x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
"ვიღაც კაცი მომიახლოვდა, გაიწიე არ მოგხვდესმეთქი... ამ დროს ვიღაცამ..... " - რა შეემთხვა ირინა სარიშვილს

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც უკრაინის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშნის ტარებასთან დაკავშირებით ქუჩაში სულ რამდენიმე დღის წინ, შეემთხვა. ყოფილი დეპუტატის ფეისბუქპოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"დღეს ვიღაც ჭარმაგი კაცი მომიახლოვდა ქუჩაში, უკრაინის სიმბოლიკიან სამკერდე ნიშანზე დამაშტერდა და მეუბნება, აი ეგრე რო დადიხართ ზოგიერთები ამაყად, ჩვენც რო დაგვბომბონ მერეო? ხოდა ასე ახლოს რო დამიდექით, ცოტა შორს გაიწიე შენც არ მოგხვდესმეთქი. ამ დროს ვიღაცამ ჩამიარა "სლავა უკრაინეო" და უცბად მიხვდა ის ჭარმაგი, ომი რო არ უნდოდა რო გლახათაა მისი საქმე და ბურდღუნით გამშორდა.


ეგრე რა უფალო, დამიბალანსე ხოლმე და ხო ხედავ, ეს ამბავი ისე საყვარლად მოვყევი, ერთი ცუდი სიტყვაც არ მითქვამს " - წერს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.








0
383
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
383