x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უკრაინელები და რუსები: რა განსხვავებაა ამ ხალხებს შორის?

imageრუსეთის იმპერიული ცნობიერება ეყრდნობა "მოსკოვისტების" ტრადიციულ მტკიცებას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომელთა ბედი არის ცხოვრება ერთ სახელმწიფოში, რომლის დედაქალაქი მოსკოვი იქნება. არაფერი აღიზიანებს რუსებს ისე, როგორც აშკარა განსხვავებები უკრაინელებთან ენით, კულტურით, ისტორიული გამოცდილებით და მენტალიტეტით. თუ რუსები აღიარებენ ამ განსხვავებებს, მხოლოდ, როგორც ორი სხადახვა ქალაქის დონეზე, ვთქვათ, ვლადიმირისა და რიაზანის რეგიონებს შორის განსხვავება, მაგრამ არა ორი განსხვავებული ხალხის ურთიერთობის დონეზე. რუსების უმეტესობა უკრაინულ ენას და თავად უკრაინულობას აღიქვამს, როგორც სამწუხარო ისტორიულ გაუგებრობას, ისტორიულ დისლოკაციას, რომელიც წარმოიშვა ლიტვისა და პოლონეთის მავნე გავლენის გამო. და ამავდროულად, რუსები საკუთარ თავს არ ეკითხებიან: იქნებ ისინი თავად არიან დისლოცირებულნი? მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი...

სინამდვილეში, განსხვავება ორ ხალხს შორის ადამიანის არსებობის ღრმა საფუძვლებამდე აღწევს. და ეს განსხვავება, უპირველეს ყოვლისა, ყალიბდება ცხოვრების პირობების სხვაობით, რამაც ჩამოაყალიბა ორი აბსოლუტურად საპირისპირო მენტალიტეტი: უკრაინული მენტალიტეტი და „რუსული სამყაროს“ მენტალიტეტი.

როგორია უკრაინელების მენტალიტეტი?

უკრაინის მოსახლეობის ბედისწერაა იცხოვროს ნაყოფიერ შავმიწა ნიადაგზე ზომიერი კონტინენტური კლიმატით. ამან ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ძლიერი სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაცია წარმოიშვა უკრაინის მიწებზე - ტრიპილიის კულტურა. მიწის დამუშავების ტექნოლოგიების - სახნავი მეურნეობის განვითარებით, ნაყოფიერმა ჩერნოზემებმა შესაძლებელი გახადეს მაღალი მოსავლიანობის მიღება, როდესაც მიწას ამუშავებდა ადამიანთა მცირე ჯგუფი. სოფლის მეურნეობის მაღალი პროდუქტიულობა საშუალებას აძლევდა თითქმის ყველა გლეხის ოჯახს, რომელსაც ჰქონდა საკმარისი მიწა, ეგრძნო თავი ნამდვილ ბატონად თავის კარ-მიდამოში. ამის წყალობით, დროთა განმავლობაში უკრაინაში სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფერმები - ინდივიდუალური მეურნეობები. ფერმის მეპატრონე ძირითადად ოჯახის შესაძლებლობებსა და საკუთარ ძალებს ეყრდნობოდა. ამის შედეგი იყო პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე, რამაც განაპირობა პიროვნული ცნობიერების განვითარება და, შედეგად, ინდივიდუალიზმი. უკრაინის მთიან მხარეში - კარპატები, ბუნებრივი პირობების გამო, განვითარებული მესაქონლეობა ჭარბობდა მიწათმოქმედებას. კარპატების მკვიდრები ასევე უნდა დაყრდნობოდნენ საკუთარ ძალებს, რაც ხელს უწყობდა პასუხისმგებლობის, ფსიქოლოგიური სიმწიფისა და თვითშეგნების განვითარებას.

