x
image
fisunia krutunadze
საცურაო კოსტუმის შერჩევის 9 საიდუმლო, რომლის შემდეგაც აღარ დაიმალებით პარეოში
image1. ხაზი გაუსვით თქვენი ფიგურის მომხიბვლელობას.


***
ბევრ ჩვენგანს ერთხელ მაინც ცხოვრებაში, თავის თავისთვის დაუყენებია მიზნად, ფორმაში ყოფილიყო ცხელ ზაფხულთან შესახვედრად. საზღვაო სეზონზე ზედა დამატებითი სამოსის გარეშე გამოჩენის აუცილებლობა ბევრისთვის სტრესის მიზეზი ხდება. ტყუილად არ არსებობს ტერმინი "ბოდიბილდინგი", ხშირია შემთხვევები როდესაც ადამიანს დასცინიან მის ფიგურასთან დაკავშირებით, თითქოს მისი სხეული არ შეესაბემბა ''სილამაზის სტანდარტებს"


***
სოციალურ ქსელში შეგიძლიათ იპოვოთ მრავალი სტატია, თუ როგორ უნდა დამალოთ ფიგურის ხარვეზები. ჩვენ გთავაზობთ ფოკუსირებას სხეულის მოხდენილ და კოხტა მონაკვეთზე და ამის გაკეთების მრავალი გზა არსებობს.
თუ არ იცით საცურაო კოსტუმის რომელი მოდელი აარჩიოთ, გირჩევთ დაიწყოთ "ჰალტერით". შესაფერისია თითქმის ნებისმიერი ტიპის ფიგურისთვის. ასეთ საცურაო კოსტიუმებში თასმები კისერზე ფიქსირდება. რჩება მხოლოდ არჩევანის გაკეთება, თუ რომელ ვერსიაში იქნებით უფრო კომფორტული: განცალკევებული მოდეით თუ ერთიანით.


თუ საცურაო კოსტუმი ღია ზედა და მუქი ქვედა ნაწილისგან შედგება, ან პირიქით, გახსოვდეთ: სხვების თვალებს ანსამბლის ის ნაწილი მიიპყრობს, რომელიც უფრო ღიაა. ასე რომ, შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენთვის საჭირო ფიგურის ფართობზე.



მაღალწელიანი ქვედა ნაწილი დაგეხმარებათ თქვენი ფეხის სიგრძის წარმოჩენაში.
თუ ლამაზი ვიწრო მხრები გაქვთ, აირჩიეთ ასიმეტრიული საცურაო კოსტუმი შესაკრავი თასმების გარეშე ან მხოლოდ ერთ მარეს რომ იკვრებოდეს. ასეთი მოდელები ხაზს გაუსვამს ფიგურის მოხდენილ ნაწილს.


თქვენი სილუეტის სიმრგვალზე ყურადღების მიქცევისთვის, აირჩიეთ ნათელი და მდგრადი ფერები.


საოცარია, მაგრამ მოკლე თმის ვარცხნილობა თქვენს თეძოებს ვიზუალურად გაზრდის. გაითვალისწინეთ, თუ აპირებთ ვარცხნილობის შეცვლას ზაფხულის სეზონისათვის.


image

2. შეარჩიეთ სწორი ზომა


***
იმისათვის, რომ საცურაო კოსტუმი მორგებული იყოს თქვენზე, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ თქვენი საცვლების ზომაზე. და მაინც, სანამ ინტერნეტში მოდელის შეკვეთას დააპარებთ ან მის მისაღებად მაღაზიაში წახვალთ, გაიზომეთ პარამეტრები სანტიმეტრით.


ბევრ ქვეყანას აქვს საკუთარი ზომის სქემა, რაც ნიშნავს, რომ არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ ''ტეგზე" მოცემულ ციფრებს. თქვენ უნდა იცოდეთ რამდენი სანტიმეტრი გაქვთ ბიუსტის ქვეშ და თეძოებში. ასევე ბოდის "ჭიქის" სიღრმე.


საცურაო კოსტუმის ზედა და ქვედა ნაწილი ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ. ასე რომ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ იდეალური ზომა თქვენი სხეულისათვის.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, მაგრამ უფრო ძვირი დაჯდება: შეკვეთით საცურაო კოსტუმის შეკერვა.


image3. მიაქციეთ ყურადღება ქსოვილს.


***
ყველა საცურაო კოსტიუმი არ არის დამზადებული ერთი და იგივე ქსოვილისგან. მასალის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენად ხშირად და რა წყალში ბანაობთ. ფაქტია, რომ აუზის ქლორს, მაგალითად, შეუძლია გააფუჭოს თქვენი ჩაცმულობა.


ნეილონის საცურაო კოსტიუმები რბილი და კომფორტულია. ისინი ძალიან ელასტიურია და კარგად ჯდება. თუმცა, ისინი ზუსტად არამდგრადნი არიან ქლორის მიმართ და, მასთან კონტაქტისას, შეიძლება სწრაფად გახდეს გამოუსადეგარი.


პოლიესტერი არის რბილი, მაგრამ ძალიან გამძლე. ასეთი მოდელები გაუძლებს ქლორირებული აუზის წყალს.


ნეოპრენის საცურაო კოსტუმები შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბაზარზე. სინამდვილეში, ეს არის სინთეზური რეზინა, რომელსაც ხშირად იყენებენ მყვინთავის კოსტუმებისთვის. მჭიდრო, ძლიერი, გამძლე.


საცურაო კოსტუმების შესაქმნელად ასევე გამოიყენება სხვა მასალები, როგორიცაა ხავერდი, კორდურო, ბამბა. თუმცა, ისინი უფრო შესაფერისია მათთვის, ვინც მზის აბაზანებს იღებს, ვიდრე მათ, ვისაც ცურვა უყვარს.


