x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492648
"სიღარიბის გამო არ მიმიღეს თბილისის "დინამოში" და მეც და მამაც ტირილით წამოვედით" - 10 წლის ფეხბურთელის წერილი საფრანგეთიდან

image10 წლის გიორგი ბეწუკლიშვილი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელია, საკუთარი თანხით უკრაინელი ხალხისა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დახმარებას გეგმავს.


წერილი პატარა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა (სტილი დაცულია)


"მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის. ემიგრანტი საფრანგეთიდან. მე ვარ საფრანგეთის ერთერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით მძიმე სიღარიბის გამო არ მიმირეს დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბში იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით და მეც და მამაც ტირილით წამოვედით. კარგათ მახსოვს რომ მამა არ მანახებდა ცრემლებს და ძალიან განიცდიდა. ისიც მახსოვს რომ არც შუქი გვქონდა და არც გაზი. ჩვენ ერთერთ ყოფილ ფოსტის უმოქმედო შენობაში ვცხოვრობდით თემქაზე. ვიყავით სოციალურად დაუცველები. მახსოვს ჩემს დეებს სკოლაში დასცინოდნენ იმის გამო რომ 21 საუკუნეში შეშის ფეჩით ვთბებოდით და ბოლის სუნი აგდითო. მახსოვს როდესაც უარით წამოვედით და ჩემხელა ბავშვები დარბოდნენ სტადიონზე ძალიან მინდოდა მეც მათნაირად ფორმა მცმოდა და მეთამაშა მაგრამ არ მიგვიღეს ადგილები არ გვაქვსო. უარით გამოგვისტუმრეს . ტირილით წამომიყვანა მამამ და მასაც ვამჩნევდი რომ თვალებზე ცრემლებს მალავდა. აი იმ დღიდან გადავწყვიტე რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და გაჭირვებული ადამიანებს დავხმარებოდი. ამ მძიმე პირობების და ამ უსამართლობის გამო ჩემს მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ საქართველო დაგვეტოვა და წამოვედით საფრანგეთში. უფლის წყალობით ჩემს თანატოლებში 3 ჯერ გავხდი ბომბარდირი და ამ სეზონში კი საუკეთესო შემტევად დამასახელეს. ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და როცა ყოველ შაბათ დღეს თამაში მაქვს მამა ყოველ გატანილ გოლზე ჯერ 5 ევროს ახლა კი 10 ევროს მაძლევს და ვაქუჩებდი ამ თანხას და გაჭირვებულ ოჯახს გამოვუგზავნე საქართველოში. ეს ჩემი ორი ოჯახის დახმარება იყო და ეხლა კი მესამეთ ვაპირებდი გადმოგზავნას რათაჩემი ნაშრომით მცირედით მაინც გამეხარებინა ვისაც ძალიან ჭირდებოდა. დღეს დღეობით ჩემს სიკეთის კულაბაში 110 ევროა და ვაპირებდი გამოგზავნას უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად . თუმცა სეზონის დამთავრებამდე კიდევ მაქვს დარჩენილი თამაშები და ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ რათა სიკეთის გოლები გავიტანო და სიკეთის კულაბაში გავზარდო თანხა. მინდა ჩემი ნაშრომი რაც მომიქუჩნდება გავყო და ნახევარი უკრაინელ ოჯახს დავეხმარო და ნახევარი მთავარ არხს გადმოვუგზავნო . თავს არ დავზოგავ რათა ჩემი მცირედი შრომით პატარა წვლილი შევიტანო ჩემს საქართველოს სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში. დიდება უფალს დიდება საქართველოს. მიყვარხართ თქვენი გიორგი საფრანგეთიდან" - წერს გიორგი.


