x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ჩვენზე თვალთვალი სურთ" - ყაზახეთში მასობრივად ანადგურებენ საზღვარგარეთის პასპორტებს(ვიდეო)
image

ორმა ყაზახმა პასპორტში იპოვა ნივთი, რომელიც ჩიპს ჰგავდა და დაინტერესდნენ, რისთვის იყო ის.


"ჩვენ გვითვალთვალებენ!" – უცებ დაასკვნეს "ზეამოაზროვნეებმა" და საბუთი დახიეს. მათი პანიკა სხვებსაც გადაეცა და წავიდა დომინოს პრინციპი.


ყაზახეთში მასობრივი ისტერია დაიწყო უცხოური პასპორტებზე. ხალხმა დოკუმენტის უკანა ყდის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პასპორტში მეხსიერების ბარათი(ჩიპი) იყო ჩადგმული, რათა მისი მფლობელს საზღვარგარეთ თვალყური ადევნონ.


image

პირველი „პაციენტი“ აღმოჩენით შოკირებული იყო და მის პანიკას სხვა ყაზახებიც აჰყვნენ. სოციალურ ქსელებში ვირუსივით გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ქვეყნის მაცხოვრებლები თავიანთი პასპორტის ყდას ჭრიან, რათა ნახონ, არის თუ არა იქ ჩამონტაჟებული სათვალთვალო მოწყობილობა.

ისტერიკა იქამდე მივიდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჩარევა მოუწიათ. დეპარტამენტის წარმომადგენლემა დაამშვიდა ისტერიული ყაზახები და განაცხადა, რომ ჩიპის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც გამოიყენება 2009 წლიდან. მისი თქმით, ელექტრონული ჩიპი, რომელიც მდებარეობს პასპორტის საფარში, არის პასპორტის მფლობელის შესახებ ინფორმაციის საერთო ელექტრონული მატარებელი.


ელექტრონულ ციფრულ მეხსიერების ბარათი მოიცავს მფლობელის გვარს, სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს, წელს და ადგილს, ინდივიდუალურ საინდიფიკაციო ნომერს, ფოტოს და ელექტრონული ციფრული ხელმოწერას, იგივე ინფორმაციას, რომელიც წარსულში .ციფრული ეპოქის დადგომამდე იყო. უბრალოდ ეს ვარიანტი მნიშვნელოვნად ამარტივებს პირის იდენტიფიკაციას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურას.


თუ ვინმე ჰგონია, რომ პასპორტებთან დაკავშირებული ისტერია დასრულდა, მწარედ სცდება - უცხოური პასპორტების დაგლეჯვის "ჩელენჯმა"მოლდოვაშიც მიაღწია. საინტერესოა, დსთ-ს სხვა რომელი ქვეყნების ტვინგაყინული მაცხოვრებლები შეუერთდებიან ამ სიგიჟეს?



ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოშიც 2011/2012 წლებში ბიომეტორიულ პასპორტებზე ID ბარათებზე მსგავსი ისტერიკა იყო ატეხილი, ეკლესიის აზრით ეს იყო "აპოკალიფსური ანტიქრისტეს ბეჭედი", რომლის მიზანია ადამიანზე "ტოტალური კონტროლი"აი მაშინდელი ტიპიური პოსტი:



"ხალხო, ახლა კურიერზე გავიდა, რომ საქართველოს უმზადებენ ჩიპიან, ბიომეტრიულ პასპორტებს! ხალხო თვალი გაახილეთ ეს ზუსტად ის არის რასაც ამდენი ხანი წინასწარმეტყველებდნენ! მსოფლიო ბატონობა იწყება! ახლოს არის მეორედ მოსვლა! ჩვენს ნიშანდადებას ცდილობენ და ჩიპები ამიტომ შემოაქვთ! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიასო!უარი თქვით ამ პასპორტის მიღებაზე!ღმერთს ებარებოდეთ"

0
393
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0