x
image
თაზუ
7 ყველაზე საშინელი ნახატი მსოფლიოში
image


"The Ghost of a Flea", "Medusa" და "Saturn Devouring His Son" - ამ სტატიაში გაეცნობით 7 ყველაზე საშინელ ნახატს მსოფლიო ხელოვნებაში.


"The Death of Marat", ედვარდ მუნკი (1907 წ)


image



მსოფლიო კულტურაში, სიკვდილის თემა ბურუსითაა მოცული - არავინ იცის თუ რა ელის ადამიანებს იქითა სამყაროში, ამიტომ ამაზე საფიქრელი დრო და სივრცე ნამდვილად დიდია. ამასთანავე, ცხოვრების დასრულება სხვადასხვა გზით შეიძლება: თვითმკვლელობით ან სხვა ადამიანის ხელისაგან. ამ უკანასკნელის გაანალიზება, შეგუება ან მიღება კი თითქმის შეუძლებელია. ედვარდ მუნკის ეს ნახატი ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ მკვლელობას ისტორიაში, რომლის დაჯერება ძნელია. 1793 წლის 13 ივლისს, შარლოტა კორდე, ცნობილი პოეტის, კორნელიას, შვილიშვილი, შევიდა ჟან-პოლ მარატის, "სისხლიანი" ფრანგული რევოლუციის ორგანიზატორის, სააბაზანოში და დაჭრა მამაკაცი დანით. "ისტორია იცნობს ბევრ პოლიტიკურ მკვლელობას, რომელსაც უფრო მძიმე შედეგი მოყვა, ვიდრე შარლოტა კორდეს საქმეს, - წერდა მარკ ალდანოვი. - თუმცა, იულიუს კეისარის მკვლელობას თუ არ ჩავთვლით, არცერთ სტორიულ მკვლელობის ცდას არ გამოუწვევია ამხელა განცვიფრება და აღშფოთება საზოგადოების მხრიდან. ასეთ რეაქცის ბევრი მიზეზი ჰქონდა - დაწყებული მოკლულის და მკვლელის პიროვნებიდან, დამთავრებული მკვლელობის ადგილით: სააბაზანო ოთახი". 25 წლის გოგონას მიერ ჩადენილი რეზონანსული დანაშაული რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მწავე დისკუსიის საგანს. ერთი მხარე შარლოტას გმირად თვლიდა, რომლის ხელითაც სამართლიანი შურისძიება აღსრულდა, მეორე მხარე კი, მიიჩნევდა მას ფრანგ ფანატიკოსად და კონტრევოლუციური შეთქმულების მონაწილედ. ხელოვნების მოღვაწეებმაც გამოთქვეს აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით - საკუთარი შემოქმედების სახით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უფრო უთანაგრძნობს ედვარდ მუნკი - შარლოტას თუ მის მსხვერპლს?


"Hell", განს მემლინგი (დაახლოებით 1485 წ)


image


განს მემლინგი თავის ნაშრომებში ხშირად ეხებოდა რელიგიურ თემატიკას. მაგალითად, მის ერთ-ერთ ადრეულ შედევრად იქცა ტრიპტიქი "The Last Judgment", რომელიც დეტალურად ასახავს ქრისტიანების მომავალს მას შემდეგ, რაც სრულდება მათი ამქვეყნიური ცხოვრება და მათი სული წარსდგება ღვთის წინაშე. ნახატი "Hell" ითვლება ამ ტრიპტიქის სიუჟეტის ერთ-ერთ გაგრძელებად. ჩვენს წინაშეა ჯოჯოხეთის ილუსტრაცია: საშინელი არსება, რომელიც "ახრჩობს" ცოდვილებს, ცეცხლის ალში გახვეულთ და დრაკონი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს. დემონის თავზე არსებული ლოზუნგი კი გვამცნობს, რომ : "ჯოჯოხეთიდან უკან მოსაბრუნებელი გზა არ არსებობს". დამეთანხმებით, სიუჟეტი საკმაოდ ბნელი და შიშისმომგვრელია. საეჭვოცაა, რომ ნებისმიერ ადამიანს მოუნდეს მისი ყურებით "ტკბობა" ყოველდღე, თუმცა ერთ-ერთი ჰოლანდიური ეკლესიის მრევლს - მოუწია. მე-15-ე საუკუნეში, განს მემლინგის ნახატი საკურთხეველზე მოათავსეს, რათა მორწმუნეები ბოროტი და ცოდვილი მოქმედებებისაგან დაეცვათ.


