x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
წარსული 8 ლეგენდარული ლამაზმანი, რომელთა რეალური გარეგნობა გაგაოცებთ
დედოფალი ვიქტორია, ელიზაბეტ I, ენ ბოლეინი - ამ ქალბატონებს ერთმანეთთან აკავშირებს ის ფაქტი, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და მაღალი პოზიცია ეკავათ საზოგადოებაში. თუმცაღა, ცოტამ თუ იცის, რომ წარსული ცნობადი სახეების უმეტესობის გარეგნობა ისეთივე არ არის, როგორისაც ჩვენ მივეჩვიეთ ფილმებში.


ელიზაბეტ I


image


წინაპარი მმართველებისაგან ელიზაბეტ I გამოირჩეოდა მოთმენისა და სიბრძნის უნარით. მისი ერთ-ერთი დევიზი გახლდათ "Video et taceo" (ლათინური ენის თარგმნიდან - "მე ვხედავ და ვდუმვარ"). მის ირგვლივ განვითარდა პიროვნების კულტი, რომელიც აისახა კიდევაც მის ტილოებსა და ლიტერატურაში. 2018 წელს გამოვიდა ფილმი "ორი დედოფალი", სადაც ელიზაბეტ I-ის როლი მარგო რობიმ ბრწყინვალედ შეასრულა.


ენ ბოლეინი


image


ენ ბოლეინი - მეფე ჰენრიხ VIII ტიუდორის მეორე ცოლი და ელიზაბეტ I-ის დედა. თანამედროვეები ამტკიცებდნენ, რომ ენი უჩვეულოდ მომხიბვლელი, თუმცა აუტანელი ხასიათის მქონე ქალბატონი გახლდათ. ენ ბოლეინის იმიჯი, სერიალში "ტიუდორები" (2007-2010) შესანიშავად განასახიერა მსახიობმა ნატალი დორმერმა.


მარია-ანტუანეტა


image


საფრანგეთისა და ნავარის სამეფოს დედოფალი, მარია-ანტუანეტა, კომუნიკაბელური და საკმაოდ მამაცი გახლდათ. მას ძალიან უყვარდა ექსტრავაგანტური მოდა, უკრავდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, აგრეთვე, იყო ლამაზის ხმის მფლობელი, რის გამოც მისი მოსმენა ხშირად შეიძლებოდა საოჯახო შეკრების ადგილას. მისი მცირედ ფეთქებადი ხასიათის შესანიშნავად გადმოცემა შეძლო დიანა კრუგერმა ფილმში "ლეა სეიდუ" (2012).


დედოფალი ვიქტორია


image


ახალგაზრდობაში, დედოფალი ვიქტორია გამოიჩეოდა საკმაოდ თვალშისაცემი გარეგნობით, თუმცა მუდმივად დარდობდა თავისი დაბალი სიმაღლის გამო. ფილმში "ახალგაზრდა ვიქტორია" (2009) შეგიძლიათ უყუროთ დედოფალს მისი მეფობის პირველი წლებში. როლი ითამაშა ემილი ბლანტმა.


ანა ნევილი


image


ინგლისის დედოფალსა და რიჩარდ III-ის ცოლის, ანა ნევილის შესახებ ცოტა ინფორმაცია მოიპოვება. რეალურად, არავინ იცის ნორმალურად, თუ როგორ გამოიყურებოდა დედოფალი. თუ ვიმსჯელებთ ნახატებით, ის იყო მოხდენილი, მიმზიდველი ქალი, წითელი ლოყებითა და სახის რბილი ნაკვთებით. ანა ნევილის იმიჯი ყველაზე სრულად წარმოაჩინა - ფეი მარსეიმ ტელესერიალში "თეთრი დედოფალი" (2013).


მარია სტიუარტი


image


შოტლანდიის დედოფალი, მარია სტიუარტი, ბავშვობიდანვე მიმზიდველად ითვლებოდა. პატარა, ოვალური ფორმის თავი, მაღლი შუბლი, ელეგანტური, გრძელი კისერი, ყავისფერი თმა, ფერმკრთლი კანი - ასეთი ნაკვთებით დააჯილდოვა ბუნებამ დედოფალი დაბადებისას. შეიძლება ითქვას, რომ მარია სტიუარტის ყველაზე ზუსტი გარეგნობის წარმოჩენა შესძლო კამილა რაზერფორდმა ფილმში "მარია-შოტლანდიის დედოფალი" (2013).

ჯეინ გრეი


image


ინგლისისა და ირლანდიის უგვირგვინო დედოფალი, ჯეინ გრეი, საშუალო სიმაღლის და გამხდარი ქალბატონი გახლდათ, თუმცაღა წარმოუდგენლად ლამაზად და დახვეწილად ითვლებოდა. დიდ ყურადღებას იქცევდნენ მისი "მოხრილი" მუქი წარბები, წითელი ტუჩები, დამაბრმავებელი სითეთრის კბილები და ოდნავ ჭორფლიანი სახე. 1986 წელს, მსახიობმა ჰელენ ბინემ კარტერმა დამაჯერებლად განასახიერა უგვირგვინო დედოფალი ფილმში "ლედი ჯეინი"


ხუანა I შეშლილი


image


ხუანა I შეშლილი - კასტილიის დედოფალი და ბურგუნდიის ჰეცოგის, ფილიპე I-ის მეუღლე. მას ჰქონდა ოვალური სახე, აკურატული ცხვირი, ნათელი კანი და თმა, აგრეთვე, ნაზი, მომხიბვლელი ხმა. ხუანა ჭკვიანი იყო და მუსიკალური შესაძლებლობები გააჩნდა. სილამაზისა და ინტელექტის მიუხედავად, მისი ცხოვრება, სამწუხაროდ, ადვილი არ ყოფილა. ამის ნახვა თქვენ შეგიძლიათ ფილმში "გიჟური სიყვარული" (2001), სადაც მთავარ როლს ასრულებს ესპანელი მსახიობი - პილარ ლოპეს დე აიალა.

როგორ ფიქრობთ, ამ მსახიობებიდან რომელმა შეძლო წარსულის კეთილშობილი ქალბატონების გარეგნობის ყველაზე ზუსტად გადმოცემა?
















0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0