x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ამ კვირას ძალიან მაგარი სიურპრიზი გელით ქალბატონო"-რატომ დაუპირისპირდა ირაკლი ჩიხლაძე ეკა კვესიტაძეს
image"იმედის" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე "მთავარი არხის" წამყვანს უპირისპირდება, რომელიც რამდენჯერმე კოლეგების მისამართით საკმაოდ უხეში გამონათქვემებით გამოირჩევა.


ირაკლი ჩიხლაძე ვიდეოს აზიარებს, სადაც ეკა კვესიტაძე "იმედის" წამყვანებზე საუბრობს და მათ რუსულ პროპაგანდის ნაწილს უწოდებს, მათ შორის ახსენებს ირაკლი ჩიხლაძეს და მაგდა ანიკაშვილს.


"ვიდრე "იმედის" ყველა თანაშრომლის ბიოგრაფიას არ დაიზეპირებს, ვიდრე "იმედის" მიმართ მოკრძალებას არ ისწავლის და ყველა თანაშრომლის სახელს და გვარას არ დაიმახსოვრებს, ვპირდები, რომ ძალიან საინტერესო სიუჟეტებს მივუძღვნი ე.წ ჟურნალისტს 20 წელი რომ ჟურნალისტიკაშია და 2 ღირსეული ეთერი ვერ მოუმზადებია... ამ კვირას ძალიან მაგარი სიურპრიზი გელით ქალბატონო Irada Zeynalova"-წერს ირაკლი ჩიხლაძე.



შეგახსენებთ, მანამადე ეკა კვესიტაძე, ლაშა ბუღაძე, ნინო ჯანგურაშვილი და ნინია კაკაბაძე ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ "იმედის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში შეუვარდნენ და პირდაპირი ჩართვა შეაწყვეტინეს.


„იმედის კვირის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში მაშინაც გამოეხმაურა ეკა კვესიტაძის შეჭრას "იმედის" ეთერში, რა დროსაც მაშინ ეკამ თქვა: „თქვენ ერთად დამთავრდებით, პუტინთან ერთადო…"

ჩიხლაძემ ირონიულად უპასუხა:

"ხალხო საფრთხეში ვართ – ეკამ დაგასრულებთო…"

image

0
1299
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0