x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარავინ ეტყვით" - ვინ ემუქრება მაკა რაზმაძეს?

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტს ავრცელებს, სადაც პოეტ ზვიად რატიანის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ტელეწამყვანის კოლეგებისადმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავზობთ:


"მივმართავ ჩემს კოლეგებს -ჟურნალისტებს : რას ნიშნავს როცა ჟურნალისტური საქმიანობის გამო ადამიანი გემუქრება?


ასევე მივმართავ ლიბერალური ღირებულებების დამცველ ადამიანებს : როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა საქმიანობის გამო გვაგინებენ, სიძულვილის ენით გვემუქრებიან და პირადი ცხოვრების (არარსებული და მისივე მოგონილი) ამბის გამოფენით გვაშანტაჟებენ? ეს რას ნიშნავს?


ეს ყველაფერი გააკეთა პოეტად ცნობილმა და სინამდვილეში თურმე ბინძურმა ჭორიკანამ და მატყუარამ ზვიად რატიანმა, რომელზეც როცა სცემეს ათასი გადაცემა გვაქვს გაკეთებული “იბერიაში” მე და ჩემს მეგობრებს სოლიდარობის ნიშნად. ჯერ არ მინდა აქ გამოვფინო ის მუქარები, უშვერი გინებები და ზიზღის ენით მოწერილი სმს სქრინები რაც მან იკადრა.


არ ვიცნობ, არ მყავდა მეგობრებში, შემომივარდა და სინამდვილეში სადაც მისი ადგილია ანუ სპამში აღმოვაჩინე მისი სიძულვილით, შანტაჟით და მუქარებით დაწერილი გზავნილი. როცა მიხვდა რომ ამ ტყუილს ვერ დაამკვიდრებდა მერე თვითონვე დამბლოკა.



რაც იკადრა ამ ბინძურმა კაცმა თუ არაკაცმა არ მინდა აქ დავდო და რომ გამოვფინო ზუსტად ვიცი გამარჯობას აღარ ეტყვით აღარავინ ვინც იცნობთ.



ჯერ სხვას არაფერს დავწერ.ვნახოთ აბა ჩამოვალ და მოგხედავო და ველოდები ჩამოვიდეს და მაგებინოს პასუხი იმის გამო რომ არ მოსწონს ჩემი გადაცემები. ანუ მისი ლექსები ვისაც არ მოსწონს ამ ლოგიკით მასაც უნდა მოუგონონ საშანტაჟო ტყუილები ვითომ პირადი ცხოვრების დეტალებით და ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრონ?


როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს ლიბერალურ ფასეულობებს ამოფარებული ფაშისტებისგან თავის დასაცავად? პ.ს. თურმე ვის ვიცავდით… მისგან დასაცავი გავხდი" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.




0
1339
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1339