ასევე ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის სიმკვრივეს. თუ ხშირად აპირებთ საცურაო კოსტუმის ჩაცმას ან მის ყიდვას სპორტისთვის, ეს მაჩვენებელი მაღალი უნდა იყოს.


image4. იმოძრავეთ სანამ წყალში ჩახვალთ.


***
საცურაო კოსტუმის ყიდვისას უნდა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად მოგიხდებათ. შეეცადეთ იმოძრაოთ მასში: დაჯექით, ადექით, დაიხარეთ. რომელიმე ამ მოძრაობით მან ფორმა არ უნდა შეიცვალოს და არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი.


image5. უარი თქვით ''უადგილო'' დეკორის ელემენტებზე.


***
საცურაო კოსტუმი პირველ რიგში კომფორტული უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ ლამაზი. ზოგიერთმა დეკორატიულმა ელემენტმა შეიძლება ნამდვილად გააფუჭოს თქვენი განწყობა კანის გაღიზიანების გამო. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მოდელების არჩევა ბალთებით, ქამრებით, მაქმანებით და სხვადასხვა გადატვირთული დეკორაციებით.


image6. ნუ შეგეშინდებათ არათანაბარი რუჯი.


***
ყოველწლიურად დიზაინერები გამოდიან ახალი პლაჟის მოდის ტენდენციებით. მათგან ზოგიერთი მოდელი, როგორც წესი, მოიცავს დეკორაციებს ბადის ჩანართების ან დამატებითი თასმების სახით. მაგრამ არ ინერვიულოთ ასეთი ელემენტების გამო არათანაბარი გარუჯვის შესახებ. თუ გსურთ ასეთი საცურაო კოსტიუმების ჩაცმა, მაშინ ეს უნდა გააკეთოთ. თუმცა, სანაპიროზე გასვლამდე გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება ან დაისვენეთ ქოლგის ქვეშ.


image7. გაითვალისწინეთ თქვენი კანის ფერი.


***
რა თქმა უნდა, საცურაო კოსტუმის ფერების არჩევანი წარმოსახვის სივრცეა. მაგრამ სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ რომელი კანის ტონებისა და ქსოვილების კომბინაციები გამოიყურება ყველაზე ხელსაყრელად. ჯერ უნდა დაადგინოთ რა ტიპის კანი გაქვთ. ამისთვის ნიკაპთან მიიტანეთ რაღაც თეთრი (ქაღალდის ფურცელი ან პირსახოცი). ამის საპირისპიროდ, ადვილი გასაგები იქნება: თუ კანი მოყვითალო ჩანს, მაშინ ის თბილი ტონალობაშია; ხოლო თუ გამოსცემს ლურჯს - ცივი.


კანის ტონების გასათბობად სტილისტები გვირჩევენ აირჩიონ სამოსი მიწიერი ფერებში. მაგალითად, მწვანე, მოკა, ბრინჯაო, მანგო, ზეთისხილი, ნათელი წითელი ან ოქრო.


ცივი ელფერით კანზე, ნათელი ფერები ჰარმონიულად გამოიყურება: ზურმუხტისფერი მწვანე, ლალისფერი წითელი, ჟოლოსფერი. და ასევე მშვიდი: მუქი ვარდისფერი, ლავანდისფერი.


image8. დაისველეთ საცურაო კოსტუმი სანაპიროზე გასვლამდე.


***
ზოგიერთი ქსოვილი, განსაკუთრებით ღია ფერები, გამჭვირვალე ხდება როცა სველდება. დამეთანხმებით, არასასამოვნო იქნება იმის აღმოჩენა, რომ თქვენნაირი საცურაო კოსტუმით წყალში ვერ შეხვალთ. ჯერ სახლში დაასველეთ საცურაო კოსტიუმი და სცადეთ. თუ ქსოვილი ბუნებრივ და ხელოვნურ შუქზე მკვრივი და გაუმჭვირვალე რჩება, ასეთ საცურაო კოსტუმში შეგიძლიათ მარტივად წახვიდეთ აუზზე ან ნებისმიერ წყალში.


image9. სწორად მოუარეთ საცურაო კოსტუმს.


***
იმისათვის, რომ საცურაო კოსტუმი დიდხანს გემსახურებოდეთ, საჭიროა მასზე სათანადო ზრუნვა. პირველი წესი: არ უნდა იყოს სველი ჩანთაში, ცელოფანში ან შესანახ ყუთში. გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ:


თუ ქლორებულ წყალში ბანაობთ, ყოველი გამოყენების შემდეგ საცურაო კოსტუმი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში.


არ არის რეკომენდებული საცურაო კოსტუმის სარეცხი მანქანაში გარეცხვა და მით უმეტეს, ქიმიური საშუალებების გამოყენება.


გააშრეთ ქსოვილი სუფთა ჰაერზე, მაგრამ არა მზეზე.


მოარიდეთ კოსმეტიკური პროდუქტების, როგორიცაა ლოსიონები და კრემები მასალის შეხებას, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ელასტიური ბოჭკო.


imageბონუსი: ნუ შეადარებთ თავს ჟურნალის მოდელებს.


***
ეს, ალბათ, მთავარი პირობაა, იმისათვის რომ სანაპიროზე თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი. ვუყურებთ რა მოდელების ფოტოებს საცურაო კოსტუმებით, რომლებიც იდეალურად ჯდება მათ იდეალურ ფიგურებზე და ჩვენ უნებურად ვადარებთ თავს მათთან. დაიმახსოვრეთ, ყოველი ასეთი ფოტოსესიის უკან დგას თავად ფოტოგრაფების, სტილისტებისა და მოდელების ტიტანური ნამუშევარი.


0
347
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0