x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508565
"ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით არის უკიდურესი სიმდაბლე" - ნანა გეგეჭკორი
image

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ტეხასის სკოლაში მომხდარ საშინელ ტრაგედიას ეხმაურება და ბავშვებს რჩევას აძლევს:


"ბავშვებო, ერთმანეთის დაცინვა, რა გინდა რა მიზეზით, ერთმანეთზე ძალადობა ნებისმიერი მოტივით, საკუთარი თავის სხვაზე აღმატებულად წარმოდგენა სოციალური, ეკონომიური ან გარეგნული პრივილეგიით არის უკიდურესი სიმდაბლე. როცა სხვას დასცინით სინამდვილეში თვითონ ხართ სულელის როლში. სხვაზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ბულინგით საკუთარ თავზე ყვებით უსაზიზღრეს ისტორიას.


რა შორსაც არ უნდა გაიჭრათ წინ, კარიერულ-ფინანსურად, თუ სულიერ არსებებზე ძალადობთ, არარაობები ხართ. ასეთი არარაობები ვერასდროს ვერაფერს ქმნიან ღირებულს. ნურასდროს იძალადებთ სულიერ არსებებზე. როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ, წარმოსახვაში როლები გაუცვალეთ და წარმოიდგინეთ რას იგრძნობდით მათ ადგილას.



ადამიანები ველურ მტაცებლებად არ იბადებიან. ისინი ერთმანეთს ქმნიან ასეთებად. უკვე ვრცელდება პირველი ცნობები იმის თაობაზე, რომ ტეხასში მომხდარი ტრაგედიის შემოქმედი თვითონ არა ერთხელ გამხდარა თანაკლასელებისგან ჩაგვრის ობიექტი. თქვენ ბადებთ ერთმანეთში ველურ მტაცებლებს. ბოლო ბოლო თქვენ თვითონვე შეიძლება აღმოჩნდეთ სასიკვდილო საფრთხის წინაშე. ბავშვებო, ნუ გაიხდით ძალადობას ცხოვრებისეულ რუტინად!"-წერს ნანა გეგეჭკორი.


შეგახსენებთ, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდში 18 წლის სალვადორ რამოსი სკოლაში შეიჭრა და იქ სისიხლიანი სასაკლაო მოაწყო.ბოლო მონაცემებით მოკლულია 21 ადამიანი, აქედან 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი.თავად სალვადორ რამოსი 18 წლის ეჭვმიტანილი უვალდის საშუალო სკოლაში სწავლობდა.

image
ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლაში წასვლამდე ბებიას ესროლა.
ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სერჟანტმა თქვა, რომ ბებია საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სკოლაში შესვლამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პოლიციამ ის დააკავა, თუმცა სალვადორ რამოსმა გაქცევა შეძლო, სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

სამართალდამცავებმა სალვადორ რამოსი ადგილზე მოკლეს.

image
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტეხასის შტატში, სკოლაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უბრალოდ არასწორია, როცა 18 წლის ბავშვს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა შეუძლია.




"როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა - მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტეხასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა. დროა ვიმოქმედოთ და არავინ მითხრას, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია, " - განაცხადა ბაიდენმა.

1
243
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
2022, 26 მაისი, 5:44
ქართული ანდაზა: დაცინვას კაცი არ მოუკლავს

ამერიკული ანდაზა: დაცინვა ხოცავს
0 1 1