x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120583
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში და რატომ დავბრუნდით დედამიწაზე?
რა ვიცით ჩვენი წინა ცხოვრების შესახებ? საინტერესოა! ეზოთერიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ რეინკარნაციის დროს სული თან ატარებს გარკვეულ ინფორმაციას და გაკვეთილებს წინა ცხოვრებიდან. ჩვენთვის დამხასიათებელი საქმის კეთების სურვილი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ წარსულის ცხოვრება ქვეცნობიერს აქვს დამახსოვრებული და მინიშნების სახით გვახსენებს ახლანდელში.



image



იმისათვის, რომ გავიგოთ თუ ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში და რატომ დაბვრუნდით დედამიწაზე, დაგვჭირდება ჩვენი დაბადების თარიღების გამოყენება, რათა მივიღოთ ერთი კონკრეტული რიცხვი. პირობითად მოგიყვანთ მაგალითს და მის მსგავსად თქვენი დაბადების წლის და რიცხვის მიხედვით გამოთვალეთ. მაგალითად, ვთქვათ თქვენ დაიბადეთ 1987 წლის 13 მაისს. გამოთვლა იქნება შემდეგი: ყველა რიცხვს სათითაოდ შეკრიბავთ - 1+9+8+7+1+3+0+5=34. შემდეგ, შედეგი უნდა დაიყვანოთ ერთ რიცხვამდე, ამიტომ 34-ს დაშლით 3 და 4 რიცხვებად და შეკრიბავთ: 3+4=7. ასე, რომ მივიღეთ საჭირო რიცხვი და ეს არის 7.



image



საჭირო რიცხვის მიღების შემდეგ კი წაიკითხეთ თქვენთვის განკუთვნილი ახსნა.



ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში და რატომ დავბრუნდით დედამიწაზე?


image



1. წინა ცხოვრებაში თქვენ იყავით მმართველი ან გენერალი, თუმცა მოქმედებდით არა თქვენი სინდისით, არამედ ინტერესებისთვის. გაქვთ ლიდერობისა და ბრბოს კონტროლის ნიჭი, ამიტომ გამოიყენეთ ის, მაგრამ ნუ გაიმეორებთ წარსულის შეცდომებს.




2. ბუნებით დახვეწილი არსება ხართ, წინა ცხოვრებაში შემოქმედებითი პროფესიის იყავით. მაგალითად, მხატვარი ან მწერალი, მაგრამ ვერ მოიპოვეთ საყოველთაო აღიარება. თუ აქამდე არ გიცდიათ, შეგიძლიათ ხატვა ან წერა სცადოთ. პოპულარობა საუკეთესოდ მიიღწევა მთავარ პროფესიაში.





image



3. წინა ცხოვრებაში ბედი თქვენთან თამაშობდა და თქვენი ცხოვრება სიკეთისა და ბოროტების ზღვარზე იყო. სავარაუდოდ, ცნობილი იყავით, მაგრამ საინტერესოა, გულწრფელად მოიპოვეთ პოპულარობა? სწორედ ამიტომაა ახლა რომ გიყვართ ყურადღება და კომპლიმენტები. გირჩევთ, რომ იყოთ უფრო კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოთ წარმატებას.




4. ადამიანები, რომელთა მთავარი რიცხვი 4-ია, წინა ცხვრებაში ბრძენები ან მასწავლებლები იყვნენ. თქვენ კიდევ ერთხელ მოხვედით დედამიწაზე, რათა განაგრძოთ თქვენი ვალდებულებები და სიმართლე მიიტანოთ მათ გონებაში, ვისაც უჭირს რამის გაგება. თქვენთვის იდეალური პროფესიაა მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი. მაგრამ ასევე კარგი მშობლებიც გამოდიან თქვენგან, ამიტომ გირჩევთ არ გაჩერდეთ ერთ შვილზე.




image


5. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა ხუთს ავალდებულებს იყოს პატიოსანი და სამართლიანი მოსამართლე. სავარაუდოდ, წარსულში თქვენ წარმატებით შეასრულეთ თქვენი ცხოვრებისეული მიზანი, მაგრამ სწორედ ამით მოიხვეჭეთ ბევრი მტერი. სიმართლისთვის წამებულები დაბრუნდნენ იმისათვის, რომ იცხოვრონ საკუთარი სიამოვნებისთვის.




6. სხვების დახმარება ექვსი ნომრის მიზანია. რამდენიმე საუკუნის წინ თქვენ წარმატებით ეწეოდით სოციალურ საქმიანობას ან მკურნალობდით სხვებს. თქვენ ბევრს მიაღწიეთ თქვენს პროფესიაში და დიდი ალბათობით გახდით გამოჩენილი მეცნიერი. დაბრუნდით იმისათვის, რომ მრავალი ახალი აღმოჩენა გააკეთოთ და არა მხოლოდ მედიცინის სფეროში. თქვენი მთავარი ამოცანაა ენდოთ თქვენს ქვეცნობიერ მეხსიერებას და იყოთ საუკეთესო თქვენს ბიზნესში.



image



7. საოცარი სიმშვიდის მქონე ადამიანი იყავით, მტრები არ გყავდათ. თქვენი დევიზი იყო - "არა ძალადობას". მოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ დარწმუნების თეორიით. სავარაუდოდ, წინა ცხოვრებაში წარმატებული ვაჭარი ან ელჩი იყავით. თქვენი ავტორიტეტი უდაო იყო და ყველას ეხმარებოდით ნებისმიერ სიტუაციაში. დარწმუნდით, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.




8. სამწუხაროდ, რვიანებს ამ ცხოვრებაში კარმული ვალის გადახდა უწევთ. წინა ცხოვრებაში თქვენ ატყუებდით ადამიანებს სარგებლის მისაღებად და დაუსჯელი დარჩით. რვიანები არიან თაღლითები ან მეკობრეები. ამიტომ ახლა გიჭირთ "ნამდვილი ახლო" ადამიანის პოვნა. ცოტაც მოითმინეთ და ბედი ისევ მოწყალე იქნება თქვენთვის.




image


9. ცხრას აქვს მკაფიო გაგება, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად. ალბათ წინა ცხოვრებაში ფილოსოფოსი იყავით, საუბრობდით მარადიულობაზე და სვამდით კითხვებს ყოფაზე. ჩვენს დროში, თქვენ უნდა შეეცადოთ განავითაროთ თქვენი წარსული უნარები და გაზარდოთ თქვენი სულიერება, მაგრამ აუცილებლად დაეხმარეთ სიტყვით მათ, ვინც ამას ითხოვს.




image



0
746
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
746
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0