x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
"მერსედეს-ბენცის" ახალ, ელექტრო მოდელს ტანკივით ადგილზე შემოტრიალება შეუძლია(ვიდეო)

image

გერმანული კომპანია Mercedes-Benz მუშაობს საკულტო G-Class-ის ყველგანმავალის ელექტრო ვერსიაზე.


სიახლეს ექნება არაერთი საინტერესო მახასიათებელი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ ავტომობილს ადგილზე მობრუნების უნარი გააჩნია.

სანახაობრივი ვიდეო გამოაქვეყნეს ბრენდის დილერებმა ნიდერლანდებში საკუთარ ASV Mercedes-Benz არხზე.


ელექტრო G-Class-ის პროტოტიპმა შეასრულა უკუმობრუნება ქვიშაზე მარჯვენა და მარცხენა ბორბლების საპირისპირო მიმართულებით ერთდროულად ტრიალით. ისე როგორც ეს შუძლიათ ტანკებს და სხვა მუხლუხა სატრანსპორტო საშუალებებს, როგორც წესი, მარჯვენა და მარცხენა მუხლუხას გააჩნიათ დამოუკიდებელი მართვითი კონტროლი.


ელექტრული ოჯახის ახალი წარმომადგენელი - EQG SUV - შეინარჩუნებს შიდა წვის ძრავიანი თანამოძმის ყველა დიზაინერულ მახასიათებელს, მათ შორის კიბის ტიპის ძარასაც. ამავდროულად, იგი აღჭურვილი იქნება 4 კომპაქტური ელექტროძრავით, რომელთაგან თითოეული პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული ბორბლის მართვაზე. სწორედ ამის წყალობით მოხერხდა ადგილზე დაბრზიალების ტრიუკი.


აღსანიშნავია, რომ EQG არ არის პირველი მანქანა, რომელსაც აქვს მსგავსი ფუნქცია. მანამდე ის წარმოადგინა ამერიკულმა Rivian R1T-მა ელექტრო პიკაპის პროტოტიპზე. თუმცა, მოდელის სერიული წარმოება ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.


Mercedes-Benz-მა EQG-ის გამოშვება გასულ წელს მიუნხენის ავტო შოუზე დააანონსა, სადაც მოდელის კონცეპტუალური ვერსია იყო წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ სიახლე შეინარჩუნებს გამორჩეულ G- კლასის დიზაინს, რომელსაც დაემატება EQ დიზაინის ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა რადიატორის ცხაური LED განათებით და კომბინირებული, ორ ფერში შეღებილი ვარიანტით.


სერიული ელექტრო ყველგანმავალი ავტომობილის დებიუტი ბაზარზე მომავალი წლის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.


სხვა ავტოსიახლეები იხილეთ <<<ამ ბმულზე



0
173
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0