x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"რუსეთთან იქნება მოლაპარაკებები, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან" -ზელენსკი

image




პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, ერთადერთი საკითხია ის, თუ რუსეთის რომელ პრეზიდენტთან.


ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში უკრაინული საუზმის დროს განაცხადა, იუწყება European Pravda.



„სამხედრო ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია, ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია სურვილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.



მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს თუ რა ხდება ახლა.


„ის ცხოვრობს საკუთარ საინფორმაციო სამყაროში და არ ესმის, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე“, - თქვა ზელენსკიმ.


მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება როცა ის მზად იქნება რეალობაში გადავიდეს და გააცნობიეროს, რომ ბევრი ადამიანი კვდება...



"მაშინ შეგიძლიათ სცადოთ, თუ გვიანი არ არის, დიპლომატიურ გზას გაჰყვეთ, ამით“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.


ამასთან, მან აღიარა, რომ ომის შემდგომი სისხლიანი განვითარებით უკრაინული საზოგადოების მოლაპარაკების სურვილი „ყოველდღე იკარგება“.

1
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
44
  
2022, 25 მაისი, 17:05
ეს იდიოტი ვერ აცნობიერებს რა ხდება, ამას მალე უკრაინაში თავისიანები გაგლიჯავენ, იმიტომ რომ დასავლეთის ჭკუაზე იხტუნავა და უკრაინა დაღუპა. ძალიან ცუდ დღეშია დღეს უკრაინის არმია, რუსეთი მთელი ფრონტით უტევს და წინ მიდის. დასავლური იარაღიც ვერაფერს შველის,
https://www.youtube.com/watch?v=fpYcrBl2JCY
0 1 1