კულტურა "მისი მუსიკა ყველას აქვს მოსმენილი" - გარდაიცვალა ლეგენდარული ვანგელისი 2022, 20 მაისი, 12:47 ბერძენი კომპოზიტორი ევანგელოს პაპატანასიუ, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ვანგელისი, 17 მაისს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება გაზეთი Kathimerini-ი გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა მანამდე, როგორც ცნობილია, მუსიკოსი გარდაცვალებამდე საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს კორონავირუსის დიაგნოზით. „დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ დიდი ბერძენი ევანგელის პაპატანასიუ გარდაიცვალა სამშაბათს, 17 მაისს, გვიან ღამით, “ - დაადასტურა იურიდიული ფირმამ, რომელიც წარმოადგენდა ვანგელისს. ვანგელისი დაიბადა 1943 წლის 29 მარტს საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში. ის იყო თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი და ბერძნული ჯგუფის Aphrodite's Child-ის დამფუძნებელი. თანამშრომლობდა ბრიტანულ ჯგუფ "Yes"-თან და მის ვოკალისტთან ჯონ ანდერსონთან. მისი კარიერის განმავლობაში ვანგელისის შემოქმედებას სხვადასხვა ტერმინებით აღწერდნენ - „სინთეზატორული მუსიკა“, „ელექტრონული მუსიკა“, „ნიუ ეიჯი“, „პროგრესიული“, „სიმფონიური როკი“, „სპეის მუსიკა“. რამდენიმე ათეული სოლო ალბომის გარდა, ვანგელისმა ჩაწერა საუნდტრეკები მრავალი მხატვრული ფილმისთვის, მათ შორის, "ცეცხლოვანი ეტლები" (1981, რეჟისორი ჰიუ ჰადსონი), სამართებელზე მორბენალი" (1982, რიდლი სკოტი) და "1492: სამოთხის დაპყრობა"(1992, რიდლი სკოტი) 1993 წელს მან შექმნა ვოკალური სიმფონია "Mythodea", რომელიც 2001 წელს გახდა NASA-ს მარსის ოდისეის მისიის ოფიციალური მუსიკა და შესრულდა ათენის ზევსის ტაძარში "კულტურული ოლიმპიადის" ფარგლებში 2004 წლის ოლიმპიადის გახსნის წინა დღეს. 1996 წელს ვანგელისმა დაწერა საუნდტრეკი ჟაკ კუსტოს ერთ-ერთი ფილმისთვის "წყალქვეშა ოდისეა", მაგრამ მასალის მოსმენის შემდეგ ფილმის შემქმნელმა უარი თქვა მუსიკაზე და განმარტა რატომ: "არავინ უყურებს ჩემს ფილმს, ყველა მოუსმენს. მხოლოდ შენს მუსიკას." ასე ჩნდება ალბომი "Oceanic". 1998 წლის შემოდგომაზე ვანგელისმა გამოუშვა ახალი ალბომი El Greco. 2002 წელს ვანგელისი გახდა იაპონიასა და კორეაში მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის ავტორი. ვანგელისის გარდაცვალებას გამოეხმაურა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პირველი პიონერი, ლეგენდარული ფრანგი მუსიკოსი ჟან ჟაკ მიშელი: "ძვირფასო ვანგელის, ჩვენ ყველას სამუდამოდ გვემახსოვრება შენი უნიკალური შეხება და შენი ამაღელვებელი მელოდიები. შენ და მე ყოველთვის ამდენი ხნის განმავლობაში ვიზიარებდით ერთი და იგივე სინთეზატორებისა და ელექტრონული მუსიკის მიმართ გატაცებას. მშვიდად განისვენე, JMJ x" 242 5-ს მოსწონს
|