"The Nightmare ", ფიუსლი იოჰან ჰაინრიხ (1781 წ)


image


გესიზმრებათ თუ არა კოშმარები? აი, მხატვარ ფიუსლი იოჰან ჰაინრიხს ნამდვილად გამოუცდია ის საშინელი გრძნობა, რომელიც შუაღამისას, ცივ ოფლში, ცუდი სიზმრებისაგან გაღვიძებისას ჩნდება - სხვა შემთხვევაში, რითი უნდა აიხსნას მისი ნამუშევრების საშინელი რეალიზმი ამ თემასთან დაკავშირებით? მან ბევრი იმუშავა საკუთარი " ღამის კოშმარის" იდეალური ვარიანტის შესაქმნელად, დახატა რა, სრულად, სიუჟეტის 4 ვარიანტი. ითვლება, რომ მან შთაგონება ნაწილობრივ ინგლისური ლეგენდებიდან მოჩვენებების შესახებ მიიღო, ნაწილობრივ კი - ძილის პარალიზიდან. ნახატის ის ვარიანტი, რომელი ზემოთაა მოცემული, დღესდღეობით ინახება ხელოვნების ინსტიტუტში, დეტროიტში. მასზე გამოსახულია გოგონას გადახრილი ფიგურა თეთრ სამოსში, რომელზეც ზის დემონური არსება - რომელიც რეალურად ასახავს ყველაზე საშინელ ღამის კოშმარებსა და იწვევს დაუოკებელ შიშს. თეთრი თვალების მქონე ცხენის თვალები, ნახატის უკანა ფონზე, იდუმალი ბურუსითაა მოცული, რაც წარმოდგენილ სიუჟეტს სიურრეალიზმის განცდას მატებს.

"The Ghost of a Flea", უილიამ ბლეიკი (1819-1820 წლები)


image


დღევანდელი სტატიაში არსებული თემიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საშიშ მომენტს ის ფაქტი ქმნის, რომ ზოგიერთი მხატვარი ნამუშევრების შესაქმნელად შთაგონებას ღებულობდა რეალური ცხოვრებიდან. გაგიკვირდებათ, თუმცა უილიამ ბლეიკის ეს ნახატი "The Ghost of a Flea" - გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამის დაჯერება რთულია, განსაკუთრებით კი, როდესაც ვხედავთ, რომ ნახატზე გამოსახულია ნახევარცხოველი და ნახევადამიანი.ურჩხულს ხელში ცარიელი ფინჯანი უკავია, რომელზედაც იგი სრულად კონცენტრირებულია. დღესდღეობით, უილიამ ბლეიკი მიჩნეულია გამორჩეულ მხატვრად, თუმცა თავის დროზე, იგი სხვაგვარად დაახასიათეს - მას უბრალოდ "გიჟი" უწოდეს. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მასთან მიდიოდნენ სხვადასხვა არსებები - ანგელოზები, დემონები, მოჩვენებები და სხვა არსებები სხვა სამყაროებიდან - ისინი პოზიორობდნენ მხატვრის წინაშე და ყურში ლექსებს სჩურჩულებდნენ.


