x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს 80-იანი წლების ვარსკვლავი საბრინა სალერნო
image

რა თქმა უნდა, უფროს და საშუალო თაობას ყველას ახსოვს 80-იანი წლების მეორე ნახევრის სექს სიმბოლო, იტალიელი მოღერალი და მოდელი საბრინა სალერნო. დღეს იგი 54 წლისაა და ჩინებულ ფორმაშია. ამაში დარწმუნდებით, როდესაც მის უახლოეს ფოტოებს დაათვალიერებთ. ამჟამად საბრინას "ინსტაგრამზე" 1, 2 მილიონი გამომწერი ჰყავს და საბრინაც თაყვანისმცმელებს არ აკლებს ცხელ-ცხელ ფოტოებს.


image

image


image

image

image

image

image

image

image

საბრინა დაიბადა 1968 წლის 15 მარტს იტალიაში, გენუაში. 1986 წელს, როგორც მომავალმა მოდელმა, მოიგო რამდენიმე იტალიური სილამაზის კონკურსი და გახდა "მის ლიგურია" 1986 წელს.მალევე საბრინას ტელევიზიაში იწვევენ, სადაც ის ხდება ტელეწამყვანი ჰოლდინგ Fininvest-ის Canale 5-ზე, რომელიც ეკუთვნის სილვიო ბერლუსკონის.




1986 წელსვე გამოდის მისი პირველი სინგლი "Sexy Girl", შემდეგ კი "Lady Marmalade" 1974 წლის ცნობილი ჰიტის ქავერი, რომელსაც ქალთა ჯგუფი LaBelle ასრულებდა. 1987 წელს გამოდის სინგლი "Boys (Summertime Love)", რომელმაც მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა. სიმღერამ რამდენიმე ქვეყნის ჰიტ-აღლუმში #1 ადგილი დაიკავა, ამავე სიმღერაზე გადაიღეს საკმაოდ ეროტიული ხასიათის კლიპი (მომღერლის შიშველი მკერდით).

1988 წელს გამოშვებულმა სინგლმა "All Of Me" მართალია ვერ შეძლო "ბიჭების" პოპულარობის გამეორება, მაგრამ საზოგადოებამ თბილად მიიღო.



1988 წელს იგი სპეციალურ სტუმრის სტატუსით გამოვიდა სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ფესტივალი საბჭოთა ტელევიზიამ გადასცა, ეფექტი დიდი იყო, რადგან ლამისაა მომღერალი სცენაზე მთლიანად გაშიშვლდა, რაც უცხო იყო იმ პერიოდისთვის, მით უმეტეს საბჭოთა მაყურებლისათვის.

1989 მომღერალი საბჭოთა კავშირში ჩამოდის. 3 თებერვალს ლენინგრადში მის კონცერტს ოლიმპიისკის სპორტულ კომპლექსში, რეკორდული რაოდენობა- 63, 800 კაცი ესწრებოდა.


ამის შემდეგ საბრინას პოპულარობა მუსიკალური თვალსაზრისით ნელნელა ეცემა, 1991 წელს იგი გამოდის სან-რემოს ფესტივალზე, სადაც მე-13 ადგილი დაიკავა, ასევე 80-იანი წლების ბოლოდან იწყება მისი კინოკარიერა, 1989 წელს ითამაშა კონოკომედიაში Fratelli d'Italia.

imageფოტოზე კადრი ფილმიდან Fratelli d'Italia.



2000-იანი წლებიდან მოყოლებული იგი თამაშობდა მიუზიკლებშიც და რეგულარულად მართავს კონცერტებს ძირითადად ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე 2020 წელს იყო "სან-რემოს'' ფესტივალის თანაწამყვანი. ასევ მონაწილეობდა ცნობილ შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავებში".

image

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 1994 წელს ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ ენრიკო მონტისთან, რომლისგანაც 2004 წელს ეყოლა ვაჟი ლუკა, 2006 წელს წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა, 2018 წელს კი გაიყარნენ.

image

0
662
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0