x
image
თეონა გორდეზიანი
"გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი"....
რევაზ (რეზო) შალვას ძე თაბუკაშვილიქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, სცენარისტი, რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

image

გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ.


პროვინციალიზმი არ არსებობს, თავის ორგანულ სამყაროში. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მიდის იქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.



თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ ან უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა, როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –”აგრესიული პროვინციალი”. ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…) ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, ან კრიმინალს შეეკვრებოდა, ან რაღაც მაქინაციებით ბევრი ფულის პატრონი ხდებოდა, ან მლიქვნელობდა, აი ასეთი აგვივლის გვერდს და აღმოჩნდება შენი დიდი უფროსი.


დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ.”


(რ. თაბუკაშვილი)

0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0