x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120421
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
რიანა და რეპერი A$AP Rocky უკვე მშობლები გახდნენ, წყვილს ბიჭი შეეძინა

TMZ-ს ცნობით, მომღერალი რიანა და მისი საქმრო პირველად გახდნენ მშობლები, მათ ბიჭი შეეძინათ.


ინსაიდერების თქმით ბიჭი 13 მაისს გაჩნდა, თუმცა მისი სახელი ჯერ-ჯერობით უცნობია.image


წყვილის რომანის შესახებ ჭორები პირველად 2020 წელს გაჩნდა, მაგრამ მხოლოდ 2021 წელს ოფიციალურად დაადასტურეს ურთიერთობა. მიმდინარე წლის იანვარში მათ განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდნენ. მომღერლის თქმით, ორსულობა დაგეგმილი არ ყოფილა. გარდა ამისა, ნიშნობის მრავალი ჭორის მიუხედავად, წყვილი არ არის დაქორწინებული.

ორსულობის დროს რიანა ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში ტანსაცმლით, რომელიც მკვეთრად უსვამდა ხაზს მის მუცელს. როგორც მომღერალმა ინტერვიუში თქვა, მას სურდა შეეცვალა ხალხის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი დედა.image
“როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, ჩემთვის გავიფიქრე: მომავალი დედების განკუთვნილ განყოფილებებში საყიდლებზე არ ვივლიდი. ჩაცმა ძალიან სახალისოა. არ დავუშვებ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი გაქრეს, იმის გამო, რომ ჩემი სხეული შეიცვლება."- განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.



0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0