x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
"რუსეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკებები, თუ უკარინული მხარე მათ დაუბრუნდება" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

image

"მოსკოვი მზადაა განაახლოს დიალოგი კიევთან, თუ უკრაინული მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების განზრახვას გამოიჩენს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ" - ამის შესახებ TASS-ი იტყობინება.

"მოლაპარაკების პროცესი ჩვენს მიერ არ შეწყვეტილა. ის შეაჩერეს ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა. როგორც კი ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ დადებითად გამოვეხმაურებით", - განაცხადა მან.


რუდენკომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლების მთავარი პირობა განხილვის საგნის არსებობაა. ასევე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მომზადების შესახებ გაეროს, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით, რაზეც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

დასავლეთის აგრესიულ კურსთან დაკავშირებით არამეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობის გადახედვის თემაზე, რუდენკომ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ნამდვილად საჭიროებს კორექტირებას.

„კონცეფციის კორექტირებაა საჭირო, რადგან ბოლო სამი თვის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც უნდა აისახოს ჩვენს კონცეფციაში" - განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინული მხრიდან დიალოგის გაგრძელების სურვილს ვერ ხედავს. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ამ დროისთვის პროგრესი არ არის.

"24 თებერვალს ღამით ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა დონბასში სპეცოპერაციის ჩატარება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ხელისუფლების გეგმები არ მოიცავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა დენის პუშლინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოგერიებაში" - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები.

7
188
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
188
  
19 მაისი, 20:39
არ მე ჩამოგრჩებით მაგ საქმეში :D
19 მაისი, 20:10
გამოვა და უგინებელს არ დავუტოვებ არავის...
19 მაისი, 20:05
ახლა გამოხტება ვიღაც რუსეთუმე და იტყვის: რუსეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინას არ უნდაო....
19 მაისი, 20:03
არა მგონია აურიონ, უკრაინას ისეთი დონის მრჩევლები ყავს უკვე ამერიკელების და წამყვანი ევროპული ქვეყნის დიპლომატების და პოლიტიკოსების სახით.
19 მაისი, 19:46
თავსისთავად. აბა ისე მოლაპარაკებაზე ვინ ალაპარაკდებოდა? დიპლომატიური გზით ეცდებიან აუბნიონ თავგზა უკრაინელებს. იმედია არ გამოუვათ.
19 მაისი, 19:43
სასაცილოდ სამარცხვინოები არიან, უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღიდან სთავაზობდა ფართო ფორმატის მოლაპარაკებების გამართვას.
აგებენ ომს და გამოძრომა უნდათ, თან ისე სახე მთლად არ დაკარგონ. :)))
0 1 7