,ლოგოზე წმინდა გიორგის მორწმუნედ არ გაქცევთ და საქართველოს დაღუპავს. მეტი დაღუპვა რაღა გინდა,რუსის აგენტი გვყავს ყველაზე პოპულარული და დაფასებული. თუ წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია და გველეშაპს გვაშორებს,მაშინ მაგ ლოგოზე ილიკო ივერიონი მიახატეთ,მაგაზე დიდი გველეშაპი საქართველოს არ ყავს.
გიორგი I რო ბასილი კეისარს ებრძოდა სამღვდეოლოება ბიზანტიელების კმაყოფაზე იჯდა და უპირისპირდებოდნენ მეფეს,გიორგი ბრწყინვალის ბაბუის დავით ულუს გახდომა არ სურდათ წვერიანებს მეფედ,უამრავი ფაქტი არის კიდევ,როცა ეკლესიის მიყოლა ცუდ სამსახურს გაუწევდა ქვეყანას,მაგრამ ქვეყნის მოყვარულმა ხალხმა ეს არ დაუშვა,ეხლა ქვეყნის მოყვარულიც არავინ დარჩა საქართველოში.ეს გოცირიძე ხო აკრიტიკებს ფედერაციას,მაგრამ 5 ჯვრიანი დროშისთვის ტაში აქვს დაკრული. აღმაშენებელს ხშირად ახსენებენ ომის კონტექსტში და უღირს მღვდლებს თავები დააყრევინა ამ კაცმა,დამანახეთ ჯერ უღირსი მღვდლები მტკვარში ჩაკიდებული და მერე რუსსაც ვერბძოლოთ,თურქსაც და ლეკებსაც.
დღეს არის დამოუკიდებლობის დღე და ისევ უცნაურობებზე გვიწევს საუბარი. 1918 წლის რესპუბლიკაში ხაზგასმით იყო ჩაწერილი სეკულარიზმზე და ამ ყველაფრით ვუპირისპირდებით მათ. ხოდა თუ ეს ასეა,მაშინ რას და რატომ ავღნიშნავთ? არც 5 ჯვრიანი დროშა მომწონს,რადგან არ გამოხატავს ერთიანობას და ეს ყველამ კარგად იცის. საქართველო არის მრავალეთნიკური ქვეყანა,ხოლო საერთო ქვეყანაში ცხოვრებას სხვა რამე სჭირდება,არცერთი არ უნდა იყოს დომინანტური. როცა პრივილეგიებს ანიჭებ ერთ რელიგიურ ჯგუფს,ყველაზე დიდს,მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. შენ პოზიციონირებ ძალა ერთობაშია ლოზუნგით,ხოლო უმცირესობებს აძალებ ჯვარს სცენ პატივი და მიიღონ თავისად,რაც ერთობას არღვევს. შემახსენეთ,ერთობა გვაქვს თუ არა? რა პირველ რესპუბლიკაში ნაკლებად მორწმუნე ხალხი იყო თუ ილიას ჩამოუვარდებოდა ამბროსი ხელაია? რატომ არ იქნა სწორად მიჩნეული ამგვარი რამე,იმიტომ ხომ არა რო სეკულარიზმი ეწერათ და აწვებოდნენ?ერთიანი სახელწმწიფოს შექმნა როგორ წარმოგიდგენიათ ერთის დომინანტობით მეორეზე? ესე ვერ შექმნი და არც იქნება ეგრე,ეგრე გაგრძელეთ ფანატიზმი და ერთი საუკუნის თავს საქართველოს ხსენებაც არ იქნება. და მაინც,გააზრების პრობლემა არის და ერმა ისიც არ იცის,რა ეწერა იქ და რას აშავებს მსგავსი რაღაცეები.
