x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
ახალი ინფექცია ვრცელდება- "მაიმუნის ყვავილი" - BBC
image


მაიმუნის ყვავილის 80-ზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია მინიმუმ 12 ქვეყანაში.


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც მსუბუქი ფორმით ვლინდება. მათი ცნობით, დაავადებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა, რომ კიდევ 50 საეჭვო შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს - არცერთი ქვეყნის დასახელების გარეშე - და გააფრთხილა საზოგადოება, რომ სავარაუდოდ, მეტი შემთხვევაც დაფიქსირდება.


ინფექცია დადასტურებულია ევროპის ცხრა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.



ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილი ყველაზე გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. არსებული ცნობებით, ვირუსი ადვილად არ ვრცელდება და ამ მხრივ რისკი ძალიან დაბალია.


მაიმუნის ჩუტყვავილას სპეციფიკური ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ჩუტყვავილას ვაქცინა უზრუნველყოფს 85%-იან დაცვას, რადგან ეს ორი ვირუსი თითქმის მსგავსია.

0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0