x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ლიდერი როცა ციხეში გიკვდება, ის არ უნდა ისვენებდეს” - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა და "ენმ"-ეს ლიდერს ბრალი უმოქმედობაში დასდო. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ უნდა ისვენებდეს და გარეთ ხალხი გამოყვნილი მუდმივად უნდა ჰყავდეს. გთავაზობთ პოლიტიკოსის "ჯორჯიან თაიმსის"-თვის მიცემული ინტერვიუდან ფრაგმენტს:


"მელიამ რედისონში რომ შევიკრიბეთ, განაცხადა, რომ აქციებმა აქტუალურობა დაკარგაო. თანმიმდევრობა საინტერესოა – რევოლუციამდე სანამ მიიყვან საქმეს, მანამდე ძალიან მსხვილი და დიდი აქციები უნდა გქონდეს გაკეთებული და ქუჩაში უნდა იდგე, ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი ხალხი უნდა გამოიყვანო, როცა ხედავ, რომ ნამდვილად გიკვდება ადამიანი ციხეში. ძალიან მძიმდება ეს ადამიანი ციხეში, თვალსა და ხელს შუა.


ჩემი უკმაყოფილების მიზეზი ეს არის, ლიდერი როცა ციხეში გიკვდება, ეს ყველას ეხება, ყველას, ვინც “ძალა ერთობაშია”, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ის არ უნდა ისვენებდეს და მუდმივად ხალხი უნდა ჰყავდეს გამოყვანილი ქუჩაში.


ახლა რომ იძახის ემიგრანტების მობილიზებაა საჭიროო, ემიგრანტები 10 ნოემბერს რომ მოვიყვანეთ რუსთაველზე… იმ ემიგრანეტბის განცხადება ნახეთ, ალბათ, რამდენიმესი… უსაყვედურეს, აქ ვიყავით ჩამოსულები, მაგრამ არც მოხვედიო."- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში სტუმრობისას.







0
218
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
218