x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134026
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე ბედნიერი 3 ქვეყანა მსოფლიოში

გაერო ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიას. ეს სია მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დგება, მაგრამ ასევე მნიშნელოვანი ფაქტორებია: ფინანსური და სოციალური ასპექტები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და განათლების დონე.

image

3. შვეიცარია

მინიმალური საათობრივი ანაზღურება 15 დოლარია, საშუალო თვიური შემოსავალი კი 10 500 დოლარია. განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, სკოლები უფასოა. ჯანდაცვის სისტემით მოსახლეობის 80% ძალიან კმაყოფილია. იპოთეკურ სესხს ბანკები წლიურ 1.8%-ად გასცემენ.

2. დანია

დანიაში 33 საათიანი სამუშაო კვირაა. ხელფასი საშუალოდ 7 000 დოლარია. მოსახლეობის 76%-ს სტაბილური და მაღალ ანაზღაურებადი სამსახური აქვთ. კორუფციის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია. ჯანდაცვის სერვისები კი თითქმის უფასოა. საგანმანათლებლო სისტემა მაღალ დონეზეა და უფასოა მოქალაქეებისათვის.

1. ფინეთი

ფინეთში უმუშევრობის დონე მხოლოდ 5.3 %. მთავრობა ეხმარება უსამსახუროდ, ასევე საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს. კრიმინალის ინდექსი 1.63%-ია. ბაღი, სკოლა, კოლეჯი და უნივერსიტეტი უფასოა. ფინელები კვირაში დაახლოებით 37 საათი მუშაობენ. საშუალო შემოსავალი 3 900 ევროა. მთლიანი შიდა პროდუქტით ფინეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა.

საქართველო ამ სიაში 106-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 17%-ია.

0
56
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0