ინდივიდუალიზმი არის პირადი ღირებულებებისა და ინტერესების პრიორიტეტი და არა კოლექტიურობა. ასეთმა მსოფლმხედველობამ, ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე, შეიძლება შეასრულოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი როლი ინდივიდისა და საზოგადოების ცხოვრებაში. მსოფლმხედველობრივი განსხვავებები ხშირად აფერხებს ძალისხმევის კონსოლიდაციას და აღრმავებს წინააღმდეგობებს. სწორედ ასეთი უთანხმოების გამო დასრულდა სხვადასხვა დროის უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობები მარცხით. ამის უამრავი მაგალითია უკრაინის ისტორიაში. ეს არის ბრძოლა ვიგოვსკისა და პუშკარის, დოროშენკოსა და ბრაუხოვეცკის, ოსკილკოსა და პეტლიურას, ბანდერასა და მელნიკს, კოსტენკოსა და ჩერნოვოლს შორის... და ა.შ. ამასთან, განვითარებულმა ცნობიერებამ გამოიწვია არა მხოლოდ დაპირისპირება, არამედ გაერთიანება ძალაუფლების ჩვეულებრივი ვერტიკალის უფრო მაღალ დონეზე. თავისუფალ, დამოუკიდებელ ადამიანთა გაერთიანება თანამიმდევრობის პრინციპით - პიროვნულისა და საერთოს გაერთიანება ურთიერთ განვითარების, სიკეთისა და სულიერი გამდიდრების მიზნით ხდებოდა. ისტორიაში უკრაინელების ასეთი გაერთიანებები ცნობილია როგორც საძმოები: კაზაკური და რელიგიური გაერთიანებანი. ეს პრინციპი მოითხოვს ცნობიერების განვითარების მაღალ დონეს, ამიტომ ის არასოდეს და არსად შეიძლება იყოს მასობრივი ფენომენი. სწორედ ამის წყალობით შექმნეს უკრაინელებმა ისეთი ფენომენი, რომელიც ძნელად მოიძებნება სხვა ქვეყნების სამხედრო ისტორიაში. (ასეთი სახელმწოფოები მართლაც ცოტაა). საკუთარი სახელმწიფოს არარსებობის პირობებში, ყველა მხრიდან მძლავრი იმპერიებით გარშემორტყმულმა უკრაინელებმა შექმნეს ჯარები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ესენი არიან ლეგენდარული ოპრიშკები, რომლებიც აწარმოებენ შეიარაღებულ ბრძოლას 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, და კაზაკები, რომელთა სამხედრო ისტორია ორ საუკუნეზე დიდია, ჰაიდამაკები, რომლებიც მოქმედებენ ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გმირული მეამბოხეები. UNR, UPA-ს ჯარისკაცები, 2014 წლის მოხალისეთა ბატალიონები. თვითორგანიზებული უკრაინელები ყოველთვის ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდნენ დავდამსხმელებსა და ოკუპანტებს.

და რისგან შედგება მოსკოვის დიდად ნაქები "სულიერება", "რუსული სამყაროს სულიერება", რომელთანაც ნათესაობა საუკუნეების განმავლობაში იყო თავსმოხვეული უკრაინელებისთვის?

სულ სხვანაირად მოხდა მოსკოველთა ჩამოყალიბება. „ბალახიანი“ მოსკოვის ნიადაგები არაჩერნოზემურია, მათგან მიღებული მოსავლიანობა მცირეა, (ეს მაშინ, როცა ტყეში მინდორების გადაწვა ხდებოდა კულტივირებული მცენარეების დარგვისთვის), ეს კი მოითხოვდა მნიშვნელოვან კოლექტიურ ძალისხმევას და იყო არაპროდუქტიული. ამ ტიპის საქმიანობა გლეხებს აიძულებდა ეცხოვრათ დიდ პატრიარქალურ ოჯახებში, რომლებსაც მართავდნენ "ბოლშაკები" - ოჯახის მამა და ბელადი. მე -XVIII და მე -XIX საუკუნეებში "ბოლშაკების" ძალაუფლებამ წარმოშვა წმინდა მოსკოვური ფენომენი - "Снохачество" (სნოხაჩესტვო), რომელიც, თავისი ურთიერთობის ტიპით, ძალიან მოგვაგონებდა ფროიდის მიერ აღწერილ თავდაპირველ ურდოს. ამ ტრადიციის თანახმად მამათილი აიძულებდა რძალს მასთან თანაცხოვრებას, რაც ძალიან გავრცელებული იყო მოსკოვში.

სასოფლო-სამეურნეო შრომის პირობები მოითხოვდა სოციალური ძალისხმევის მნიშვნელოვან კოორდინაციას და, შესაბამისად, მოსკოველთა გაერთიანებას კიდევ უფრო დიდ ჯგუფებად, ვიდრე პატრიარქალური ოჯახები იყო. მოსკოვის გლეხობა თვითორგანიზაციისთვის გაერთიანდა "საზოგადოებებში", მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. ოჯახის მოდელი, რომელსაც მართავდა "ბოლშაკი", გავრცელდა სოციალური ორგანიზაციის უმაღლეს დონეზე. მემამულე უპირობოდ მეფობდა სოფლებსა და სასოფლო თემებზე. მისი როლი საზოგადოებისთვის დიდწილად დაემთხვა ბოლშაკის როლს. ბატონყმობა ძალიან მოსწონდა "იდუმალ რუსულ სულს". მოსკოვის მთავარი "ბოლშაკი" იყო მამა და მარჩენალი მეფე. თვით სახელი "მამა მეფე" მოწმობს მოსკოვის ოჯახის მოდელის გადაცემას მთელ სოციალურ სისტემაზე და ძალაუფლების ვერტიკალზე. ცარიზმის დამხობისთანავე მოსკოვში სწრაფად გაჩნდა „ყველა ხალხის მამის, ამხანაგ სტალინის დიდი ლიდერისა და მასწავლებლის“ კულტი.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გუსტავ ლე ბონი და ზიგმუნდ ფროიდი თავიანთ ნაშრომებში აშუქებდნენ იმ პრინციპებს, რომლითაც მოქმედებს ადამიანთა დიდი ჯგუფების ფსიქოლოგია.