2
1250
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1250
  
უნდა მიეჩვიოთ,რომ კერძო საკუთრებას პატივი სცეთ და ისეთ რაღაცაზე არ ედავოთ,რაც სადაო არაა. კერძო ბიზნესია და რამდენს ეგრე ბურთაობა მოუნდება,ყველას უფასოდ ხომ არ არბენინებენ აკადემიაში? რომან ფიფია არასოდეს მომწონდა და მაგარი სირია,მარა თავისი ბიზნესია და თავისი წესები აქვს. დაიბოღმო იმის გამო,რომ რაღაც უფასოდ არ მოგცეს,არის სრული სისულელე. თან ბავშვი რა სიტუაციას ავითარებს,საქართველომ არ დამაფასა,ყველა დაგვცინოდა და ეხლა მე მაინც გეხმარებითო. სკოლა უნდა გასწავლოს ცხოვრება,ამიტომაც ზოგს დასცინიან,ზოგს სცემენ და ზოგსაც სკოლიდან აგდებენ. თუ სკოლაში არ შეგიძლია ამის გადატანა,თავის დაცვა და ამის ფონზე კარგი ნიშნების შენარჩუნება,ცხოვრებისგან რას ელოდები აბა? რა გგონიათ,რომ გაიზრდებით და ყველა კარგად მოგექცევათ? იმ შავბნელ წლებში დავდიოდი სკოლაში,სწავლა პაზორი იყო,ჩანთით თუ მიდიოდი ყველა დაგცინოდა და ყველა ცდილობდა დაჩაგვრას,ფულსაც ართმევდნენ ვისაც ქონდა(მე არ მქონდა უმეტესად).სულ ჩხუბში ვიყავი და არავის ვაჩაგრინებდით თავს,ერთხელ არ დაგვიწუწუნია და ამ ათი წლის ბავშვმა რა ნახა ასეთი,რა დღეში აქვს აზროვნება. პრივილეგირებული მოსწავლეც ბევრი იყო,მარა დედას ვუფეთქბდით ყველას მასწავლებლიან პრივილეგირებულიანად,ვის ადარდებდა ეს და ვის დავაბულინგებინებდით თავს. რავიცი რა,რანაირად ზრდიან ამ ბავშვებს,ცხოვრება ხომ უნდა ისწავლონ,რა სულ მშობლები ეყოლებათ ან ვინმე დამცველი. უბანში ერთი უფროსი მეგობარი გვყავდა,სულ გვეუბნეოდა რო თუ რამე ისე არ გითხრეს და არ მოგეწონა,დაუშვით ეგრევე ტავპირშიო. თუ ვერ მოერევით ჩემთან მოდის მერეო,თუ არ იმოქმედებთ და არაფერს გააკეთებთ,თვალით არ დამენახოთო. გამოყოლაც შეეძლო ამ ჩვენ მეგობარს,მარა ჩვენით გვაცდიდა მოგვარებას,რათა ცხოვრება გვესწავლა და ვიღაც მობულინგე სირები გაგვეფარჩაკებია. დაგცინა? გაუქანე და მოარტყი ცხვირში,თუ გაიმეორა,შენც გაუმეორე და მესამედ აღარ გაგეკარება. შეგიძლია გაიქცე დედიკოსთან,მარა ცხოვრებაში სულ დედიკო არ გეყოლება,მოგიწევს შენი თავის დაცვა ისწავლო,რაც უფრო ადრე უკეთესია. ამ ბიჭის მამაც მაგარი ყოფილა,თუ ფული არ გქონდა,სად მიგყავდა ბავშვი,ჯერ გაგერკვია და მერე მიგეყვანა.
ჯერ ერთი,ფულის გამო უარს არ ეტყოდნენ,თუ დაინახავდნენ რო ნიჭი აქვს და ბურთისგან შორს არ არის. თუ ჩვეულებრივი,თავის თანატოლებისგან არაფრით გამორჩეული იყო,მაშინ ფული უნდა გადაეხადა. დინამო თბილისს კარგი აკადემია აქვს,მაგრამ დასაწყისთვის არც საბურთალოს აკადემიაში მისვლა იქნებოდა ცუდი.

ახლა მეორე,შემტევი თავდასხმელი რას უნდა ნიშნავდეს ნეტა :) საკუთარი პოზიციის დასახელება არ იცის და უკვე რამხელა ამბიცია აქვს. თავდასხმელი თავდასხმელია და შემტევის დამატება აღარ უნდა. ალბათ,შემტევ ნახევარმცველს გულისხმობდა. 10 ბოვშია და მამა ჯიგრობს,გოლს თუ გაიტან 5 ევროს გაჩუქებო და ამას რა ამბიციები აქვს თურმე. 10 წლის ასაკში რო ფულის გამო გატანაზე იფიქრებ,20 წლის ასაკში მიმტანად მოგიწევს მუშაობა. ამ ასაკში ფეხბურთის თამაში უნდა გსიამოვნებდეს,თორე ეგრე არაფერი გამოვა და სხვა ქართველი ფეხბურთელებივით მოიქცევა,ფულს დახამდე და წავა სადღაც ტრ***. ქუთათელაძე იყო პსჟ აკადემიაში,მაგარი ბიჭიაო მთელი საქართველო გაიძახოდა და რუსეთის ჩემპიონატში წავიდა ტიპი 19 წლის ასაკში.

და მესამე,სიმწრით მოგროვებულ ფულს რო გვარამიას გადასარჩენად გადარიცხავ,არც ტვინში ექნება ყველაფერი წესრიგში. ამ ხალხმა ბევრი ფული მოიპარა და ახლა ღარიბები უგროვებენ ფულს მდიდრებს,ანომალიაა ხო? უკრაინის დახმარება გასაგებია და კარგი საქმეა,მარა მთავარი არხის დახმარება რატო შვილო?! ვინც სიღარიბეში ჩაგაგდო,რატო ეხმარები და რატო იზომბებ თავს პატარა ასაკიდანვე. მთავარი არხის ყველაზე წყალწაღებული "ჟურნალისტის" ხელფას გადახედე და მიხვდები რასაც ვიძახი. საცოდაობა და ტვინგამორეცხილობა მეტი გინდა,ბავშვს მთავარ არხს აყურებინებდე და ამ ასაკიდანვე მიშაენდნიკაფრიის აყვირებდე
0 1 2