"Flaying of Marsyas", (ფრაგმენტი), ტიციანი (1570-1576 წლები)


image


ტიციან ვეჩელიო - რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი მხატვარია. როგორც ვიცით, ამ მიმართულების მიმდევრები ხელოვნებაში მიმართავდნენს ანტიკურობას, როგორც ჰუმანური ურთიერთობებისა და იდეალური ადამიანის "იმიჯის" მაგალითს. თუმცა უძველესი მითი, რომელიც მიჩნეულია ტიციანის ნახატის "Flaying of Marsyas" საფუძვლად, არანაირ კავშირში არ მოდის ჰუმანიზმსა და იდეალურობასთან. ავტორის თანახმად, აპოლონი და მარსია ცხარედ წაკამათდნენ იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უფრო დიდი უნარი - ღმერთს თუ სატირას. ამ კამათის შედეგი კი ნათლადაა გამოსახული ტილოზე: აპოლონი, რომელიც ძალზედაა გაცხარებული და ადამიანის უკიდურეს სისასტიკის ზღვარზეა მისული, ემზადება თავხედი სატირის დასასჯელად, რომელიც მას ეურჩა. სიკვდილით დასჯის მაყურებელ მამაკაცთა სახეებზე თქვენ ვერ შეამჩნევთ თანაგრძნობის პატარა ნიშანსაც კი. პირიქით, ისინი დიდი ინტერესით შესცქერიან მათ წინ დატრიალებულ უბედურებას. ძაღლებიც კი, რომლებიც ბევრ კულტურაში აღიქმებიან, როგორც ადამიანის მეგობრები, ამ ნახატზე გვაკვირვებენ თავისი უგულოობით. ერთ-ერთი მათგანი მოშორებით დგას და მტაცებლური სახით დასცქერის აპოლონის ქმედებებსა და მარსიის ტკივილს. მეორე ძაღლი კი, ხარბად ეწაფება სისხლის გუბეს. ანგელოზიც კი, ვიოლინოთი ხელში, არ ჩქარობს ჩარევას და საშინელი მსხვერპლშეწირვის შეჩერებას, ის მხოლოდ მაღლა იყურება იმ იმედით, რომ მოხდება სასწაული და აპოლონი შეიბრალებს სატირას.


"Medusa", (ფრაგმენტი), კარავაჯო (1597 წ)


image


და კვლავაც, ჩვენ წინაშეა პერსონაჟი მითოლოგიიდან - ურჩხული ქალის სახითა და თმების ნაცვლად - გველით, მის მზერას კი შეუძლია ადამიანი ქვად აქციოს. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ეს ტილო მხატვარს თავისი ნებით არ დაუხატავს - ეს იყოს სპეციალური შეკვეთა კარდინალისაგან, ფრანჩესკო დელ მონტესაგან, რომელმაც გადაწყვიტა გადაეცა ეს სპეციფიკური ძღვენი დიდებული ჰერცოგისთვის, ფერდინანდ I-სთვის, მისი მეგობრობის მოსაპოვებლად. ეს მხოლოდ მე-20-ე საუკუნეში დაიწყო ერთურთისთვის საყვარელი პანდებისა თუ იშვიათი ჯიშის, პატარა ძაღლების ჩუქება, მაქამდე, შუა საუკუნეებში, პატივსაცემი იყო სრულიად სხვაგვარი ძღვენები.


"Saturn Devouring His Son", რუბენსი (1636-1638 წლები)


image


და ისევ - ძველბერძნული ლეგენდა. იგი გვატყობინებს, რომ რომაულმა ღმერთმა, სატურნმა, შეიტყო საშინელი წინასწარმეტყველების შესახებ, რომლის თანახმად, მას ერთ-ერთი ვაჟიშვილი "ტახტიდან" ჩამოაგდებდა. ასეთი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, სრულიად არ აწყობდა დიდებულ სატურნს, ამიტომ პრობლემის გადაჭრა მან რადიკალური გზით - უბრალოდ ყველა თავისი პოტენციალური კონკურენტის შეჭმით გადაწყვიტა. ზუსტად ასეთ მომენტს - "პრობლემის მოშორება" - ვხედავთ რუბენსის ნახატზე. სხვათაშორის, 200 წლის შემდეგ, საშინელი სიუჟეტის გამეორება გადაწყვიტა სხვა მხატვარმაც - ფრანსისკო გოიამ. შეგვიძლი თავისუფლად ვთქვათ, რომ მისი ტილო უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ორიგინალი.


image






0
895
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
895
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0