x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუსეთში 621-ე სარაკეტო პოლკის სამეთაურო პუნქტი დაიწვა

image
ხანძრის შედეგად რუსული არმიის ბირთვული ძალები სერიოზულად დაზარალდა. ორენბურგის რეგიონში, რუსეთის შეიარაღებული ძალების 621-ე სარაკეტო პოლკის სამეთაურო პუნქტი, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულება აქვს, ფერფლად იქცა.

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა, რომელსაც სერიოზული წყაროები აქვს რუსეთში, ამის შესახებ ტელეგრამზე 22 მაისს დილას განაცხადა.

„იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მთელ მსოფლიოს ახსენებს ქვეყანაში ბირთვული იარაღის არსებობას, სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო ნაწილები იწვის აღდგენის შესაძლებლობის გარეშე“, წერს ჟურნალისტი. .

მისივე თქმით, ინციდენტი მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების No34074 სამხედრო ნაწილში სოფელ კომაროვსკიში, სადაც პოლკი დგას.

ციმბალიუკმა აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად პოლკმა საბრძოლო მზადყოფნა დაკარგა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განკარგულება კასცა სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებისთვის პუნქტის აღდგენით. თუმცა, ამის გაკეთება შეუძლებელია.

„პოლკის მეთაურმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო ბრძანების შესრულება რიგი ტექნიკური და ორგანიზაციული მიზეზების გამო“, - დააზუსტა ჟურნალისტმა.

ხანძრის შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ მალავენ. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლება და მედია დუმს. ოფიციალური დადასტურება ამ დროისთვის არ არსებობს.

რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი უცნობია. . თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უკრაინასთან ომში რუსული ჯარების მასიური გადასროლის ფონზე.

კრემლი ვერ ბედავს ღია მობილიზაციის გამოცხადებას, ეს ფარულ ფორმატში ხდება. თუმცა საზოგადოება უკვე წინააღმდეგობას უწევს. ასე რომ, დღეს ცნობილია რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში მინიმუმ 13 სამხედრო სააღრიცხვო ფუნქტის დაწვის შესახებ.

17
151
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
151
  
2022, 23 მაისი, 18:00
იქაც არიან ბაიდენის მოწინაღმდეგეები და ისინი, ვინც წინააღმდეგია უკრაინის მხარდაჭერის. რაც გინდათ ის იფიქრეთ. დღეს ძააჩაღლეს რუსი გენერამ მაიორი, რომელიც სუ 24-ის სშტურვალთან იჯდა. გასაგები უნდა იყოს რა მდგომარეობაა არმიაში...
2022, 23 მაისი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არჩილ ვერულიძე-ის კომენტარზე
2022, 23 მაისი, 17:50
კარგი, ასე ვიზამ...
2022, 23 მაისი, 17:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არჩილ ვერულიძე-ის კომენტარზე
2022, 23 მაისი, 17:22
საიდან გაქვთ ეს იმფორმაცია, რომ რუბლით ყიდულობენ ნავთობს? ან რა უპრატესობაზეა საუბარი, როდესაც რამდენიმე დღის წინ 1500-მდე რუსი ჯარისკაცი იქნა განადგურებული ერთი დარტყმით თავიანთი ტექნიკითურთ? თუ ძალიან გინდათ ხალხის პანიკაში ჩაგდება, რომ რუსეთის უძლეველობა დავიჯეროთ? რუბლი კი გამყარდა, მაგრამ ფასებს დააკვირდით და ვალოდიას სულ არ აინტერესებს, როგორც ცხოვრობს ზომბირებული მოსახლეობა. 72 საათში ავიღებთ კიევსო ამბობდნენ და ხარკოვის მისადგომებიდან ჯარი გაიყვანეს...
2022, 23 მაისი, 16:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი არჩილ ვერულიძე-ის კომენტარზე
2022, 23 მაისი, 16:01
თქვენ თუ არ გჯერათ ეს თქვენი საქმეა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. აბა არავინ დაწერს და იტყვის თავის წარუმატებლობაზე. მე რაც აქამდე დავწერე ამ თემაზე ყველაფერი დადასტურდა. რაც შეეხება დანარჩენს, თქვენც უნდა ხვდებოდეთ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დალოდიას ჰქონდა ჩაფიქრებული და თუ დააკვირდებით არც ისე კარგად გამოიყურება.
2022, 23 მაისი, 15:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2022, 23 მაისი, 15:57
ნეტა ვიყოთ მაგდენი...
2022, 23 მაისი, 15:55
რა თქმა უნდა ყველაფერი არ იქნება სრული სმართლე, მაგრამ იმფორმაციის არსებობა უკვე რაღაცას ნიშნავს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10