x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 ნივთი, რასაც ყოველდღე ვხვდებით, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რისთვის არსებობენ ისინი

ზოგჯერ ისე ვეჩვევით ჩვენს ირგვლივ არსებულ ნივთებს, რომ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ შეიქმნა ისინი სინამდვილეში. იქნება ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ჭრილი ჭიქის ძირში თუ ჯინსის მოქლონები.
image„შორტები“ კოლგოტებზე
***
ამ ელემენტს შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად 2 ფუნქცია: ფიგურის კორექტირება და პროდუქტის სიძლიერის გაზრდა დაუცველ ადგილას.
imageკალათის მარყუჟი
***
კალათის ეს დიზაინი არ არის შემთხვევითი. შეგიძლიათ მარყუჟებზე დაკიდოთ ჩანთა ან პაკეტები მყიფე შესყიდვებით, როგორიცაა კვერცხი.
imageკბილის ფიგურული საწმენდი.
***
ბევრ კბილის ჩხირს აქვს ნიმუშიანი (pattern; Узор) ზედა. ეს იმისთვისაა, რომ შესაძლებელი იყოს მისი მოტეხვა და სადგამის დაყენება კბილის ფიგურული საწმენდის ქვეშ, ისე რომ მაგიდას არ ეხებოდეს.
imageლენტი თავსაბურავის შიგნით.
***
ასეთ პატარა დეტალს აქვს 2 ფუნქცია: ის ამაგრებს ქუდს თავზე და ასევე შთანთქავს ოფლს და ხელს უშლის მის სახეზე ჩამოსვლას.
imageმიკროტალღური ღუმელის დაბურული მინა
***
მიკროტალღური ღუმელის ჩამუქებული მინა ერთგვარი "ფარადეის გალიაა", რომელიც დაბურულია მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები დაიცვას მიკროტალღური გამოსხივებისგან.
პერანგზე ჰორიზონტალური ქვედა მარყუჟი
imageჰორიზონტალური ქვედა მარყუჟი პერანგზე
***
ეს არ ეხება ყველა პერანგს. მაგრამ მაინც, ამ ნაწილსაც აქვს დანიშნულება: ასეთი მარყუჟი უფრო მჭიდროდ იჭერს ღილაკს, რადგან პერანგის ქვედა ნაწილი ზედმეტად ეხახუნება შარვალს და ქამარს, ხოლო სხეულის მოძრაობები სწორედ ჰორიზონტალურია, რაც ვერტიკალურ მარყუჟისთვის შეუძლებელიიქნებოდა, რადგან ვერ გაუძლებდა.
imageფერადი ნიშნები საბურავზე.
***
ხშირად საბურავებზე გამოსახულია ფერადი ნიშნები, რომლებიც საფრთხილოა ერთი შეხედვით, მაგრამ არა ამ შემთხვევაში რადგან ისინი არ მიანიშნებენ ხარვეზზე, არამედ მხოლოდ საბურავის სწორად დაყენებისთვისაა განკუთვნილი, მისი მძიმე და მსუბუქი ადგილის გათვალისწინებით.
imageხვრელი ნიჟარაში.
***
ეს ხვრელი, იცავს ნიჟარას რომ წყალი არ გადმოვიდეს და საშუალებას აძლევს ჰაერს გამოვიდეს სანიაღვრედან; - წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ძალიან ნელა გაედინება.
imageმოქლონი ჯინსებზე.
**
ეს არის "შემოძახილი" შორეული წარსულიდან, როდესაც ჯინსი სამუშაო ტანსაცმელი იყო მოქლონები უზრუნველყოფდნენ რა ჯიბეების სიმკვირვეს შესაძლებელი იყო მათში ყველა სახის მძიმე ნივთის უსაფრთხოდ გადატანა.
imageქსოვილის ნაჭერი ახალ ნივთთან ერთად.
***
ქსოვილის ეს ნაჭერი საერთოდ არ არის საჭირო მოქლონისათვის, როგორც შესაძლოა ბევრს ეგონა. ის განკუთვნილის მხოლოდ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ მოიქცევა ქსოვილი რეცხვისა და დაუთოების დროს.
imageბეწვი "კაპიშონზე"
***
ბეწვი არღვევს ჰაერის ნაკადს და ამავე დროს იცავს სახეს ქარისაგან; ამაში ვლინდება მისი ძირითადი და უპირველესი დანიშნულება.
imageგრძელი თასმები ნივთებზე.
***
მსგავსი თასმები იკერება ნივთებზე, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს ჩამოკიდება. ისინი ხელს უშლის ტანსაცმლის მხრებიდან ჩამოცურებას და ქსოვილის დეფორმაციას.
imageმაისურის გრძელი უკანა საყელოს ნაწილი "პოლო"
****
თავდაპირველად "პოლო" იყო სპორტული ტანსაცმელი, რომელიც შორტებში ან შარვალში იყო ჩატანებული, რადგან დახრისას არ უნდა გამოჩინილიყო სხეული.
imageჩაღრმავება ჭიქის ძირში.
***
ქსელის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩაღრმავება ჭიქის ძირში წყლის გადინების საშუალებას იძლევა, როდესაც ფინჯანი თავდაყირა დგას. მაგრამ სწორედ მისი წყალობით არ იქმნება ვაკუუმი და ფინჯანი "არ ეკვრის" ლამბაქს.
imageმარყუჟი ქურთუკის "ლაპელზე"
***
ამ მარყუჟში სვავენ "ბუტონიერს", მაგრამ მარყუჟი ამისთვის არ არის შექმნილი. ფაქტია, რომ თავდაპირველად ქურთუკებს მეორე "ლაპელზეც" ჰქონდა ღილაკი, რათა საჭიროების შემთხვევაში მამაკაცს ქურთუკი ზემოდან დაემაგრებინა. ახლა "ლაპელზე" ღილი აღარ არის მიკერებული, მაგრამ მარყუჟი მაინც დარჩა.
imageჯიბე საცვლის "გუსეტზე".
***
გასაგებია, რომ საცვლების "გუსეტი" კომფორტისთვისაა შექმნილი, მაგრამ რატომ არის ჯიბე? სინამდვილეში, ბევრი მწარმოებელი უბრალოდ არ თვლის საჭიროდ დროისა და ძალისხმევის დახარჯვას ორივე მხრიდან ნაკერებზე, რადგან ეს გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხზე. უნაკერო საცვლებზე, გუსეტი ჩვეულებრივ დამაგრებულია ორივე მხრიდან.
imageქუსლიანი ფეხსაცმელი
***
ეს არის ფეხსაცმლის დეტალი, რომლითაც ხელსაყრელია ცხენის ტარებისას და ცხენოსნობის დროს წონასწორობის დაცვა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ქუსლი ქალის მოდურ "ჩიპად" გადაკეთდა და მე-18-ე საუკუნეში ქალბატონები იცმევდნენ ქუსლიან ფეხსაცმელს, რათა ფეხები უფრო კოხტა გამოეჩინათ.





0
367
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0