x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 ტრენდული ნივთი, რომელთა შესახებ ყველა საუბრობს და მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა კარგავენ აქტუალობას
image ყოველ სეზონზე, მის უდიდებულესობა მოდა გარკვეულ ნივთებს განსაკუთრებულ ქება - დიდებას და ხოტბას ასხამს.., მაგრამ ასეთივიე სისწრაფით და უმოწყალოდ ემშვიდობება მათ. ის რაც გუშინ მისაღები და მოდური იყო, დღეს მის შეძენისას მოდის მოყვარულები არაერთხელ დაფიქრდებიან.
imageთეზოებზე ამოჭრილი ჯინსი
***
დროა დაივიწყოთ ერთჯერადი ჯინსის ტენდენციები. თეძოებზე ან დუნდულოების ქვეშ ჯიბეების ნაცვლად ამოჭრილი მოდელები საკმაოდ ექსტრავაგანტულად გამოიყურება. გასულ სეზონში ამ ჯინსმა ააფეთქა სოციალური ქსელები მოდის ბლოგერებისა და სტილის გურუების წყალობით, მაგრამ ამჯერად ის თანდათან უკანა პლანზე გადადკს და უჩინარდება.
რაც ნამდვილად არ გამოვა მოდიდან არის უფრო კლასიკური მოდელები, უნივერსალური ნებისმიერი ქალის კომპლექტისთვის: სწორი ან ფართო მოდელის ჯინსი, მაღალი ან დაბალი წელით.
imageმიკროგარდიგანი
***
მიკროკარდიგანი პოპულარული იყო რამდენიმე სეზონის წინ, ახლა კი ის დარჩა მხოლოდ ყველაზე გაბედული მოდის მიმდევრების გარდერობებში. მის ქვეშ თითქმის შეუძლებელია ისეთი ფენის პოვნა, რომელიც არ გააფუჭებს მთელ გამოსახულებას, ამიტომ ჰეილი ბიბერის მსგავსი ვარსკვლავები მას პირდაპირ შიშველ სხეულზე იცმევენ. ეს გამოიყურება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ღიად, და ყველა ქალს არ შეუძლია დაიკვეხნოს იდეალური პარამეტრებით, თავი მოიწონოს ქსოვილის ამ პატარა ნაჭერში.
imageგამოსასვლელი ბოდე
***
დროა ვაღიაროთ: ბოდი არ არის ყველაზე პრაქტიკული ნივთი გარდერობში. იჭრება სხეულში და იწვევს დისკომფორტს, ძნელია მისი დამაგრება-გახსნა, ხოლო მასში ქალბატონების ოთახში სიარული უფრო ქვესტს ჰგავს.
დიზაინერებმა იპოვეს ერთადერთი, მაგრამ საკმაოდ ორაზროვანი გამოსავალი: მისი ტარება საგარეოდ. დამეთანხმებით, გამოიყურება საკამათოდ, უცნაურად და გამომწვევად.
imageტოტალური ოვერსაიზი (ანუ ყველაფერი დიდი ზომის)
***
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი ტენდენცია დიდი ზოის ტანსაცმლის ტარებიას ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას. და ტოტალური დიდი ზომის იმიჯი უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული საერთოდ. დღეს მთავარი ტენდენციაა არაფერი არ იყოს ზედმეტი და არ გადააჭარბო.


არ დატვირთოთ საკუთარი იმიჯი დიდი და მოცულობითი ნივთებით. საკმარისია ერთი პოზიცია, რომელიც ჯობია უფრო მორგებულ ნივთს შეუთავსოთ. ამრიგად გადაწყვეტილ გამოსახულებაში თქვენი ფიგურა არ დაიკარგება დიდი ზომის ტანსაცმლის ფენებში და თავადაც გამოიყურებოდეთ იქნება ყველაზე მომხიბვლელად.
imageწელზე ამოჭრილი ტანსაცმელი.
***
სამწუხაროდ, გვერდებზე ამოჭრილი კაბები წელის გარსემოწერილობას ვიზუალურად არ ათხელებს. ასეთი ტექნიკა, პირიქით, ყურადღებას ამახვილებს სხეულის ამ ნაწილზე და უმეტეს შემთხვევაში არ უხდება ფიგურას.


ამ სეზონში, დიზაინერები ერთხმად იმეორებენ: თუ არის ამოჭრილი, მაშინ ის უნდა იყოს ფეხზე. თეძოდან ამოჭრილი კაბები ახლა შესაფერისია არა მხოლოდ გარეთ გასასვლელად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
imageკუბოკრული პერანგი - ქურთუკები.
***
მასობრივი ბაზრის წყალობით, ასეთი ქურთუკები სწრაფად გახდა პოპულარული და მყუდრო ადგილი იპოვეს ახალგაზდების გარდერობებში. შესაძლოა, მათი ყიდვა დაიწყო ჩვეულებრივი ბლუზების და მაისურების შემდეგ, რომლებიც ბევრს შეუყვარდა მათი მოხერხებულობისა და მრავალფეროვნების გამო, მაგრამ თუ მაისურები კვლავ ტენდენციაშია, მაშინ ქურთუკები ნელ-ნელა კარგავენ თავის პოზიციებს.


