x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"მოდური ყოფილა, როდესაც პანიკური შეტევის გამო გაბულინგებენ" - რას წერს მარიამ გეგუჩაძე?

image

მარიამ გეგუჩაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ცნობილი ფსიქოლოგის განცხადებას ეხმაურება.


"მოდური ყოფილა, პირდაპირ ეთერში პანიკური შეტევის გამო რომ რეალობის შეგრძნებას კარგავ და შემდეგ გაბულინგებენ ამის გამო. და კიდევ უფრო მოდური ყოფილა ცხოვრებას რომ ვერ აპაუზებ და გამოგონილი ენერგიით აღებულ პასუხისმგებლობებს რომ ასრულებ. სამსახურში რომ უნდა იარო, ადამიანებთან იკონტაქტო მაშინ როდესაც მხოლოდ მარტო ყოფნა გინდა", - წერს მარიამ გეგუჩაძე.

image

როგორც ზურა მხეიძემ განაცხადა, ადამიანები ამაყობენ და კეკლუცობენ იმით, რომ ავად არიან.


"რაც უფრო ცუდად ხარ და ავად ხარ, უფრო მაგარი ხარ. ანუ მე და შენ შევხვდით და მე გეუბნები, რა მაწუხებს. თუ მე მეტი ვთქვი, უფრო კმაყოფილი ვარ. მარტო საქართველოშია ასე. ნახევარი საქართველო ჩემთან მოდის და სჭირს პანიკური შეტევები ან ბიპოლარული აშლილობა. ეს არის ბოლო ერთი წლის მოდა. ვინ დასვა ამდენი დიაგნოზი, რატომ აქვს მთელ საქართველოს ბიპოლარული აშლილობა და პანიკური შეტევები? ამაყობს და კეკლუცობს, რომ ავადაა. ყურადღების მიქცევის ხერხია. ჩვენ გვაქვს ელიტური და არაელიტური ვაქცინები. მითხარით, აბა, რომელია. „ფაიზერი“, ხომ? ხომ მიხვდით, რა კითხვა დაგისვით. თუ პანიკური შეტევა მაქვს, ბიპოლარული აშლილობა და „ფაიზერით“ ვარ აცრილი, წარმოგიდგენიათ, რა მაგარი ტიპი ვარ?“- ამბობს ზურა მხეიძე.

0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0