x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ეს ომი ტყუილზე იყო აგებული" - რას ამბობს ალექსეი ნავალნი?
image

დაპატიმრებულმა რუსმა ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ დაგმო პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სასამართლო სხდომაზე პირდაპირ ეთერში და მას უწოდა "გიჟი". მისი თქმით, პუტინმა "სულელური ომი" დაიწყო უკრაინაში.


"ეს არის სულელური ომი, რომელიც თქვენმა პუტინმა დაიწყო", - განუცხადა ნავალნიმ მოსკოვის სააპელაციო სასამართლოს გამოსასწორებელი სასჯელაღსრულების კოლონიიდან ვიდეო ბმულით.


"ეს ომი ტყუილზე იყო აგებული. ერთმა შეშლილმა კლანჭები ჩაუშვა უკრაინაში და არ ვიცი, რა უნდა ამით - ამ გიჟურ ქურდს", - თქვა ნავალნიმ პუტინზე.



ნავალნის სასამართლომ მანამდე ცხრა წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის.


კრემლმა არაერთხელ უარყო ნავალნის ბრალდებები პუტინის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ 2000 წლიდან რუსეთში არაერთი სამართლიანი არჩევნები მოიგო და ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.

0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0