ის, რაც აუცილებლად იქნება მოთხოვნადი ერთზე მეტი სეზონის განმავლობაში და არასოდეს დაკარგავს აქტუალობას - კლასიკური დიზაინის ქურთუკია.
imageკორსეტი
***
დიზაინერები ურჩევდნენ კორსეტის ტარებას კაბებსა და პერანგებზე. ახლა - როგორც ცალკე ელემენტი და შარვალთან და ჯინსთან ერთად
ადრე . ასეთი ტანდემი ''სულელურად'' და უცნაურად გამოიყურება, მით უმეტეს თუ კორსეტის ან ჯინსის არასწორ მოდელს აირჩევთ, ეს სრულიად სასცილო ვულგარული გამოვა.
imageბალაკლავა
***
უნივერსალური ბალაკლავა ცვლის ერთდროულად 2 ნივთს - შარფს და ქუდს. მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ასეთი თავსაბურავი ძალიან, ძალიან ორაზროვანად გამოიყურება. ყველა ვერ უძლებს სხვებიდ დაჟინებულ მზერასა თუყურადღებას და თავისი ექსტრავაგანტურობით ყველას გაოცებას.



სავარაუდოთ, მალე ''ბალაკლავა''-სტენდენცია წარსულში დარჩება, ისევე როგორც ეს მოხდა ბევრ ტრენდულ აქსესუართან დაკავშირებით.
imageლაქის ''გამაშები''
***
გამომწვევად და აგრესიულად გამოიყურება, ძალიან ანათებენ, სიარულისას კი იკუჭება. ლაქის ტყავისგან დამზადებული გამაშები წარმოაჩენს სილუეტის ნაკლოვანებებს და არანაირად აქცენტს არ აკეთებს სხეულის დახვეწილ და მოხდენილ ფორმაზე. ასევე, ისინი არ უნდა იყოს შერწყმული იმავე მასალისაგან შეკერილ ტანსაცმელსა თუ მოკლე ან მჭიდრო ტანისამოსთან.


ამ ვარიანტის კარგი ალტერნატივაა თავისუფალი ტყავის შარვალი, რომელიც გამოიყურება თამამად, მაგრამ სულ არაა ვულგარული.
imageBratz სტილის ფეხსაცმელი
***
ერთი შეხედვით არასასიამოვნო და ვულგარულმა ფეხსაცმელმა ვარსკვლავების, მოდის ბლოგერებისა და სტილისტების აჟიოტაჟი გამოიწვია. ფეხსაცმლის ფოტოები მასიურ პლატფორმაზე და ტერფის თასმით გავრცელდა მთელ სოციალურ ქსელში, რამაც ამ ეს ნივთი ნამდვილ აუცილებლობად აქცია.


მაგრამ მოდა ციკლურია. ის, რაც გუშინ მოდური Olympus-ის მწვერვალზე იყო, დღეს შეიძლება თვალის დახამხამებაში ანტიტრენდად იქცეს. ასეთი ფეხსაცმლის დიდი რაოდენობით ყალბი ვერსიები უკვე გამოჩნდა, ამიტომ არის შესაძლებლობა, რომ მალე მისგან ყველა დაიღალოს.
imageმომჯდარი ''კომბინიზონი''
***
არცთუ ყველა ქალი, თუნდაც იდეალური პარამეტრებით, არ გაბედავს მსგავსი, თუმცა ტრენდული სამოსის ჩაცმას რეალურ ცხოვრებაში. მიზანშეწონილია მხოლოდ თემატურ წვეულებაზე, მაგრამ არა პაემანზე ან ოფისში.


უმჯობესია აირჩიოთ კომფორტული და მრავალმხრივი კომბინეზონები თავისუფალი ჭრით: ისინი აქტუალური იქნება ნებისმიერ სიტუაციაში.
imageბიუსჰალტერი ტოპის ნაცვლად
***
ეს საკამათო ტენდენცია 2019 წლიდან იღებს სათავეს. თამამი მოდური ქალები ტანსაცმლის ცალკე ელემენტად იცვამენ ბიუსტჰალტერს და ზემოდან ტყავის ქურთუკს ან უბრალოდ შიშველ სხეულზე.


დღეს მხოლოდ ცნობილი სახეები და მედია პიროვნებები აგრძელებენ მის მიყოლას, რადგან ეს ორაზროვანი იმიჯი გამოიყურება მეტისმეტად პროვოკაციულად. მოკრძალება კი ყოველთვის ამშვენებდა და ამშვენებს მოდას.

***
ტანსაცმლის არჩევისას უფრო მეტად ეყრდნობი საკუთარ გემოვნებას გემოვნებას თუ ყურადღებას ამახვილებთ მოდის ტენდენციებზე? რატომ?




0
521
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0