x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
კონგრესში ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად მოხდა პენტაგონის მოსმენა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრის ფაქტებზე
image

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 50 წლის განმავლობაში პირველად, გამართა საჯარო მოსმენა აუხსნელი საჰაერო ობიექტების შესახებ.


პენტაგონის დაზვერვის ხელმძღვანელობამ 50 წლის განმავლობაში პირველად წარუდგინა მასალები კონგრესს, მათი მონაცემებით დაფიქსირდა 400 უცხოპლანეტელი და დაფიქსირდა ამერიკული გამანადგურებლების და რადიოსალოკაციო სადგურების მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირება, მათ შორის 11 უშუალო კონტაქტი საბრძოლო დისტანციაზე, თუმცა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები ყოველთვის წარმოუდგენლად მაღალი სისწრაფით ეცლებოდნენ ამერიკულ გამანადგურებლებთან საბრძოლო კონტაქტს.


პენტაგონის დაზვერვა "ბუზების დათვლით, რომ არაა ლუარსაბ თათქარიძესავით" დაკავებული ამას ჩემი მტკიცება არ ჭირდება, შესაბამისად გამოდის რომ არსებობს პარალელური განზომილება ან განზომილებები, სადაც უცხოპლანეტელები ბინადრობენ და ხანდახან ეწვევიან დედამიწას ჩვენთვის ამოუცნობი მიზნით.



image

სკოტ ბრეიმ, სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით: "მათ ჰქონდათ რამდენიმე შემთხვევა როცა აკვირდებოდნენ რადარების მონაცემებს, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები იყო დაფიქსირებული. ჩვენ არ შეგვიძლია დაწვრილებით მათი ტექნიკური მახასიათებლების აღწერა საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებშიც კი, მათი წარმოუდგენელი ტრაექტორიით ფრენის, სისწრაფის და ფრენის თავისებურებების გამო".


მან აგრეთვე წარმოადგინა ვიდეო, სადაც ამერიკულ საგემბანო მრავალფუნქციურ F18-ს (აღნიშნული თვითმფრინავი ერთდროულად გახლავთ გამანადგურებელიც, ბომბდამშენიც და მოიერიშეც) ჩაუქროლა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა.


ბრეიმ ასევე განაცხადა რომ მას უშუალოდ ფრენის პროცესში დაურეკა სამხედრო-საზღვაო ფლოტის უფროსმა მფრინავმა, რომლის ანგარიშზეა 2000 საათი საფრენოსნო გამოცდილება, მფრინავმა მას აუხსნა, რომ კვალში ჩაუდგა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს, თუმცა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის წარმოიდგენლად მაღალი სისწრაფით ფრენის გამო ვერ შესძლო მისი დევნის განხორციელება. ჩვენ ისევე, როგორც თქვენ გვაინტერესებს ინფორმაცია ამოუვნობ მფრინავ ობიექტებზე".
მან ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს ნაღმოსან "USS Russell"-ის თაზე გამოჩნდა სამკუთხედი ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც დრონი ეგონათ, რადგან გადაღება ღამის პირობებში მიმდინარეობდა, კადრების გაშიფრვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს იყო ამოუცნობი მფრინავი ობირქტი.
image
image

0
230
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230