x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492648
"იმის ნაცვლად ბოდიში მოიხადოს, რაც თვითონაა, იმას მაბრალებს" - რა სქრინს ავრცელებს მაკა რაზმაძე

image


ჟურნალსტ მაკა რაზმაძესა და პოეტ ზვიად რატიანს შორის ურთიერთდაპირისპირება სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება. ამჯერად, ტელეწამყვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ სქრინს ავრცელებს, რომელიც მან რატიანისგან მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ მიიღო:

image


"აი ასეთია ამ ვითომ ფასეულობების დამცველი ლიბერალის მენტალობა. იმის ნაცვლად ბოდიში მოიხადოს აუხსნია ბლოკი და რაც თვითონაა იმას მაბრალებს. ფულის გამო ყველაფეზე ხელის მომწერი გონია სხვაც.


ამ წამს გამოვედი გამოკითხვიდან. საქმე აღიძრა 154 მუხლით. ზვიად რატიანი როგორც მოძალადე დაისჯება.


ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: თუ ვინმე უმიზეზიდ გაგინებს მიეცი იმ ნაბ@@ვარს ამის მიზეზიო!


ამას ქვია მე შაირი არ მინდოდაო.... პოლიციიდან დამირეკეს მოძალადე ზვიად რატიანის შანტაჟის და მუქარის გზავნილებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივდივარ" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გუშინ, პირად გვერდზე საგანგებო პოსტი გაავრცელა, სადაც ის პოეტ ზვიად რატიანის მხრიდან მიღებულ მუქარისა და შანტაჟის შემცველი შეტყობინებების შესახებ საუბრობდა:


"მივმართავ ჩემს კოლეგებს - ჟურნალისტებს: რას ნიშნავს როცა ჟურნალისტური საქმიანობის გამო ადამიანი გემუქრება?


ასევე მივმართავ ლიბერალური ღირებულებების დამცველ ადამიანებს: როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი) ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ? ეს რას ნიშნავს?


ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანამ და მატყუარამ ზვიად რატიანმა, რომელზეც როცა სცემეს ათასი გადაცემა გვაქვს გაკეთებული “იბერიაში” მე და ჩემს მეგობრებს სოლიდარობის ნიშნად. ჯერ არ მინდა აქ გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები და ზიზღის ენით მოწერილი სმს სქრინები რაც მან იკადრა.


არ ვიცნობ, არ მყავდა მეგობრებში, შემომივარდა და სინამდვილეში სადაც მისი ადგილია ანუ სპამში აღმოვაჩინე მისი სიძულვილით, შანტაჟით და მუქარებით დაწერილი გზავნილი. როცა მიხვდა რომ ამ ტყუილს ვერ დაამკვიდრებდა მერე თვითონვე დამბლოკა.



რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა თუ არაკაცმა არ მინდა აქ დავდო და რომ გამოვფინო ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარ ეტყვით აღარავინ ვინც იცნობთ.



ჯერ სხვას არაფერს დავწერ. ვნახოთ აბა ჩამოვალ და მოგხედავო და ველოდები ჩამოვიდეს და მაგებინოს პასუხი იმის გამო რომ არ მოსწონს ჩემი გადაცემები. ანუ მისი ლექსები ვისაც არ მოსწონს, ამ ლოგიკით მასაც უნდა მოუგონონ საშანტაჟო ტყუილები ვითომ, პირადი ცხოვრების დეტალებით და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრონ?


როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს ლიბერალურ ფასეულობებს ამოფარებული ფაშისტებისგან თავის დასაცავად? პ.ს. თურმე ვის ვიცავდით… მისგან დასაცავი გავხდი" - დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.



0
704
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
704