მავანი იტყვის,რომ ლომი არის გამოსახული ინგლისის ლოგოზე ან არწივი ავსტრიის,მაგრამ სისულელეა ეგ ამბავი. ლომი და არწივის არ არის რელიგიური გამოხატულების და ის ისევე შეიძლება მოსწონდეს მუსლიმს,როგორც მართმადიდებელ ადამიანს. ვარდები ინგლისის სიმბოლოა,ომიც კი აქვთ ინგლისელებს ვარდების თემატიკაში,სამი ლომით პოზიციონირებენ და წმინდა გიორგი საერთოდ სხვა რამეა. წმინდა გიორგი არის საქართველოს მფარველი წმინდანი და ბევრი ლეგენდა არსებობს,თურმე წმინდა გიორგი მიუძღვოდა ქართველებს საბრძოლველად,მაგრამ ეგ სხვა რამეა და ფეხბურთი სხვა რამე. არც ქართველი ფეხბურთელები არიან წმინდა გიორგები და არც ჩრდ. მაკედონია გველეშაპი,შუბი კი ბურთი არ არის. არ ვიცი,ვის მოუვიდა მსგავსი რამის მოფიქრება და მერე ამის განხორცოელება,მაგრამ ფანატიზმის სუნი ასდის ამ ყველაფერს. მერედა ფორმის ფერები ცალკე სასაუბროა,თეთრი,წითელი და შავი. თეთრი გიორგი გამიგია,მეწამულიც,მარა შავი გიორგი გაგიგიათ? რატომ დასჭირდათ,შავი ფორმის მოფიქრება,შავი გაგების პონტში? მერედა,როცა ვნახე ფორმა პორტუგალია მეგონა,მწვანე ზოლი აკლდა,თორე იმენნა პორტუგალიის ფომრაა,წითელი ალბანეთს მოგვაგონებს და შავი ქურდულ გაგებას :) ვიღაცეები ამბობენ,რომ არაფერი არ მოგვწონს,მაგრამ სისულელეა ეგ ამბავი,გააკეთე წესიერად რაღაც და მოგვეწონება. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას რო ეწევი,ეს რატომ უნდა მომეწონოს ან ფორმა სხვა ნაკრების ასოციაციას რო იწვევს? საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო და ქვეყნის პოზიციონირება ამგვარად,არის ხაზის გასმა სარწმუნოებაზე. მე რო მუსლიმი ვიყო,არ ვითამაშებდი ამ ნაკრებში,რადგან დისკრიმინაციას ხელს არ შევუწყობდი და არ წავახალისებდი. ფანატიზმით შეპყრობილი ერი ამას ტაშს დაუკრავს,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო სწორია. მთავარი სიმბოლიკა კი არა,რწმენაა მთავარი,ეგ კი ადამიანშია და არა ეკლესიაში. ამბობენ,რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ყველაფერს ხედავს,ხოდა თუ ადამიანი მართლა ინანიებს შეცდომას,რა უნდა მამაოსთან,ხოლო თუ არ ინანებს რეალურად,მაშინ მღვდელი რას უშველის? ასევეა,წმინდა გიორგის თუ გწამს,მაშინ მაისურზე დატანა არ არის საჭირო და რეალურად იბრძოლებ შენი ქვეყნის სახელისთვის. თუ ქათამი ხარ(საფრანგეთი და ტოტენჰემი) არწივი ხომ ვერ გახდები გ
პირველ რიგში,გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ძნელია არ დაეთანხმო გოცირიძეს,აქ მართალია კაცი და რა გინდა რო ჰქნა?! საქართველოში ცხოვრობს სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი,რომლებიც საქართველოს მოქალაქენი არიან და მათაც აქვთ უფლება ითამაშონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. რელიგიური სიმბოლიკის გამოსახვა ნაკრების მაისურზე არის ცუდი გადაწყვეტილება და ხელს უშლის სეკულარიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. რწმენა ადამიანის პირადი გამოხატულება არის და ამაში ხელს არავინ უშლიდეს. როცა წმინდა გიორგის აქცევ საფეხბურთო სიმბოლოდ ეს ხელს შეუშლის სხვა მრწამსის ადამიანებს დამკვიდრდნენ ნაკრებში. ხშირად გინახავთ ალბათ,რომ ფეხბურთელი ლოგოს ხელს ურტყავს ან კოცნის,როგორ წარმოგიდგენიათ მუსლიმმა ქართველმა წმინდა გიორგის სიმბოლიკას აკოცოს?
0 1 5