x
image
არჩილ ვერულიძე
ტერემი - რუსული ჰარამხანა

image
რუსეთში არსებობდა აღმოსავლური ჰარამხანის მსგავსი კონცეფცია, იქ ცხოვრება, სულაც არ იყო ტკბილი და დალხენილი.

ასევე, საინტერესოა, რომ "ტერემი" და "ჰარამხანა" მომდინარეობს ერთი და იგივე არაბული სიტყვიდან "ჰარამი" - "აკრძალული". მუსულმანურ სახლში მკაცრად იკრძალებოდა ჰარამხანაში, ანუ ქალთა საცხოვრებელ ნახევარში შესვლა მსგავსი წესი არსებობდა შუა საუკუნეების რუსეთშიც. ამავე დროს, ენათმეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიტყვა "ციხე" ასევე მომდინარეობს " ჰარამხანის" კონცეფციიდან. ენათმეცნიერი ი.ზაბელინი თავის წიგნში „ქალაქ მოსკოვის ისტორია“ ამტკიცებდა, რომ კრემლის ტერემის სასახლეს შუა საუკუნეებში ციხის სასახლეს ეძახდნენ. და არცაა ეს გასაკვირი...
imageტერემის მაცხოვრებლებს, ჰარამხანის მსგავსად, არ ჰქონდათ მატერიალური გასაჭირი, მაგრამ გადაადგილების თავისუფლებით სასტიკად იყვნენ შეზღუდულნი. თუ ისტორიულ ქრონიკებს დავეყრდნობით, რუსმა მთავრებმა დაიწყეს ტერემის შექმნა თავიანთი მეზობლების, ხაზართა ხაგანატის მმართველების მაგალითზე, რომელთაც უზარმაზარი ჰარამხანები ჰქონდათ. გასაკვირი არ არის, რომ ორივე სიტყვა მნიშვნელობით იდენტურია.
image
ბევრია ისტორიული მაგალითი, როგორც ოფიციალური ცოლების, ასევე ხარჭების უზარმაზარი რაოდენობის შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ შუა საუკუნეების თურქეთის მმართველების ჰარამხანებში. მაგრამ იმის შესახებ, რომ ერთ მთავარს ვლადიმირს (რომელმაც რუსეთი ქრისტიანულად მოინათლა) თავის ტერემში, ანუ ჰარამხანაში, 5 ცოლი და 800 ხარჭა ჰყავდა. ხარჭები სხვადასხვა ქალაქში იყვნენ. ამის შესახებ ნახსენებია "წარსული წლების მოთხრობაში" ბელგოროდში 300 ხარჭა ცხოვრობდა, ვიშგოროდში 300, ბრესტოვში კი 200. მხოლოდ ქრისტიანობის მიღების შემდეგ თქვა უარი თავადმა ასეთ უზარმაზარ ტერემზე.
image
როდესაც მართლმადიდებლობა დამკვიდრდა რუსეთში, რუსი მთავრები, გუბერნატორები და თავადები კვლავ განაგრძობდნენ უზარმაზარ ტერემთა შენარჩუნებას ხარჭებთან ერთად, რომელთაგან ბევრი იყო ჩამოყვანილი დაპყრობითი კამპანიებიდან. რუსეთში ასევე გაჩნდა თათრული ელიტა, რომელიც აღიარებდა ისლამს და აიძულა რუსული თავადაზნაურობა არაერთი ტერემი შეექმნა.
image
რუსულ ჰარამხანებს ბოლო მოუღო რეფორმებით ცნობილმა პეტრე I-მა. თავისი ქვეშევრდომების არქაული და ველური ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლაში რეფორმატორმა აუკრძალა მათ უამრავი საყვარლის ყოლა. გ.ჰელმოლტი წერს ამის შესაზებ "კაცობრიობის ისტორია. მსოფლიო ისტორია": პეტრე I-მა მკაცრი ბრძანება გასცა რომ ქალები აღარ გამოეკეტათ ტერემში და ასევე დაავალდებულა დიდებულები დაეცვათ ქორწინების სიწმინდე.

პედოფილია, ჰარამჰანები წამება და სიკვდილით დასჯა: ყმა რუსეთის მემამულეების ველური გართობები







5
527
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
527
  
2022, 22 მაისი, 15:52
ყველა ქვეყანას აქვს თავისი შავი ლაქა ისტორიაში.
2022, 22 მაისი, 15:38
გაუგონარი და ენით აუწერელი საშინელებაა...
2022, 22 მაისი, 15:33
ეს კიდევ დიდი არაფერია. თქვენ კი გეცოდინებად რაც არის - "Снохачество" და რასაც რუსი დიდებულები უკეთბდნენ ყმებს საერთოდ გაუგონარი სისატიკეა.
2022, 22 მაისი, 15:28
არა და ზოგიერთ ქართველს რომ ჰკითხო რუსეთი "ერთმორმუნე ძმაა". :(
0 1 5