ამ კვლევების მიხედვით, დაბალი ინტელექტუალური და ძლიერი ნებისყოფის დონე გაერთიანებულია მასობრივ კოლექტივისტურ ცნობიერებაში. დიდ ჯგუფებში, განსაკუთრებით ხალხში, ქვეცნობიერი ინსტინქტები დომინირებს. ხდება ცნობიერების შევიწროება, ინტელექტის დაქვეითება, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, კრიტიკულობა ეცემა, პიროვნება, როგორც ასეთი, ფაქტობრივად ქრება. ამ პირობებში ფსიქიკა რჩება ინფანტილური, საზოგადოებაში სუფევს პატრიალქარული განწყობილება - რწმენა იმისა, რომ „მამა მეფე“ ან „ერთა მამა“ საზოგადოებაში წესრიგს აღადგენს.

მოსკოვის დაბალმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობამ, კლიმატური პირობების გამო მოსავლის ხშირმა განადგურებამ, აიძულა მოსკოველები ეძიათ სხვა გზები საზოგადოების გადარჩენისთვის. ძლიერი ძალაუფლების ვერტიკალი დომინანტური კოლექტიური ცნობიერების მქონე ადამიანებს შორის ქმნიდა კარგ პირობებს აგრესიისთვის, მეზობლებზე თავდასხმისთვის და ყველა სახის გარეგანი ექსპანსიისთვის. რატომ უნდა იმუშაო უნაყოფო მიწაზე, როცა შეგიძლია აიღო მოსავალი მეზობლისგან, ან თავს დაესხა რიცხობრივად პატარა ხალხებს და აიძულო გადაიხადონ იასაკი?

ავტორიტარული ლიდერის მიერ კონტროლირებადი ინფანტილური ინდივიდების ჯგუფების კარგი მაგალითია მოზარდების ბრბო. ისინი თავს თავდაჯერებულად გრძნობენ ჯგუფში და მოქმედებენ დაუსჯელობის პრინციპით, ყოველგვარი განსჯის გარეშე. რუსების აგრესია უკრაინელების წინააღმდეგ გარკვეულწილად ჰგავს მოზარდთა ჯგუფის დებოშს მშვიდობიანი დამოუკიდებელი ადამინების წინააღმდეგ.

უკრაინაში ვითარებას ყოველთვის ამძიმებდა ის ფაქტი, რომ უკრაინელების განვითარებული ინდივიდუალიზმი ამცირებდა მოსკოვოსთვი აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ვიჰოვსკი იწყებდა კამათს დოროშენკოსთან, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი მოსკოვისგან, პეტლიურამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ამ საკითხზე ოსკილკოსთან, მელნიკმა ბანდერასთან და ა.შ. თანამედროვე ისტორიში ამას დაემატა მოსკოვის კომუნისტების პოლიტიკის შედეგები, რომლებიც მიმართული იყო უკრაინელების ასიმილაციაზე: ცენტრალიზებული რუსიფიკაცია, უკრაინული ელიტის განადგურება სტალინის დროს, გენოციდის აქტები - ხელოვნური გოლოდომორი. ამის გამო, თანამედროვე უკრაინაში ბევრია საკმაოდ ბუნდოვანი ეროვნული იდენტობის მქონე ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ვერ განთავისუფლდება მოსკოვის გავლენისგან, მიმდინარე მოვლენები ამის დასტურია. ზრდასრული ადამიანები, როგორც წესი, ადვილად იგერიებენ მოზარდთა ბანდებს. ეფექტური წინააღმდეგობისთვის საკმარისია ეფექტური უმცირესობა, რადგან საბოლოოდ ის ყოველთვის წყვეტს საზოგადოების ბედს.

