x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
"უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს... რომ კითხო, სიწმინდეს იცავს" - პეტრე კოლხი
image

სვეტიცხოვლის დეკანოზი საზოგადოებრივ ტრანსპორტში საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება(თან გარდაცვლილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს) და წერს:


"ეს უნდა დამეწერა, არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… აბა მე მკითხეთ, რა მომწონს, ან რა არ მომწონს…


მოკლედ, დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება “ოჯახის სიწმინდე”, “ოჯახის სისუფთავე” თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ.. თუ არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს და რას ისახავს მიზნად მსგავსი ტიპის გამოსვლები და ღონისძიებები…



მე პირადად, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იმ დღეს მხოლოდ იმის გამო გადის, რომ ვიღაცის მიმართ აგრესია აქვს და არიქა, ჩოხის ჩაცმით დაამტკიცოს, რომ მაგარია, რომ სიწმინდეს იცავს… არადა, უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს. რომ კითხო, სიწმინდეს იცავს..


ღმერთს არ სჭირდება ძალადობრივი სიწმინდე… ან რა სიწმინდეში ხარ, თუ საკუთარი ხელი, სული თუ სამოსი ადამიანის სისხლში გასვარე


სხვას არ უნდა დაუმტკიცო, რომ სიწმინდის დასაცავად იბრძვი, შენ თავს უმტკიცე და შენი სისუსტეების წინააღმდეგ იბრძოლე, თორემ ხომ კარგად ხედავთ, ვითომ ყველაფერს ვზეიმობთ და განსაცდელები მაინც არ მთავრდება. პირიქით, ყოველდღიურად უარესები ხდება…


იქნებ დავფიქრდეთ მაინც, რატომ ხდება ასე…. იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ… აი, ეს ანგელოზივით გოგო მოკლეს!..-წერს პეტრე კოლხი

image
ტრაგედიას ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძეც:


"პროვინციული პაპიზმის შემოქმედმა კერპმა პატრიარქმა კი ადღესასწაულა ერი 17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეს", მაგრამ დღეს ქმარმა სასტიკად მოკლა ცოლი საჯაროდ და შვილების თვალწინ. და ეს უბედურება ლამის ყოველდღიურობად იქცა საქართველოში.


ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა. ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება. არც სიყვარული ამართლებს ასეთ ერთობას და არც არაფერი. მართალია ქართულმა ფსევდო სამართალმა ადამიანის სიცოცხლე 13-17 წლის პატიმრობის ფასად მიიჩნია, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე შეუფასებელი და აუნაზღაურებელი ფასეულობაა.


ამიტომ, ქალბატონებო, დაიცავით თავისუფლება, თქვენი უფლებები და საკუთარი სიცოცხლე, ნუ აკვლევინებთ თავებს ამ პირუტყვ კაცებს; სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება, ახლობლები თქვენ ვერ გიცავენ. საქართველოში დღეს ქალი ყველაზე მოწყვლად არსებად იქცა".


შეგახსენებთ, 21 მაისს გურამიშვილის გამზირზე 323 ნომერ ავტობუსში 31 წლის სოფო კვარაცხელიას ქმარმა, როინ მებონიამ შვილების და მგზავრების თვალწინ ყელი გამოჭრა. როგორც ცნობილი გახდა ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.


ზუგდიდელი მეზობლები ჰვებიან, რომ როინ მებონიას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.


"ბოლო პერიოდში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმკვლელობაც სცადა. გოგო არაჩვეულებრივი. ბავშვს დიაბეტი ჰქონდა და მკურნალობდნენ, "- აცხადებენ ზუგდიდში ცოლ-ქმრის ნაცნობები.

2
733
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
733
  
22 მაისი, 18:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პირველად მოხდა მკვლელობა თუ რას უბერავთ ეს ორი დღეა. ამ ანაფორიანებმა ხო წაიღეს ტვინი,იქეთ ფემინისტები აყეფდნენ. სინამდვილეში ამ ორის ბრალია რაც ხდება. ცალკე აღებული უფლებები ნიშნავს პრივილეგიას,ბევრ ქალს ამის სჯერა და ტვინს უბურღავს ქმარს,ამ ქმარსაც შიგ აქვს და იმის ნაცვლად,რომ ნახუიზე გაუშვას,დანას იმარჯვებს და კლავს. ეს ანაფორიანები გამოდიან და პირდაპირ ძალადობას ქადაგებენ,ფანატიკოსებს ასე მოძღვრავენ და ფაქტიც სახეზეა. ჰა,უშველა ქალების კვოტირებამ და მსგავსმა სირობებმა ქალებს,ამიტომაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენი წილი ყველამ. ეს არის ოჯახური ტრაგედია და თქვენი აზრები თქვენთვის უნდა შეინახოთ. აქ არ არის სქესის მიერი კონფლიქტი,ეს არის ორი ადამიანის კონფლიქტი,რომელმაც ერთმა მეორეს ყელი გამოჭრა. იეჭვიანაო ხომ გაიგეთ რაც თქვეს ე.ი. მის ღირსებას შეეხო(ღირსების მქონე არ ეჭვიანობს,მარა ის ჩემისა ფიქრობს ესე) და იმოქედა,ღირსების შეალხვას არავინ არავის პატიობს ამ ქვეყანაში და ეს საუკუნეებია ესეა. კაციც რო ყოფილიყო იგივეს გააკეთებდა. აქ ვერ ვხედავ ქალზე ძალადობის ფაქტს,ეს არის ადამიანის მკვლელობა.

მოერიდეთ პრივილეგირებულად,გამოკვეთილად მოხსენიებას და მათთვის უფლების მინიჭებას,თორე უარესი მოხდება,ხდება უკვე. რამდენად დებილი კი არა ბაია პატარაია უნდა იყო რო ეს ვერ გაიზრო,პრივილეგიები იწვევს აგრესიას და მეორე მხარის თავზე გა*მას,რაც ძალადობის მაპროვოცირებელია.
0 1 2