x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492648
საუკუნის გაყრა, მილიარდელი უსმანოვი ცოლს ეყრება, საინტერესოა ბრიტანეთის მოქალაქე სასამართლოს რუსეთში რატომ მართავს
image

პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს ცუდი დროება დაუდგა, ამჟამად საქმე ეხება ბიზნესმენ 68 წლის ალიშერ უსმანოვს, რომელიც ჰოლდინგ "მეტალოინსვესტის" მფლობელია, მისი ქონება შეფასებულია ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით 11, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით კი 20 მილიარდ დოლარად. ცნობილია ასევე, რომ უსმანოვი შედის ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ტოპ ათეულში.


სანქცირებულმა ბიზნესმენმა განქორწინებაზე დოკუმენტები შეიტანა მოსკოვის სასამართლოში. უსმანოვი რომელიც 68 წლისაა 30 წელზე ოდნავ მეტია რაც ქორწინებაში იმყოფება 73 წლის ირინა ვინერთან, რომელიც რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტია. მოსკოვის სამოქალაქო სასამართლო უსმანოვის განცხადებას გაყრაზე ივნისის დასაწყისში განიხილავს.


საინტერესო ერთი რამაა ბრიტანეთის მოქალაქე უსმანოვმა რატომ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე რუსეთში და არა ბრიტანეთში.



უსმანოვის ცოლი სასამართლოს შემდეგ ალბათ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს იმისათვის, რომ სასამართლომ რეზონანსის გარეშე მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.


ასე რომ სანქცირებული ბიზნესმენის ქონებას საკმაოდ დიდი ნაწილი დააკლდება.

0
299
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
299