ტოტალიტარულ საზოგადოებებში დომინირებს ავტორიტარული ლიდერი და ძალაუფლების ვერტიკალი, რომელსაც ხელმძღვანელობს იგი. თემებში, სადაც თავისუფლების ღირებულებები ჭარბობს, ლიბერალური პოლიტიკოსები ძალაუფლებას არჩევნების გზით იძენენ. მაგრამ არც ერთი სისტემა არ არის სრულყოფილი: დიქტატორს ჩვეულებრივ მიჰყავს თავის ქვეყანას კოლაფსისა და კატასტროფისკენ, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად ირჩევენ დაბალი მორალური და ინტელექტუალური თვისებების მქონე ადამიანებს.

"სნოხაჩესტვო"(Снохачество): რუსი გლეხების სამარცხვინო ჩვეულება

9
167
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
167
  
2022, 3 სექტემბერი, 9:41
აბსოლიტურად ერთი და იგივე ერია, ეგ კი არა რუსები უკრაინელები არიან, საწყისი ორივესი კიევიდანაა, უბრალოდ ტერიტორიულმა დისტანციამ და დრომ გაყო ორად. შერეული ოჯახები აქვთ თითქმის სულ, გარეგნულად მათი გარჩევა ფიზიკურად შეუძლებელია, რუსი მამა უკრაინელი დედა, რუსი დედა უკრაინელი მამა - ესეთია ოჯახები თითქმის სულ.
2022, 25 მაისი, 15:50
თქვენ უკეთ იცნობთ მათ. მე მხოლოდ ინტერნეტით მაქვს ურთიერთობა.
2022, 25 მაისი, 15:33
დასავლეთ უკრაინელები გამოირჩევიან თავისი შეუპოვრობით, გურულივით ფიცხები და სვანებივით უდრეკები არიან, მაგრამ უაზრო აგრესია არ ახასიათებთ.
2022, 25 მაისი, 14:43
ამბობენ ძალიან ჯიქურად იქცევიან და ნაგლობენო. იყო ასეთი ხმები სხვა ქვეყნებშიც. დადებითი და უარყოფითი მხარეები ყოველ ერს გააჩნია, მაგრამ რუსები შოვინისტი, იმერიალისტები არიან, რომელთაც ცალკეული ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არაფრად მიაჩნიათ.
2022, 25 მაისი, 14:29
საქართველოში ბევრს რატომღაც ცუდი წარმოდგენა აქვს უკრაინელებზე, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებ უკრაინელებზე, არა და ძალიან კარგი ადამიანებია.
ვაჟკაცი, ერთგული და გვერდში დამდგომი.
2022, 25 მაისი, 14:24
შევეცადე კარგად დამეწერა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც საინტერესო თემაა. არ ვმალავ უკრაინელბის მიმართ პირად სიმპატიებსაც, სწორედ ამიტომ დავწერე სე ვრცელი სტატია.
2022, 25 მაისი, 14:21
ძალიან დიდი რაოდენობითაა ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელები გაყვანილი რუსეთში, ძირითადად ციმბირში.
საინტერესო სტატია მეგობრისაც, რომ არ ვიყოს მუდამ ვიწონებ, სამწუხაროდ კარგი სტატიების სიმწირეა საიტზე.
2022, 25 მაისი, 13:51
მთელი დილა ამ სტატიას ვწერდი. მიხარია თუ მოგეწონათ. თუ არ ვცდები, ციციანოვმა განუცხადა ქართველ თავადებს: "რუსები და ქართველები" ერთმანეთსი უნდა ავრიოთ" ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკაა. დღესაც გაჰყავთ რუსებს მოსახლეობა მარიუპოლიდან და სხვა ოკუპირებული ქალაქებიდან. 100 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანესო ამბობენ.
2022, 25 მაისი, 13:45
საინტერესო სტატიაა, "ზალპით" წავიკითხე.
სხვათაშორის რუსი კაზაკი ბუნებაში არ არსებობს, კაზაკების ძირი უკრაინაა, ზაპოროჟიედან.
მეფის რუსეთი, როგორც მეომარს ხალხ უკრაინიდან ასახლებდა მათ და თერგის პირად, სტავროპოლში და დონის სიახლოვეს ასახლებდა, გვარებიც კი გადაუკეთეს.
დიდი დიდი 2%-ს თუ ახსოვს უკრაინიდან რომ არიან წარმოშობით.
როგორც ინგილო ქართველებს ჰერეთში შეუცვალეს გვარები იძულებით ისე მოექცნენ ზაპოროჟიელ კაზაკებსაც რუსეთში.
14 წელი ვიცხოვრე უკრაინაში და არც ქალაქში და არც სოფლად არ მინახია ის სიღატაკე რასაც ხშირად ნახავთ რუსეთში. უკრაინელებს უყვართ მუშაობა, არც ლოთობისკენ მიდრეკილება აქვთ რუსებივით.
0 1 9