x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია“ - შალვა ოგბაიძე
imageექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე ბორჯომში, "ბოლო ზარზე" მომხდარ ავტოავარიას ეხმაურება, რომელმაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე შეიწირა.



„მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.


დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა.


მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.



შეგახსენებთ ბორჯომში მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით და­ღუ­პუ­ლი 17 წლის მო­ზარ­დი ბორ­ჯო­მის მე-3 სკო­ლის მოს­წავ­ლე ლუკა ლე­კი­აშ­ვი­ლია.


მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, (ერთი გოგონა და ორი ბიჭი) ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში გადაიყვანეს.


როგორც აღმოჩნდა, ლუკას დედაც ამავე სკოლის პედაგოგია, რომელიც ინგლისურს ასწავლის.


ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კო­ლო­ნა მწვა­ნე მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ხა­შუ­რის­კენ მი­დი­ო­და, სა­დაც რეს­ტო­რან­ში უნდა ექე­ი­ფათ. სხვე­ბი უკვე წინ იყ­ვნენ და ეს მან­ქა­ნა უკან იყო, რა დრო­საც მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.


image

ავ­ტო­მო­ბი­ლი მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ვი­ზუ­ლა­უ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით გარ­დაც­ვლილ ბიჭს სხე­ულ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, წყალ­ში გა­და­ვარ­დნი­სას შე­საძ­ლოა ბიჭს გული გა­უს­კდა.


შსს- ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0