x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრიანელი მომღერალი მიესალმება გოგონების ინიციატივას, რომლებიც შიშველ ფოტოებს ყიდიან უკრაინის არმიის დასახმარებლად
image

უკრაინელმა მომღერალმა და რადას ყოფილმა დეპუტატმა ზლატა ოგნევიჩმა მხარი დაუჭირა გოგონების ინიციატივას, რომლებიც თავიანთ ინტიმურ ფოტოებს გაყიდიან, იქიდან აღებულ ფულს კი შეწირავენ უკრაინის შეიარაღებული ძალებს.


პოპ- ვარსკვლავის თქმით, ეს ნაბიჯი ლამაზი და კრეატიულია, მაგრამ ის თავად ალბათ არ შეუერთდება მათ ინიციატივას.


თუმცა მომღერლის ბევრ გამომწერს არ მოეწონა ასეთი ფოტოების გადაღება და გაყიდვა, მეტიც, ბევრმა დაგმო მსგავსი ინიციატივა.



მან ეს მოსაზრება "ინსტაგრამ" სტორიში გააზიარა. ოგნევიჩმა ფოლოვერებს კომენტარებში აზრის გამოთქმა სთხოვა მეგობარი გოგონების ამ ინიციატივაზე, თუმცა, მისდა გასაკვირად, მან მიიღო უამრავი უარყოფითი კომენტარი, რომლის დემონსტრირებაც კი არ ისურვა


. "ზაშკვარი. პასუხებსაც არ დავდებ, რადგან უმეტესობა უარყოფითია. თუმცა ამ საკითხის უფრო გლობალური ხედვის იმედი მქონდა .

ეს ინიციატივა ჩემი დაქალის გვერდზე რომ ვნახე, გავიფიქრე: "ვაუ, რა მაგარია. რა კრეატიული და ლამაზია ეს“ - აღნიშნა მომღერალმა.

image

ვარსკვლავმა თქვა, რომ უკრაინელი ქალები, მისი აზრით, ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში და მან ურჩია ყველას, ვისაც არ ესმის შემოქმედებითი იდეა, შექმნან საკუთარი ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად.


"ვინც მომწერა, რომ ეს სირცხვილია, თუ რაღაცას ვერ ხვდებით, არ შეგიძლიათ და ვერ გაიგეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია და სხვებმა არ უნდა გააკეთონ ".


"ევროვიზია"-2013 -ის მე-3 ადგილოსანმა ასევე დასძინა, რომ ვერ გაბედავს შეუერთდეს მამაცი გოგონების მოძრაობას, მაგრამ სრულად უჭერს მხარს მათ სურვილს, დააჩქარონ უკრაინის გამარჯვება.

image

მსგავსი აქცია ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წამოიწყო უკრაინელმა და ბელარუსმა გოგონამ-ორმა ნასტიამ, რომლებმაც საბოლოოდ OnlyFan-ზე 3, 7 მილიონი გრინვას შეგროვება შეძლეს .

0
433
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0